კატეგორია: პოლიტიკა

თეა წულუკიანის პირველი მოადგილე სანდრო ბარამიძე გადადგა

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილე ალექსანდრე ბარამიძემ თანამდებობა დატოვა. როგორც უწყებაში აცხადებენ, ეს ს გადაწყვეტილება ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ იქნა მიღებული და იგი თეა წულუკიანთან შეთანხმებულია. “გადავწყვიტე, დავუბრუნდე ჩემს უწინდელ – თავისუფალ პროფესიას”, – სანდრო აცხადებს ბარამიძე და დამატებით კომენტარებს არ აკეთებს. იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე გახდა. ნიუპოსტი

„ოცნების“ ახალი პრემიერი და სავარაუდო პრეზიდენტობის კანდიდატი საერთაშორისო სკანდალში ეხვევიან

ცნობილი ხდება გასაიდუმლოებული შეხვედრის შესახებ, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროში აზიის განვითარების ბანკსა და სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შედგა. ,,თაიმერის” ინფორმაციით, „საიდუმლო სერობას“ ბანკის წარმომადგენლები და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, პირველი მოადგილე ირაკლი ქარსელაძე და მოადგილე გიგა კაცია ესწრებოდნენ. წყაროს ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ბანკის წარმომადგენლებს ისეთი მოთხოვნა წაუყენეს, სტუმრები „გაღიმებულები“ დატოვეს. აზიის განვითარების ბანკი არის მსხვილი პროექტების განმხორციელებელი […]

აუდიტის სამსახური მამუკა ბახტაძის მიერ ნაციონალებისთვის თანხის შეწირვას შეისწავლის

აუდიტის სამსახური მამუკა ბახტაძის მიერ 2012 წლის აგვისტოში ნაციონალური მოძრაობისთვის განხორციელებული შემოწირულობის საკითხს შეისწავლის. „ჩვენ არასამთავრობო სექტორმა მოგვმართა. ბუნებრივია, აღნიშნულ საკითხს შევისწავლით და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში გავცემთ პასუხს. არსებობს კითხვები, არის მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, რაზეც არასამთავრობო სექტორმა ოფიციალურად მოგვმართა. ჩვენ მოვახდენთ საკითხის შესწავლას, ექსპერტიზას და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში არგუმენტირებულ პასუხს გავცემთ“,- განაცხადა გენერალურმა აუდიტორის ირაკლი […]

დავით ჭიჭინაძე – ”წულუკიანი სჯობს, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს შეცდომებზე”

დავით ჭიჭინაძისთვის მიუღებელია თეა წულუკიანის მიერ ორი დღის წინ, სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადებები. „პრემიერ-მინისტრის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა ახალ სამთავრობო კაბინეტში თეა წულუკიანი. ჩემთვის საკმაოდ მიუღებელი იყო მის მიერ ორი დღის წინ ეთერში გაკეთებული განცხადება, რომ თითქოს ვიღაცას რაღაც შეეშალა. უმჯობესია, ასეთი ადამიანი, რადგან ასეთი გულწრფელია და სხვის შეცდომებს ხედავს, გარეთ იყოს და გარედან მიგვანიშნოს […]

„მხოლოდ იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” გააკრიტიკა, თავი გაუტეხეს, სცემეს” – გიორგი ბარამიძე

შიმშილობის მეოთხე დღე – ოზურგეთის საკრებულოს მისაღებში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების აქცია გრძელდება. აქციის სამ მონაწილეს გუშინ სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან საკრებულოს რამდენიმე დეპუტატიც შეუერთდა. ბესო ქათამაძის ცემის გამოძიებისთვის ხელისუფლებისთვის მიცემული ულტიმატუმის ვადა ხვალ ამოიწურება. მათი მთავარი მოთხოვნა ინციდენტში მონაწილე პირების დასჯა და მათთვის სადეპუტატო მანდატის შეწყვეტაა. „მხოლოდ იმიტომ, რომ კოლეგამ მმართველი პარტია გააკრიტიკა, მას თავი გაუტეხეს, სცემეს. […]

