რა მოსთხოვა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილმა, როგორ გადააგდო ის ნაციონალურმა მოძრაობამ, როგორ გავიდა საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზები, რატომ ჩამოჰყავთ მთავრობის გადასახალისებლად ხალხი რუსეთიდან? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ყოფილი პოლიტდევნილი, “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიგლა ბარამიძე ესაუბრა. გიგლა ბარამიძე: – ყველას გვაქვს ნანახი ამერიკული ფილმი “ჩარლის ანგელოზები”, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლება თუ ტოტალურად ივანიშვილის შინა-ყმებად გადაიქცეოდა, […]
კატეგორია: პოლიტიკა
ლევან ვასაძეს პრეზიდენტობის კანდიდატობას სთავაზობენ
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა პრეზიდენტობის კანდიდატობას ბიზნესმენ ლევან ვასაძეს სთავაზობს. მისივე თქმით, საპრეზიდენტო კანდიდატობაზე პარტიაში ამ დრომდე მიმდინარეობს კონსულტაციები, მათ შორის, ბიზნესმენ ლევან ვასაძესთან. ვასაძისგან უარის მიღების შემთხვევაში კი, პრეზიდენტობისთვის დიდი ალბათობით თავად კახა კუკავა იბრძოლებს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. „საბოლოო გადაწყვეტილებას კანდიდატთან დაკავშირებით, ვიქნები მე თუ ვინმე სხვა ჩვენი პარტიიდან, მომავალ კვირას მივიღებთ. გადაწყვეტილი […]
სამშობლოს შეწირული სიცოცხლე – შინდისის ბრძოლიდან 10 წელი გავიდა
2008 წლის 11 აგვისტოს დაღუპულ შინდისის გმირებს დღეს კიდევ ერთხელ იხსენებენ. ზუსტად 10 წლის წინ, შინდისთან უთანასწორო ბრძოლას 17 ქართველი სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. 2008 წლის 11 აგვისტოს დილის 10 საათზე, რუსეთის 53-ე არმიის 70-ე მოტომსროლელი პოლკი ცხინვალის დასატოვებლად ემზადებოდა. მეომრებს შორის იყო ვინმე დროზდოვი, რომელსაც ბატალიონის მეთაურის (გრიგორი ხარიტონოვი) თქმით, სარატოვში ქართველი მეგობარი ჰყავდა. არმია […]
“ივანიშვილი თავად იყრის კენჭს თუ დარწმუნდება, რომ სალომე ზურაბიშვილს გამარჯვების შანსები არ აქვს”
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებზე და კანდიდატებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, დავით სერგეენკომ განაცხადა, სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერას მისი პროგრამის გაცნობის შემდეგ გადავწყვეტთო. ეს როგორ შეიძლება გავიგოთ? – ყველა განცხადება დროის გაჭიმვას ემსახურება. ქართულ პოლიტიკურ რეალობაში, არ ყოფილა შემთხვევა, რომ კანდიდატის პროგრამის გამო რომელიმე პოტენციურ დონორს მხარდაჭერაზე უარი ეთქვას. სერგეენკოს ეს განცხადება თავაზიანი […]
ივანიშვილმა სააკაშვილისგან ხელშეუხებლობის გარანტიები მოითხოვა?
