კატეგორია: პოლიტიკა

ნიკა მელია: „ხვალ წარვადგენთ ყველასათვის მისაღებ საპრეზიდენტო კანდიდატს“

9 ოპოზიციური პარტია საერთო საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებისთვის ემზადება. „სამოქალაქო მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ ოფიციალურად დღეს დაფუძნდა და ოპოზიციურმა პარტიებმა დეკლარაციას მოაწერეს ხელი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციური პარტიები ყველასათვის მისაღებ საპრეზიდენტო კანდიდატს წარადგენენ ხვალ: „ხვალ იქნება კანდიდატის წარდგენა, საზოგადოება თავად დარწმუნდება, რომ ეს არის ის კანდიდატი, ვინც უნდა გახდეს არა რომელიმე კონკრეტულად ცალკე […]

არჩილ თალაკვაძე: “მინდელის სახელობის შახტა უნდა დაიხუროს”

უმრაველესობის წევრი არჩილ თალაკვაძე ტყიბულის მინდელის სახელობის შახტაში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს. მისი თქმით, მინდელის მაღარო უსაფრთხოების თანამდეროვე სტანდარტებს, სანამ არ მიაღწევს უნდა დაიხუროს. “მინდელის მაღარო უნდა დაიხუროს, სანამ უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტი არ იქნება მიღწეული. მაღაროელის სიცოცხლის დაზღვევა კი უნდა გაიზარდოს! ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს ამ მძიმე დანაკარგის გამო” – აცხადებს […]

გიორგი ვაშაძე: „სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის არის შნურიანი ტელეფონი“

– სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის არის შნურიანი ტელეფონი, რომელიც ჩვენ წინ ვერაფრით წარგვიძღვება, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, თუ „ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, ეს იქნება არჩევანი წაგებისკენ. „სალომე ზურაბიშვილი ჩემთვის არის შნურიანი ტელეფონი, რომელიც ჩვენ ვერაფრით წაგვიძღვება წინ. თუ ამ არჩევანს გააკეთებს „ქართული ოცნება“, ვფიქრობ, […]

სანდრა რულოვსი თუ გრიგოლ ვაშაძე – ვის დაასახელებენ საპრეზიდენტო კანდიდატად ნაციონალები

“ახალი თაობის” კითხვებს ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, ახალ მთავრობას ამტკიცებს პარლამენტი. ოპოზიცია უკმაყოფილოა. საზოგადოება დუმს. როგორია თქვენი დამოიდებულება? – არანაირი განსაკუთრებული სიახლის შეგრძნება არ მაქვს. რეალურად ისევ იგივე ხდება. მთავარი აქ ისევ პრემიერის ფიგურაა. მოიყვანეს პრემიერი, რომელსაც დიდად თავი არაფერში გამოუჩენია. თვითონ “ქართული ოცნების” პირობებში რკინიგზის ხელმძღვანელი იყო და იქაც ვერ […]

“სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის მოქალაქე აღარაა, ხელისუფლებამ საპრეზიდენტო არჩევნებში შეიძლება მხარი დაუჭიროს” – რას ფიქრობს ავთანდილ დემეტრაშვილი

კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობის საკითხზე საუბრობს. – ბატონო ავთანდილ, კულუარული ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნებში “ქართულ ოცნებას” კანდიდატი არ ეყოლება და ის მხარს სალომე ზურაბიშვილს დაუჭერს, როგორც ეს საპარლამენტო არჩევნებზე მოხდა. წინა საპრეზიდენტო არჩევნებში ის ვერ დარეგისტრირდა ორმაგი მოქალაქეობის გამო. დღეს რას ამბობს კონსტიტუცია მოქალაქეობასთან და ბინადრობის ცენზთან დაკავშირებით? – […]

“საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ” – ამ წარწერით შევიდა კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი მოსკოვში, ლუჟნიკების სტადიონზე

ქართველი სპორტული კომენტატორი გიორგი ზურაბიშვილი მოსკოვში, ლუჟნიკების სტადიონზე, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წასაყვანად სპეციალური მაისურით მივიდა, სადაც არის წარწერა: “საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ”. “შიგ ლუჟნიკებზე! დღეს კიდევ ერთი ოცნება ამიხდება. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი სტადიონიდან უნდა წავიყვანო. ამაზე მთელი ბავშობა ვოცნებობდი და ძალიან მადლიერი ვარ რომ ასეთი შესაძლებლობა მეძლევა. გაუღიმეთ სამყაროს და ისიც გაგიღემებთ თქვენ! […]

აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად ოპოზიცია არმაზ ახვლედიანს ასახელებს

რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანადიდატად ქართული ოცნების ყოფილი წევრი, არმაზ ახვლედიანი, დაასახელა. აღნიშნულ საკითხზე შეხვედრა ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალურად თორნიკე რიჟვაძე ქართული ოცნების წევრებმა წარუდგინეს.

ჭამე, დალიე, შეირგე – 2018 წლის 6 თვეში ხელისუფლებამ რესტორნებში 4 მილიონი დახარჯა

2018 წლის პირველი იანვრიდან დღემდე საქართველოს ხელისუფლებამ რესტორნებში ოთხი მილიონი ლარი დახარჯა. დოკუმენტაცია არასამთავრობო ორგანიზაცია შეაჩერე კორუფციამ შეისწავლა და ბევრი საეჭვო გარემოება აღმოაჩინა. 10 კაცის ვახშამი იუსტიციის სამინისტროს 888 ლარი დაუჯდა. ასეთი ან უფრო ძვირადღირებული სუფრა სახელმწიფო უწყებების დაკვეთით ქვეყნის რესტორნებში წელს 2657 ჯერ გაიშალა. ბოლო 6 თვეში ჭამა-სმაში ბიუჯეტიდან ხელისუფლებამ 4 მილიონი ლარი დახარჯა. ვინ აქეიფეს […]

მამუკა ბახტაძე: აგური, ცემენტი და ქვიშა სამინისტროების საქმე არ არის

პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, პარლამენტის სხდომაზე მშენებლობების საკითხზე დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ 2019 წლისთვის მშენებლობებისთვის 110-120 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება. მისივე თქმით, სამინისტროების საქმეა პოლიტიკის წარმოება, ხალხთან მუშაობა, უკუკავშირის მიღება და არა – აგური და ცემენტი. „რაც შეეხება მშენებლობების ტემპს, თქვენ იცით, ჩემი არგუმენტაცია, რატომაც ვფიქრობ, რომ სამშენებლო კომპონენტი იყო გამოყოფილიყო არამარტო პროფილური სამინისტროსგან, ზოგადად, სამინისტროების […]

თეა წულუკიანი ,,მე არ დაგითმეთ და გავიმარჯვე”

– მე თქვენთან ბრძოლაში არ დავიღლები არასდროს, ვიდრე მაქვს სული, რაც ღმერთმა მომცა, –ასე მიმართა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა “ევროპული საქართველოს” წევრ ოთარ კახიძეს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე. მისი თქმით, დღეს ყველა ევროპელი ერთხმად აღიარებს, რომ საქართველოს ყავს საამაყო ევროპელი მოსამართლე ლადო ჭანტურიას სახით. „ლადო ჭანტურია არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის ინტერესის გამტარებელი, როგორც ეს […]