კატეგორია: პოლიტიკა

პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა

​საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობისათვის მოვალეობის დაკისრების შესახებ განკარგულება გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი მარგველაშვილის პრესამსახური ავრცელებს. “საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და 801 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის იმავე შემადგენლობას დაეკისროს მოვალეობის შესრულება მთავრობის ახალი შემადგენლობის შექმნამდე,“ – ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში. გიორგი კვირიკაშვილმა გადადგომის შესახებ დღეს სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს […]

დღე უკანასკნელი – გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის კანცელარიის აივანზე

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთა. ფოტოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ხელმძღვანელი ავრცელებს.

პრემიერი კვირიკაშვილი გადადგა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილმა ეკონომიკის სფეროში მიღწეულ წარმატებაზეც ისაუბრა. „დღეს არის ის მომენტი, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეს მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებიდან გამომდინარე, რასაც მას გააჩნია,“- განაცხადა კვირიკაშვილმა. მან ეკონომიკის სფეროში გატარებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დაასახელა – მცურავი სავალუტო კურსი, რეფინანსირების განაკვეთის ზომიერი ზრდა, ჭარბვალიანობისა […]

“მე ასეთი გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი არ მინახავს” – ზაქარია ქუცნაშვილი

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ზაქარია ქუცნაშვილი, “ქართული ოცნების” სათაო ოფისში გუშინ გამართული ხმაურიანი პოლიტსაბჭოს დეტალევზე საუბრობს. “მე ესეთი გაბრაზებული ბიძინა ივანიშვილი არ მინახავს დიდი ხანია, ცხარე დისკუსია მიდიოდა. ვის რა პოზიცია ეკავა ჰკითხეთ თითოულ დეპუტატს”- უთხრა დიანა ტრაპაიძეს დეპუტატმა.

კახა კალაძე მარნეულის მერის დაკავებაზე – არ აქვს მნიშვნელობა “ქართული ოცნების” წევრი და ჩვენი თანაგუნდელია თუ არა, ვინც კანონს დაარღვევს უმკაცრესად აგებს პასუხს

არ აქვს მნიშვნელობა “ქართული ოცნების” წევრი და ჩვენი თანაგუნდელია თუ არა, ვინც კანონს დაარღვევს, ის უმკაცრესად აგებს პასუხს, -ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას მარნეულის მერის დაკავებასთან დაკავშირებით. როგორც კალაძემ აღნიშნა, პრივილეგირებული ადამიანები ვერ იქნებიან და კანონის წინაშე ყველა თანასწორი უნდა იყოს. “მეც მედიით მოვისმინე ეს ამბავი და არ მქონდა საშუალება კარგად გავცნობოდი. […]

დავით ჭიჭინაძე: „მთავრობა უნდა გადადგეს”

„ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ მთავრობა უნდა გადადგეს. ჭიჭნაძის თქმით, ქვეყანაში შექმნილი მდგომარებოდან გამოსავალი ეს არის. ჭიჭინაძე ხაზს უსვამს მძიმე ეკონომიკურ სიტუაციას და ამბობს, რო ახალმა გუნდმა ახალი პროგრამა უნდა წარმოადგინოს და ქართულმა ოცნებამ აღიდგინოს ის ნდობა, რომელიც თავის დროზე ჰოქნდა საზოგადოებაში: “მე გუშინაც ვიძახდი და დღესაც ვაფიქსირებ, რომ ცვლილებები საჭიროა, განსაკუთრებით […]

რა აკავშირებს თემურ აბაზოვს ბიძინა ივანიშვილთან

გავრცელებული ინფორმაციით, თემურ აბაზოვი, რომელიც პროკურატურამ დღეს, ერთ-ერთ მოქალაქეზე მორალური და სიტყვიერი ზეწოლის საბაბით დააკავა, ვიდრე მარნეულის მერი გახდებოდა, „ქართუში“ მუშაობდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აბაზოვი ერთი თვის წინ, „ოცნების“ ყრილობაზე ბიძინა ივანიშვილთან ერთდ მივიდა. ნიუპოსტი

ივანიშვილის და მარნეულის მერის გინებისთვის, მოქალაქეს საკუთარი შარდით სახე დააბანინეს

მოქალაქე, რომელმაც პარლამენტთან აქციაზე ბიძინა ივანიშვილს და მარნეულის მერს აგინა, ძალადობის მსხვერპლი გახდა. გავრცელდა ვიდეოები, სადაც ეს მოქალაქე ბოდიშს იხდის და სახეზე სავარაუდოდ შარდს ისვამს. ცნობილი გახდა, რომ მომხდარ ფაქტს შს სამინისტრო იძიებს.

წულუკიანს საფრანგეთში ელჩად უშვებენ, მაგრამ წულუკიანი არ მიდის

სამთავრობო ცვლილებები მმართველი პარტიის შიგნით კიდევ ერთი დაპირისპირების მიზეზი ხდება. ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყების წინ პარტიის ე.წ. ძველი სახეები კვირიკაშვილის კაბინეტის ვადის ამოწურვაზე მიანიშნებდნენ. სხდომის შემდეგ კი არცერთი მათგანი ჟურნალისტებთან აღარ გამოჩენილა. განმარტებებს მხოლოდ ე.წ. ახალი სახეები აკეთებდნენ. ქართული ოცნების ოფისში დეპუტატები, პრემიერი, მინისტრები და ბიძინა ივანიშვილი სამი საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. სხდომის დაწყების წინ […]

კახა კუკავა – “2020 წელს პრემიერ მინისტრი გიგა ბოკერია გახდება”

“ახალი თაობის” კითხვებს “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პასუხობს. – ბატონო კახა, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის ირგვლივ საზოგადოებაში აჟიოტაჟი არ ცხრება. თავად დაზარალებული უნდობლობას უცხადებს ამ კომისიას. მორალურად რამდენად გამართლებულია, გიგა ბოკერია იძიებდეს ამ საქმესო. – ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ ქართველი ხალხის მასხრად აგდება, როდესაც სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოსულმა ხელისუფლებამ, სამართლიანობის აღდგენა, ხელისუფლებაში მოსვლიდან მეექვსე […]