“ახალი თაობის” კითხვებს “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე პასუხობს. – ბატონო გიორგი, რატომ გაუშვეს გიორგი კვირიკაშვილი? – რატომ არ უნდა გაეშვათ?! რას აკეთებდა რო?! რამდენი ხნის გასაშვები იყო ეს კაცი. ჩემი პოზიცია გიორგი კვირიკაშვილთან დაკავშირებით თქვენ კარგად იცით, არაერთ ინტერვიუში გვისაუბრია ამაზე, რომ არ შეიძლება ასეთი ტიპის პრემიერი ჰყავდეს ქვეყანას, რომელსაც აქვს ბევრი გამოწვევა სიღარიბის […]
კატეგორია: პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე სამინისტროების რაოდენობას ამცირებს – ”ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის მთავრობა”
საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე რამდენიმე უწყების გაერთიანებას გეგმავს. როგორც ბახტაძემ სამთავრობო ცვლილებებზე დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, ამ საკითხებზე მიმდინარეობს კონსულტაციები. “ჩვენი კონცეფცია არის მცირე მთავრობა, რომელიც გულისხმობს ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს. ეს არის რაც ამ ეტაპზე შემიძლია დაგიდასტუროთ. მიმდინარეობს კონსულტაციები, თუმცა ამოსავალი წერტილი არის, რომ ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის, მაგრამ ამავე დროს ოპერატიული და მოქნილი […]
“რუსეთმა პანკისის წაღება გადაწყვიტა” – ვინ შემოუშვა საქართველოში რამზან კადიროვის ხალხი
15 ივნისს, რამადანის დღესასწაულზე, პანკისის ხეობაში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, შსს-მ ხეობაში სპეცდანიშნულების რაზმი შეიყვანა. ხეობაში სიტუაცია რუსული სანომრე ნიშნებიანი მანქანების გამოჩენას მოჰყვა. მანქანებზე ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის მამის, ახმედ კადიროვის დიდი სურათი იყო გაკრული. მანქანებში მყოფები ხმამაღლა გაჰყვიროდნენ: “ახმადი ძალაა”. მოგეხსენებათ, რომ პანკისში სალაფიტებიც ცხოვრობენ. ისინი რამზან კადიროვს თავიანთ […]
“ალბათ უნდა ვაღიარო რომ გასატაცებელი ვიყავი”- ზურაბ ჯაფარიძე სასამართლოში დაიბარეს
პარტია „გირჩის“ დამფუძნებელ ზურაბ ჯაფარიძეს სასამართლოში იბარებენ. როგორც ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუკზე წერს საქმე ეხება 12 მაისს რუსთაველზე გამართული აქციისას მის დაკავებას. „გირჩის“ ლიდერი სასამართლოში 22 ივნისს არის დაბარებული: „რუსთაველიდან რომ გამიტაცეს 12 მაისს, ღამით აქეთ მიბარებენ სასამართლოში ალბათ უნდა ვაღიარო რომ გასატაცებელი ვიყავი.“- წერს ზურაბ ჯაფარიძე.
ნაციონალი დეპუტატი ”ოცნების” დეპუტატებმა ცემეს
ოზურგეთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთის წინ, “ოცნების” დეპუტატებმა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი სცემეს. ბესო ქათამაძის განცხადებით, კოლეგები მას პასუხს მის პოლიტიკურ საქმიანობასა და სოციალურ ქსელებში მის აქტივობებზე სთხოვდნენ. როგორც ის ამბობს, მას ტელეფონზე დაურეკეს და შეხვედრა სთხოვეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ: “დამირეკეს, მითხრეს სალაპარაკო გვაქვსო, როცა შევედი დარბაზში, აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი, დამესხენ თავს, მირტყამდა […]
კოტე იოსელიანი ბოდიშს იხდის
არასოდეს გამიკეთებია ჰომოფობიური/დისკრიმინაიული განცხადება და ვემიჯნები ნებისმიერ ჰომოფობიურ/დისკრიმინაციულ შეხედულებებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში კოტე იოსელიანი წერს და ბოდიშს იხდის. “დღეს ერთ-ერთ სოციალურ/გასართობ გადაცემაში ჩემსა და წამყვანს შორის შედგა დისკუსია საქართველოს პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატებთან დაკავშირებით (კანდიდატურა ჯერ არ იყო ოფიციალურად დასახელებული). კანდიდატების შერჩევის პროცესის შესახებ საუბრისას, ასევე ვისაუბრეთ ერთ-ერთ ფეისბუქ პოსტზე. გადაცემის შემდეგ წამყვანმა სამწუხაროდ, […]
ფარული ჩანაწერი, რომელსაც კვირიკაშვილის პრემიერობა შეეწირა – რა მოხდა „ქართული ოცნების“ სხდომაზე
„ქართული ოცნების“ შეხვედრიდან „თაიმერისთვის“ კიდევ ერთი ექსკლუზიური დეტალი გახდა ცნობილი: თბილისის მერმა, კახი კალაძემ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილს მიმართა: – საქართველოში არ არის შექმნილი ის ვითარება, რომ პრემიერ-მინისტრი გადააყენოთ, ის ღირსეული პრემიერია. ამის შემდეგ, როგორც ჩვენი წყარო ყვება, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დამსწრე საზოგადოებას ჩანაწერი „აუფრიალა“, სადაც ეკონომიკის მინისტრი ქუმსიშვილი გიორგი ვაშაძეს ეუბნება, რომ მომიტინგეებმა […]
”ქართულმა ოცნებამ” პრემიერად მამუკა ბახტაძე დაასახელა
“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის კანდიდიდატად 36 წლის მამუკა ბახტაძე დაასახელა, რომელიც ამ დრომდე ფინანსთა მინისტრის სავარძელს იკავებდა. განცხადება მედიისთვის მმართველი პარტიის ოფისში არჩილ თალაკვაძემ გააკეთა, სადაც აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები ერთ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გუშინ გადადგა.
ბახტაძე – პრემიერი, თადუმაძე – იუსტიციის მინისტრი, ზალკალიანი – საგარეო მინისტრი
ვინ გახდება ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი და ვინ ჩაიბარებს მინისტრების პორთფელებს – ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხებს მედია ამ წუთებში “ქართული ოცნების” სათაო ოფისში ელოდება, სადაც სწორედ აღნიშნულ საკითხებზე დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ. არსებული ინფორმაციით, პრემიერი-მინისტრის პოსტს ფინანსტა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე დაიკავებს, საგარეო საქმეტა მინისტრს პოსტზე მიხეილ ჯანელიძეს დავით ზალკალიანი შეცვლის. იუსტიციის სამინისტროს კი […]
თეა წულუკიანს თამარ ჩუგოშვილი შეცვლის
გავრცელებული ინფორმაციით, ახალ მინისტრთა კაბინეტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ იქნება. რუსთავი 2- ის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ეს პოსტი პარლემნტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა დაიკავოს. არსებული ინფორმაციით, თავად წულუკიანი დიპლომატიურ სამსახურში წავს. ცნობისთვის, დღეს, 17.00 საათზე, უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართება. სხდომაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ჩტარდება, არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის კაბინეტის წევრთა […]










