კატეგორია: პოლიტიკა

კვირიკაშვილი მიდის – პრემიერის პოსტი შესაძლოა მამუკა ბახტაძემ დაიკავოს

სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში – პარტია “ქართული ოცნება” ამ წუთებში საგანგებო შეხვედრას მართავს, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრება.არსებული ინფორმაციით, ივანიშვილი მთავრობის მეთაურს შეცვლის. მედიაში საუბრობენ, რომ კვრიკაშვილის სავარძელს შს მოქმედი მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს, თუმცა ,,ნიუპოსტის“ ინფორმაციით, პრემიერის პოსტზე შესაძლოა ფინანსთა მინსიტრი მამუკა ბახტაძე ვიხილოთ. სამთავრობო ცვლილებები ამით არ ამოიწურება. კულუარული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტს დატოვებენ იუსტიციის მინისტრი […]

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება – შეხვედრას ივანიშვილიც დაესწრება

დღეს საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება. „საზოაგდოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრება. გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრას ასევე დაესწრება პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეხვედრაზე საუბარი შესაძლოა მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს შეეხოს. შეხვედრა პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში შედგება.

ზაზა სარალიძემ აქციები 1 კვირით შეწყვიტა

პარლამენტის შენობის წინ ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქცია დასრულებულია. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ და პანკისის ხეობაში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ტერიტორია უკვე დატოვეს. სარალიძის ინიციატივას, აქციების ერთი კვირთ შეჩერებასთან დაკავშირებით, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი მხარს სრულად უჭერს. თავის მხრივ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა განაცხადეს, ემორჩილებიან ზაზა […]

პოლიციამ ნიკა მელია ჯერ დააკავა, შემდეგ გამოუშვა – მამუკა ჭელიძის განცხადება

რუსთაველის გამზირზე დაკავებებთან დაკავშრებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს: „რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული კანონდარღვევის 166-173-ე მუხლებით დაკავებულია ცხრა პირი. მათ შორის თბილისის საკრებულოს წევრები “ნაციონალური მოძრაობიდან” ირაკლი ნადირაძე და ლევან ხაბეიშვილი. აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს წესრიგი, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს სამართალდამცველებს. სამართალმდაცველებმა დააკავეს პარლამენტის წევრი ნიკანორ მელია, რომელიც ასევე არღვევდა წესრიგს. სამართალდამცველებმა აღკვეთეს ნიკანორ მელიას ქმედება, ნიკანორ მელია […]

ნინო ლომჯარიამ შსს გააკრიტიკა – ”კარვების დაშლა ტროტუარზე იყო არაპროპორციული ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში”

რუსთაველის გამზირზე კარვების დაშლას, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებას და საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტს სახალხო დამცველი ეხმაურება. ნინო ლომჯარიას თქმით, ომბუდსმენის წარმომადგენლები ადგილზე სწავლობენ სიტუაციას: „ისე სწრაფად ვითარდება მოვლენები, რთულია ყველაფრის შეფასება, მაგრამ, ამდროისთვის, მიგვაჩნია, რომ კარვების დაშლა ტროტუარზე იყო არაპროპორციული ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში; შსს-მ უნდა გამოაქვეყნოს ყველა დაკავებული პირის შესახებ ინფორმაცია, ვინ და რა მუხლითაა დაკავებული, […]

გიორგი გახარია ირაკლი კობახიძეს ხვდება

რუსთავი 2-ის ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრი ამ წუთებში პარლამენტის თავმჯდომარეს ხვდება. უცნობია, რა საკითხზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ირაკლი კობახიძესა და გიორგი გახარიას შორის თუმცა სავარაუდოა, რომ ის უკავშირდება ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს. შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში მიმდინარეობს. შს მინისტრს კომენტრაი ჟურნალისტებთან არ გაუკეთებია.

ზაალ უდუმაშვილი – ”10 ადამიანი დააკავეს, ვუყურეთ, როგორ ჩატენეს ისინი მანქანებში” – ვიდეო

ნაციონალური მოძრაობის წევრის ზაალ უდუმაშვილის თქმით, სამართალმდაცველებმა პარლამენტის წინ აქციაზე 10-მდე ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. როგორც უდუმაშვილმა “იმედს” განუცხადა, დაკავებულები არიან ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე, ლევან ხაბეიშვილი და სხვები. შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და კიდევ 2 პირიდააკავეს. როგორც შსს-მ განაცხადა, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს.

პარლამენტთან ნიკა მელია დააკავეს

რუსთაველის გამზირზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის ნაციონალური მოძრაობის წევრები ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე, ლევან ხაბეიშვილი და აქციის რამდენიმე მონაწილე. რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს, მათ მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ნიკა მელიამ  პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მხარდამჭერებთან ერთად გზა გადაკვეთა და  საპატრულო პოლიციის უფროს თეიმურაზ კუპატაძესთანდაკავშირება სცადა.

ეკა ბესელია ზაზა სარალიძეს განმარტებებს სთხოვს – „ვითხოვ დაკონკრეტდეს, აბსურდამდე მივალთ ასე“

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამისგან, ზაზა სარალიძისგან განმარტებებს ითხოვს. დეპუტატის თქმით, მისთვის გაუგებარია ზაზა სარალიძის განცხადების მიზეზი და სწორედ ამიტომ ითხოვს, ზაზა სარალიძემ დაასახელოს ბესელიას ის განცხადება, რომლითაც მან თავი შეურაცხყოფილად იგრძნო. „მე, პირველ რიგში, ვერ გავიგე მიზეზი, თუ ეს რაიმე სხვა სარჩულის მატარებელი არ არის, ვერ […]

აქცია რუსთაველის გამზირზე 18:00 საათისთვის გადაიდო – ზაზა სარალიძე

14:00 საათზე დაანონსებული აქცია შვილმოკლული მამაების მხარდასაჭერად 18:00 საათისთვის გადაიდო. ამის შესახებ განცხადება ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ გააკეთა: „დრეს ორ საათზე იყო დაანონსებული აქცია, ექვსი საათისთვის მინდა გადავიტანო. ბოდიში მინდა მოვუხადო მოსახლეობას და მოვუწოდო ყველას, რომ ექვსი საათისთვის შევიკრიბოთ ყველა რუსთაველზე. თქვენ ძალიან კარგად ხედავთ როგორ ძალადობდნენ უკვე ჩვენზე, როგორ იჭერენ, […]