პარტია „გირჩის“ დამფუძნებელ ზურაბ ჯაფარიძეს სასამართლოში იბარებენ. როგორც ზურაბ ჯაფარიძე ფეისბუკზე წერს საქმე ეხება 12 მაისს რუსთაველზე გამართული აქციისას მის დაკავებას. „გირჩის“ ლიდერი სასამართლოში 22 ივნისს არის დაბარებული: „რუსთაველიდან რომ გამიტაცეს 12 მაისს, ღამით აქეთ მიბარებენ სასამართლოში ალბათ უნდა ვაღიარო რომ გასატაცებელი ვიყავი.“- წერს ზურაბ ჯაფარიძე.
კატეგორია: პოლიტიკა
ნაციონალი დეპუტატი ”ოცნების” დეპუტატებმა ცემეს
ოზურგეთის საკრებულოს სხდომათა დარბაზში რამდენიმე წუთის წინ, “ოცნების” დეპუტატებმა “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი სცემეს. ბესო ქათამაძის განცხადებით, კოლეგები მას პასუხს მის პოლიტიკურ საქმიანობასა და სოციალურ ქსელებში მის აქტივობებზე სთხოვდნენ. როგორც ის ამბობს, მას ტელეფონზე დაურეკეს და შეხვედრა სთხოვეს, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდნენ: “დამირეკეს, მითხრეს სალაპარაკო გვაქვსო, როცა შევედი დარბაზში, აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი, დამესხენ თავს, მირტყამდა […]
კოტე იოსელიანი ბოდიშს იხდის
არასოდეს გამიკეთებია ჰომოფობიური/დისკრიმინაიული განცხადება და ვემიჯნები ნებისმიერ ჰომოფობიურ/დისკრიმინაციულ შეხედულებებს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში კოტე იოსელიანი წერს და ბოდიშს იხდის. “დღეს ერთ-ერთ სოციალურ/გასართობ გადაცემაში ჩემსა და წამყვანს შორის შედგა დისკუსია საქართველოს პრემიერ-მინისტრობის შესაძლო კანდიდატებთან დაკავშირებით (კანდიდატურა ჯერ არ იყო ოფიციალურად დასახელებული). კანდიდატების შერჩევის პროცესის შესახებ საუბრისას, ასევე ვისაუბრეთ ერთ-ერთ ფეისბუქ პოსტზე. გადაცემის შემდეგ წამყვანმა სამწუხაროდ, […]
ფარული ჩანაწერი, რომელსაც კვირიკაშვილის პრემიერობა შეეწირა – რა მოხდა „ქართული ოცნების“ სხდომაზე
„ქართული ოცნების“ შეხვედრიდან „თაიმერისთვის“ კიდევ ერთი ექსკლუზიური დეტალი გახდა ცნობილი: თბილისის მერმა, კახი კალაძემ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილს მიმართა: – საქართველოში არ არის შექმნილი ის ვითარება, რომ პრემიერ-მინისტრი გადააყენოთ, ის ღირსეული პრემიერია. ამის შემდეგ, როგორც ჩვენი წყარო ყვება, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დამსწრე საზოგადოებას ჩანაწერი „აუფრიალა“, სადაც ეკონომიკის მინისტრი ქუმსიშვილი გიორგი ვაშაძეს ეუბნება, რომ მომიტინგეებმა […]
”ქართულმა ოცნებამ” პრემიერად მამუკა ბახტაძე დაასახელა
“ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრის კანდიდიდატად 36 წლის მამუკა ბახტაძე დაასახელა, რომელიც ამ დრომდე ფინანსთა მინისტრის სავარძელს იკავებდა. განცხადება მედიისთვის მმართველი პარტიის ოფისში არჩილ თალაკვაძემ გააკეთა, სადაც აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები ერთ საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა. გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გუშინ გადადგა.
ბახტაძე – პრემიერი, თადუმაძე – იუსტიციის მინისტრი, ზალკალიანი – საგარეო მინისტრი
ვინ გახდება ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი და ვინ ჩაიბარებს მინისტრების პორთფელებს – ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხებს მედია ამ წუთებში “ქართული ოცნების” სათაო ოფისში ელოდება, სადაც სწორედ აღნიშნულ საკითხებზე დახურულ კარს მიღმა მსჯელობენ. არსებული ინფორმაციით, პრემიერი-მინისტრის პოსტს ფინანსტა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ბახტაძე დაიკავებს, საგარეო საქმეტა მინისტრს პოსტზე მიხეილ ჯანელიძეს დავით ზალკალიანი შეცვლის. იუსტიციის სამინისტროს კი […]
თეა წულუკიანს თამარ ჩუგოშვილი შეცვლის
გავრცელებული ინფორმაციით, ახალ მინისტრთა კაბინეტში იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არ იქნება. რუსთავი 2- ის ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ ეს პოსტი პარლემნტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა დაიკავოს. არსებული ინფორმაციით, თავად წულუკიანი დიპლომატიურ სამსახურში წავს. ცნობისთვის, დღეს, 17.00 საათზე, უმრავლესობის გაფართოებული სხდომა გაიმართება. სხდომაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ჩტარდება, არსებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის კაბინეტის წევრთა […]
„ეს მასკარადი უნდა დასრულდეს“ – მარგველაშვილმა კვირიკაშვილი დაიცვა
„ეს მასკარადი უნდა დასრულდეს“ – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სამთავრობო ცვლილებას. გიორგი მარგველაშვილმა განცხადება ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე გააკეთა. პრეზიდენტმა გამოსვლის დიდი ნაწილი სწორედ პრემიერ-მინისტრის გადადგომას დაუთმო. პრეზიდენტმა რამდენიმეჯერ აღნიშნა, რომ გიორგი კვირიკაშვილი არ იყო წარუმატებელი პრემიერი და გააკრიტიკა ბიძინა ივანიშვილი. „გუშინ ბატონი პრემიერი წავიდა თანამდებობიდან და მან თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარეს ანუ ბიძინა ივანიშვილს უნდა […]
დავით ჭიჭინაძე – “ეს პარლამენტი უნდა დაიშალოს”
თუ ეს შემწყნარებლური პოლიტიკა გაგრძელდა, მაშინ მე ვთვლი, რომ პარლამენტი უნდა დაიშალოს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა. “თუ იგივე გაგრძელდა, რაც დღეს არსებობს, ეს შემწყნარებლური პოლიტიკა, მაშინ მე ვთვლი, რომ პარლამენტი უნდა დაიშალოს და ახალი არჩევნები ჩატარდეს. რადგან ამ დაპირებებმა და ამ პოლიტიკამ მიგვიყვანა იქამდე, რომ […]
მიხეილ ჯანელიძე – “მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ გუნდთან მექნება კონსულტაციები”
საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მთავრობის გადადგომისა და სამთავრობო ცვლილებების შესახებ ისაუბრა. მიხეილ ჯანელიძე არ ადასტურებს, რომ ისიც დატოვებს თანამდებობას, თუმცა აცხადებს, რომ მას საკუთარი გადაწყვეტილება მიღებული აქვს. “მე ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ გუნდს, რომელთან ერთადაც იქნა მიღწეული ის შედეგები რომლითაც ვამაყობთ, მე ჩემი გადაწყვეტილება მიღებული მაქვს, მაგრამ გუნდთან მექნება კონსულტაციები და ამის შემდეგ […]