რატომ თქვა უარი “ოცნებამ” პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე, რა ჩაიფიქრა ივანიშვილმა, რას აპირებს სააკაშვილი, რის თქმას აპირებენ ცხინვალის რეგიონიდან დევნილები ზურაბიშვილისთვის? – ამ თემებზე “ახალ თაობას” “ემსახურე საქართველოს” ლიდერი მურმან დუმბაძე ესაუბრება. მურმან დუმბაძე: – მმართველმა პარტიამ უარი თქვა საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებაზე, რითაც დაამტკიცა, რომ “ქართული ოცნება”, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია, აღარ არსებობს. 6 წელია, ხელისუფლებაში არიან […]
დავით უსუფაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა
“შენების მოძრაობის”, “თავისუფალი დემოკრატების” და “ეროვნული ფორუმის” წარმომადგენლებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ერთობლივი საპრეზიდენტო კანდიდატი, დავით უსუფაშვილი დაარეგისტრირეს. დავით უსუფაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსის, თენგიზ შერგელაშვილის თქმით, მათი კანდიდატი დღევანდელ მოცემულობაში მისი წარსული საქმიანობიდან, ოცდაათწლიანი გამოცდილებიდან გამომდინარე ყველაზე მეტად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ პრეზიდენტის ფუნქციებს. “ჩვენ შევიტანეთ რამდენიმე განაცხადი, ამ შემთხვევაში საარჩევნო კამპანიაში ჩართულია რამდენიმე პარტია, როგორც […]
სალომე ზურაბიშვილის მორიგი სკანდალი – ზვიად გამსახურდიას დამხობას ის ლეგიტიმურს უწოდებს
პირველი პრეზიდენტის ოჯახი სალომე ზურაბიშვილისგან განმარტებებს ითხოვს. კონსტანტინე გამსახურდიას აინტერესებს, პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია, რატომ ამართლებდა ის გამსახურდიას ხელისუფლების ძალისმიერ დამხობას და რატომ უწოდებდა პირველ პრეზიდენტს დიქტატორს. საქმე ეხება სალომე ზურაბიშვილის მიერ, 1992 წელს, გაზეთ “ივერიაში” გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც ის პირველი პრეზიდენტის დამხობას ლეგიტიმურს უწოდებს. მაშინ, ზურაბიშვილი ამ გამოცემაში სტატიებს რამდენიმე ფსევდონიმით აქვეყნებდა. სტატიაში „საქართველოს საკითხი“, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი […]
სააკაშვილი – ”პუტინს ვუთხარი, რომ უარს ვიტყოდით ნატოს ბაზის საქართველოში განთავსებაზე, მაგრამ…”
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რადიო „ეხო მოსკვის“ ეთერში რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 2008 წლის ომი თავიდან აერიდებინა. ამის შესახებ განაცხადა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი იხსენებს, რომ პირადად ვლადიმერ პუტინს ნატოს ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებაზე უარის თქმის სანაცვლოდ მშვიდობიანი ურთიერთობები შესთავაზა. მისი თქმით, კრემლთან მოლაპარაკებები დევნილების დაბრუნების საკითხზეც მიმდინარეობდა, […]
ვახტანგ მაისაია – “ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ და როგორ შემოდის საქართველოში”
ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “ახალი თაობის” კითხვებს პასუხობს. – ბატონო ვახტანგ, რუსეთის გავლენის მქონე რესპუბლიკებში არ გიშვებენ თურმე ნატოსთან კავშირის ბრალდებით. სააკაშვილის რეჟიმმაც ხომ ნატოს ჯაშუშობის ბრალდებით გაგასამართლათ. დამთხვევაა თუ რაიმე ბმა არსებობს ამ ორ ფაქტს შორის? – რუსეთი თავისი გავლენის ქვეყნებში არ მიშვებს ნატოსთან ჩემი კავშირების გამო. სააკაშვილის დროს ნატოს ჯაშუშობა […]
თეა წულუკიანი – ”ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რუსეთმა დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ ომი“
იუსტიციის მინისტრმა სოფელ ტყვიავის საზოგადოებრივ ცენტრში 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს დაზარალებულ ქალებთან გამართა შეხვედრა. თეა წულუკიანმა ომის დროს მომხდარი დანაშაულების გამოძიების მიზნით საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე დავებზე ისაუბრა. „გმირ ქალებთან შესახვედრად ჩვენ ჩამოვედით და გვინდა მათ ანგარიში ჩავაბაროთ ჰააგაში და სტრასბურში მიმდინარე საერთაშორისო დავებზე. ეს დავები რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული და ჩვენ ისევე როგორც ქართველთა ეთნიკურ წმენდას, […]









