ოპოზიციური პარტიების ერთობამ – “სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია” პრეზიდენტობის კანდიდატი ქუთაისში, “ბაგრატის ტაძართან” წარადგინა. სამოქალაქო მოძრაობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი გრიგოლ ვაშაძეა. ოპოზიციური პარტიების წევრების განცხადებით, ბაგრატის ტაძარი შეირჩა, როგორც გაერთიანებული და ძლიერი საქართველოს სიმბოლო. გრიგოლ ვაშაძემ პარტიებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და სამოქმედო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, პირველი ნაბიჯი თანხმობისკენ გადადგმულია და ის […]
კატეგორია: პოლიტიკა
სოსო ცინცაძე – “მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილსაც და სხვა წვრილფეხობასაც მარტივად ააყირავებს”
პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებსა და სავარაუდო კანდიდატებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, “ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი რამდენად შეიძლება პარტიის გარეთ იყოს, მაგალითად სალომე ზურაბიშვილი? – მთელი საიდუმლოება, ინტრიგა მდგომარეობს იმაში, რომ მოქმედი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელისუფლებას კატა-თაგვობანას ეთამაშება. მარგველაშვილი ერთობა იმით, რომ ასეთ დაძაბულ, სტრესულ მდგომარეობაში ამყოფებს ხელისუფლებას. “ქართულ ოცნებაში” კარგად ესმით, […]
მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯომარედ თორნიკე რიჟვაძე დაასახელა
გიორგი მარგველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა დაასახელა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. კანდიდატურის დასახელებამდე გიორგი მარგველაშვილმა აჭარის უმაღლეს საბჭოში კონსულტაციები გამართა. „ერთი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი ქართული ოცნების მიერ, რომელიც არის ბატონი თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა. ოპოზიციას, მე გამოვხატე ეს გაკვირვებაც, არ წარმოუდგენია ჩემთვის ალტერნატიული კანდიდატურა, თუმცა შემდეგ ოპოზიცია ჩამოყალიბდა ბატონ არმაზ ახვლედიანის კანდიდატურაზე. […]
პრეზიდენტი აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს დღეს დაასახელებს
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს დაასახელებს. პრეზიდენტი განცხადებას 18:00 საათზე გააკეთებს. აღნიშნულ თანამდებობაზე „ქართულმა ოცნებამ“ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა წარადგინა, ხოლო ოპოზიციამ ერთიანი კანდიდატი არმაზ ახვლედიანი დაასახელა. პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აჭარაში პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციები უკვე გამართა.
მაკკეინმა ტრამპის გამოსვლას “ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო” და “ტრაგიკული შეცდომა” უწოდა
ჰელსინკიში გამართული დღევანდელი პრესკონფერენცია ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო წარმოდგენა იყო აშშ-ის პრეზიდენტების ისტორიაში. ასე გამოეხმაურმარესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, ჰელსინკში ვლადიმირ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის გამართულ შეხვედრასა და მისი დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციზე გაკეთებულ განცხადებებს. მაკკეინმა სამიტს, რომელიც ფინეთში ჩატარდა და ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების მონაწილეობით “ტრაგიკული შეცდომა” უწოდა. “ჰელსინკიში გამართული დღევანდელი პრესკონფერენცია ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო […]
“ვლადიმერ პუტინის განცხადება პირდაპირი მუქარაა” – გია ვოლსკი
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომ რუსეთს საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე უკიდურესად ნეგატიური რეაქცია ექნება, პირდაპირი მუქარაა. „რუსეთის პრეზიდენტის განცხადება პირდაპირი მუქარაა, რადგან პუტინი მიიჩნევს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესესებს უპირისპირდება. პუტინი თავის გარშემო პოლიტიკის განხორციელებას არ დაუშვებს საკუთარი ნების ან ინტერესების გათვალისწინების გარეშე. მე როგორც ერთ […]
სოზარ სუბარი და მიხეილ ჩხენკელი მამუკა ბახტაძის მრჩევლებად დაინიშნენ
ირაკლი კობახიძე გიორგი კვირიკაშვილის წინააღმდეგ – ”მაშინ მისთვის არ უნდა დაგვეთმო”
პარლამენტის თავმჯდომარე ყოფილ პრემიერს აკრიტიკებს. ირაკლი კობახიძემ შრომითი უსაფრთხოების წესების გამკაცრების აუცილებლობაზე ისაუბრა და ცვლილებების ჩაგდებაში, გიორგი კვირიკაშვილი დაადანაშაულა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ გუნდს შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდა სწორი პოზიცია, თუმცა მთავრობის მაშინდელმა ხელმძღვანელმა უმრავლესობას მისი განხორციელების საშუალება არ მოსცა. აღნიშნული განცხადებით ირაკლი კობახიძე მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიას გამოეხმაურა. „ჩვენი სურვილი იყო, რომ მაქსიმალურად გაგვემკაცრებინა ჩანაწერები […]
”შენი ყაჩაღი შვილის საქმეებს ვთარგმნიდი მე NDI-ში… შე სამარცხვინო ქალო, შენა” – თინა ბოკუჩავამ და ეკა ბესელიამ იჩხუბეს – ვიდეო
დღეს პარლამენტში დაპირისპირება მოხდა თინათინ ბოკუჩავას და ეკა ბესელიას შორის. სხდომათა დარბაზში ხმაური ეკა ბესელიას განცხადებას მოჰყვა. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ დაპირისპირებაში ირაკლი კობახიძე ჩაერია. ნაციონალური მოძრაობის წევრმა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ბრალდებები გააპროტესტა, რომელიც მესამე პრეზიდენტის მხრიდან თინა ბოკუჩავასთვის გაკეთებულ საჩუქარს ეხებოდა. „შენი შვილის საქმეებს ვთარგმნიდი მე NDI-ში, დაგავიწყდა ხომ? შე სამარცხვინო ქალო, შენა. შენ […]
“ვიდრე ტყიბულის შახტი დახურული იქნება, დასაქმებულებს ხელფასი აუნაზღაურდებათ” – მამუკა ბახტაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ვიდრე ტყიბულის შახტი დახურული იქნება, შახტში დასაქმებულებს ხელფასი აუნაზღაურდებათ. “მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. შახტი არ განაახლებს მუშაობას, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი” – აღნიშნულია პრემიერისგანცხადებაში.










