კატეგორია: პოლიტიკა

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ოფისი გატეხეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე “ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ოფისი გატეხეს. მათი ინფორმაციით შემთხვევა სავარაუდოდ გასულ რამეს მოხდა. როგორც ედპ-ს პრესსამსახურში განგვიცხადეს ოფისი მათ დილით გატეხილი დახვდათ. ჯერჯერობით უცნობია რა არის წაღებული ოფისიდან, ამ წუთებში ადგილზე საპატრულო პოლიცია მივიდა.

მამუკა არეშიძე: “ოცნება” სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ დარაზმული არაა”

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს. – ბატონო მამუკა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ შეიძლება ოპოზიციონერი პრეზიდენტი შეგვრჩეს, რომელიც სტაბილურობის გარანტი ვერ იქნება. მართლაც შეიძლება ასე განვითარდეს მოვლენები? – რასაკვირველია! სავსებით შესაძლებელია, რომ ასე განვითარდეს მოვლენები და მართლაც ოპოზიციონერი პრეზიდენტი მივიღოთ. არჩევნებია, რომელიც ზოგადად რთული საპროგნოზოა. მით უფრო მაშინ, როდესაც […]

„ზურაბიშვილის ზოგიერთი განცხადება მისაღებია, ზოგიერთზე შესაძლოა განსხვავებული ხედვა გვქონდეს“ – სოზარ სუბარი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელის, სოზარ სუბარის განცხადებით, მმართველი გუნდი საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციას აგვისტოს ბოლოს დააფიქსირებს. მისივე თქმით, მმართველ გუნდს ჯრ არ აქვს გადაწყვეტილი, დაუჭერს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებზე მხარს სალომე ზურაბიშვილს: „თვის ბოლომდე იქნება პოზიცია გამოხატული. რაც შეეხება, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, მისი ზოგიერთი განცხადება მისაღებია, ზოგიერთ განცხადებაზე შეიძლება, ჩვენ განსხვავებული […]

სალომე ზურაბიშვილი – ”მე ქალების პრეზიდენტი ვიქნები”

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის პირველ რიგში ქალების პრეზიდენტი იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ ქალია. ზურაბიშვილმა ამის შესახებ დიდ ჯიხაიშში განაცხადა, სადაც საარჩევნო პროგრამა წარადგინა. „მე ვიქნები არამხოლოდ მედიატორი და ძრავა ამ ინიციატივების {რომელზეც პრეზენტაციაზე ისაუბრა}, მე ვიქნები ამ საზოგადოების პრეზიდენტი და პირველ რიგში, ბუნებრივად, ვიქნები ქალების პრეზიდენტი. პირველი ქალი პრეზიდენტი არ შეიძლება არ […]

რუსული ვერტმფრენი საოკუპაციო რეჟიმის მიერ კონტროლირებად სივრცეში დაფრინავდა – სუსი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთის მცხოვრების, გიორგი კასრაძის თქმით, ცოტა ხნის წინ რუსეთმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. როგორც კასრაძემ „ნიუპოსტს“ განუცხადა, მი-8 ტიპის ვერტმფრენი დისევის სამხედრო ბაზიდან აფრინდა და სოფელ ნიქოზს გადუფრინა. კასრაძე ამბობს, რომ ბოლო დროს, რუსეთის მხრიდან, საჰერო სივრცის დარღვევის ეს პირველი ფაქტია. “ნიუპოსტმა” აღნიშნული ფაქტი სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურში გადაამოწმა, სადაც განაცხადეს, რომ რუსული […]

კალაძის საიდუმლო ვიზიტი ბათუმში – რა შეხვედრებს მართავს თბილისის მერი

თბილისის მერი კახი კალაძე ბათუმშია. ის “ქართული ოცნების” აჭარის ოფისში რეგიონის საკრებულოებისა და მერების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს. ვიზიტი მედიისთვის გასაიდუმლოებულია. რა საკითხებს განიხილავენ ქვეყნის პირველი პირები, ჯერჯერობით უცნობია. “რუსთავი 2”-მა კალაძის ექსკლუზიური კადრების გადაღება შეძლო.

შამბა: საქართველოსთან დიალოგის დაწყების დროა, ქართველებს მტრად არ მივიჩნევ

“საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში ლიდერი ვიყავი, მაგრამ დიალოგზე საუბარი პირველმა დავიწყე”,  – ამბობს სერგეი შამბა,  აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე და დეპუტატი “ეხო მოსკვისთან” ვრცელ ინტერვიუში, სადაც ის წლების წინ საქართველოს ხელისუფლებასთან უშედეგო მოლაპარაკებებზე, 2008 წლის ომზე და დიალოგის საჭიროებებზე საუბრობს. “ქართველები მტრად არ მიმაჩნია. საქართველოში მეგობრები […]

ვანო მერაბიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

, კურიერის ინფორმაციით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმებმა მისი კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.ვანო მერაბიშვილის ადვოკატის სტეფანე თუმანიშვილის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილ პრემიერს და შს მინისტრს სასუნთქი გზების პრობლემა ჰქონდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ვანო მერაბიშვილი უკვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაააბრუნეს.

ვახტანგ ძაბირაძე – “მეორე ტური ვაშაძესა და უსუფაშვილს შორის გაიმართება”

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა აგვისტოს ომის დაწყების საკითხზე განცხადებები გააკეთა, რასაც “ქართული ოცნება” გაემიჯნა, ხომ არ ფიქრობთ, რომ არჩევნებზეც გაემიჯნოს? – ხელისუფლებამ უკან დასახევი გზა დაიტოვა, როდესაც განაცხადა, რომ არ აპირებს, მხარი დაუჭიროს რომელიმე კანდიდატს. ოპოზიციისა და გარკვეულწილად მედიის განწყობა სალომე ზურაბიშვილის […]

ზაზა სარალიძე: “ახლა გერმანიის ციხეში ვიჯდებოდი, ამათი გეგმა რომ შესრულებულიყო”

რას აპირებენ შვილმოკლული მშობლები, რატომ აღარ დაიყენებენ გვერდით პოლიტიკოსებს, რა პროვოკაციას გეგმავდა ხელისუფლება პანკისის ხეობაში? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ზაზა სარალიძე ესაუბრება. – ივნისის დასაწყისში თქვენ მიერ დაწყებულმა საპროტესტო აქციებმა მთავარი პროკურორი და პრემიერი შეიწირეს. ამ ყველაფრის შემდეგ თუ ელოდით, რომ სასამართლო ხორავას საქმეზე დაკავებულ რამდენიმე პირს გირაოთი გამოუშვებდა? – სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, […]