გოჩა მირცხულავა – “რა ბედი ეწევათ ქუმსიშვილს და ალავიძეს? – ივანიშვილმა ბიუჯეტის ვირთხები უნდა დასაჯოს”

ექსპერტების მოსაზრება გამართლდა – დიმიტრი ქუმსიშვილი მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ვეღარ მოხვდა. მის ნაცვლად ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე გიორგი ჩერქეზიშვილი დაასახელეს. ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ნიკოლოზ გაგუაა წარდგენილი, საგარეო საქმეთა მინისტრად კი დავით ზალკალიანი დაასახელეს. ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ქუმსიშვილის ჩაჩოჩება იწინასწარმეტყველა. ახლა ის არ გამორიცხავს, რომ ყოფილი მინისტრის წინააღმდეგ საქმეც აღიძრას. […]

მალხაზ მაჩალიკაშვილი – “სუს-მა მომწერა იმ სპეცრაზმელის ვინაობა, ვინც მძინარე თემირლანი მოკლა”

პანკისის ხეობაში ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, „ნიუპოსტთან“ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, იცის იმ სპეცრაზმელის ვინაობა, ვინც მის მძინარე შვილს ესროლა. მაჩალიკაშვილი ღიად ამბობს, რომ დალუქული წერილის ავტორი, სხელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყო. „სუს-მა ეს ინფორმაცია სპეციალურად გაავრცელა, უნდოდათ მცოდნოდა ვინ მოკლა მძინარე თემირლანი. მისი სახელი და გვარი მომწერეს. ეს […]

თეა წულუკიანი ოპოზიციაში გადასვლისთვის მზადაა – “სტატუსის გარეშე უფრო ძლიერი ვიქნები”

„ახალ შემადგენლობაში მე ვიქნები თუ არ ვიქნები, ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთი,“ – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, თეა წულუკიანმა, გააკეთა. წულუკიანმა იმ საკითხზე გააკეთა განმარტება, იქნება თუ არა ის განახლებული კაბინეტის ახალ შემადგენლობაში. მან განაცხადა, რომ მისთვის სულ ერთია, იქნება თუ არა ის აღმასრულებელ ხელისუფლებაში. მისი თქმით, ის რჩება ოცნების გუნდში. „ახალ შემადგენლობაში მე […]

მამუკა ბახტაძე – „ცენტრ-პოინტის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე ნამყოფი არ ვარ“

„ცენტრ-პოინტის საქმესთან დაკავშირებით დაკითხვაზე ნამყოფი არ ვარ“, – ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძე პარლამენტში ირმა ნადირაშვილის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ კომპანიაში ის სასტუმროების სექტორის განვითარების მიმართულებას ხელმძღვანელობდა. „კომპანია ცენტრ-პოინტში ვმუშაობდი, ასევე ვმუშაობდი სასტუმროების ქსელ „რჩეულში“. ეს იყო პირველი მცდელობა, რომ საქართველოში განვითარებულიყო სასტუმროების მიმართულება. მე დაკითხვაზე არ ვარ ნამყოფი. ჩემი საქმიანობა ამ […]

თენგიზ დიხამინჯია – “თუ წულუკიანს არ გაუშვებენ, სააკაშვილის ხვედრს გაიზიარებენ”

მიმდინარე პოლიტიკური საკითხების შესახებ “ახალი თაობა” უზენაესი საბჭოს ყოფილ დეპუტატ თენგიზ დიხამინჯიას ესაუბრა. – ბატონო თენგიზ, ბოლოდროინდელი კრიზისების შემდეგ ხელისფლება გადაყენებულია. საქმე ახალი მთავრობის დაკომპლექტებაზე მიდგა. – შვილმკვდარი მამების პროტესტმა ხალხი ქუჩაში გამოიყვანა. სიგნალი და საგანგაშო ზარის რეკვა იყო, როცა მოსახლეობამ მართლმსაჯულების დანაშაულებრივი სისტემის მიმართ პროტესტს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ძირითადად ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილის […]