საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან, სავარაუდოდ, უკვე გამოიყვანეს. ექსპრეზიდენტი სასწრაფო დახმარების მანქანით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ. გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მისაღებად სპეციალური პალატა მზადაა. იპნ
კატეგორია: პოლიტიკა
მარგველაშვილი – “სააკაშვილი ამდენად ძლიერი არ მეგონა”
სააკაშვილი პიროვნულად არ მეგონა ამდენად ძლიერი. შეუძლებელია ვთქვა, რომ მეგონა სააკაშვილი ჩამოვიდოდა საქართველოში, 50 დღე იშიმშილებდა და ააკანკალებდა მთელ ხელისუფლებას – ასე პანიკურად შიში დატუსაღებული ადამიანის, ეს აღარ არის რეალური შიში, ეს ფობიაა, – ფსიქიური მდგომარეობა, როდესაც შენ გაუაზრებლად გეშინია, – ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, შიდაპარტიული დისციპლინა უმრავლესობის […]
ტიკარაძე – “სააკაშვილისთვის გორის ჰოსპიტალში განსაკუთრებული პალატა მოეწყო”
მნიშვნელოვანი იყო უზრუნველყოფილი ყოფილიყო უსაფრთხოება, გორის ჰოსპიტალი არის ის ლოკაცია, სადაც ჩვენ შეგვიძლია პაციენტს შევთავაზოთ მაქსიმალური უსაფრთხოება. სწორედ აქედან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილისთვის მოეწყო განსაკუთრებული პალატა, სადაც ის გააგრძელებს ინტენსიური დაკვირვების ქვეშ მკურნალობას. ექიმები, რომლებიც დღეს მკურნალობენ პაციენტს, გააგრძელებენ მკურნალობას აქაც, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალის დატოვების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, პაციენტს შესაბამისი სამედიცინო მომსახურება რუსთავის […]
„სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დამსახურებაა“ – იაგო ხვიჩია
პოლიტიკურ ჯგუფ „გირჩის” წარმომადგენლის იაგო ხვიჩიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დამსახურებაა. ხვიჩიას შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ხელისუფლებამ სწორედ საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის შედეგად მიიღეს და „მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ ჯერ კიდევ ვახსოვართ”. „ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, რამე რომ მოხდეს შესაძლებელია თუ არა პაციენტის გორიდან საზღვარგარეთ გადაფრენა. მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად რომ […]
„ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მობრძანდნენ“ – სააკაშვილის პირობა გორის ჰოსპიტალში გადაყვანაზე
ენმ-ს წევრი ეკა ხერხეულიძე რამდენიმე წუთის წინ გამოვიდა გლდანის ციხის საავადმყოფოდან, სადაც მან მესამე პრეზიდენტი მოინახულა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ხერხეულიძემ ჟურნალისტებთან გააკეთა კომენტარი და სააკაშვილის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანასთან დაკავშირებით მესამე პრეზიდენტის პოზიციაზე ისაუბრა: “მან მოთხოვა ადმინისტრაციას ნიკა გვარამია და უკრაინის კონსული მობრძანდნენ იმისთვის, რომ მათთან შეთანხმებით მოხდეს მისი გადაყვანა. სანამ ისინი არ მოვლენ და ჩვენთან […]
სერგეენკო – „მე სააკაშვილს მრავალპროფილურ კლინიკაში გადავიყვანდი“
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით სერგეენკოს განცხადებით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო, მრავალპროფილურ, კლინიკაში გადაყვანას საჭიროებს. მისი თქმით, ჯანდაცვის მინისტრთან გამართული კონსულტაციის შედეგად სწორი გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. „ჯანდაცვის მინისტრთან იმ საკითხზე არ გვქონია საუბარი, ემხრობა თუ არა იგი სააკაშვილის გადაყვანას. არამედ საუბარი გვქონდა იმაზე, რომ მოქმედების ის ტაქტიკა, რომელიც გუშინ საღამოს გვქონდა არჩეული, სწორია. ამ დილით სწრაფად […]
დავით ზურაბიშვილი – “არ მესმის, რატომ გადაეკეტათ ასე ტვინი მიშას კლინიკაში გადაყვანაზე”
პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანაზე საუბრობს. – როგორ წარიმართება პროცესები ქვეყანაში? – პროცესები ძალიან ცუდად წარიმართება და საქმე ან ცუდად იქნება, ან კიდევ უფრო ცუდად. – სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ სააკაშვილს? – მე მგონია, რომ მოუწევთ. თუ გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოუწევთ. სტრასბურის პოზიციაც მნიშვნელოვანია. მე საერთოდ არ მესმის, რატომ გადაეკეტათ […]
დაუთმობენ თუ არა აფხაზები რუსებს ქართულ მიწებს?
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეებს რეგიონში უძრავი ქონების შეძენის უფლება უნდა მისცენ. 8 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე ბჟანიამ აღნიშნა, რომ უძრავი ქონების შეძენის უფლება „ეკონომიკური ასპექტია“ და „ეს არ უნდა იყოს დაკავშირებული პოლიტიკური უფლებების შეძენასა და მოქალაქეობასთან“. არადა, აფხაზეთის სრულ დაპატრონებამდე რუსებს მხოლოდ მიწების დაკანონებაღა დარჩათ. ოკუპირებულ რეგიონში რუსებისთვის უძრავი ქონების […]
„არ არის კატასტროფული, თუმცა არის საყურადღებო” – ხუნდაძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე
,,არ არის კატასტროფული თუმცა არის საყურადღებო” – ასე აფასებს ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ხუნდაძის განცხადებით, თუ საჭირო იქნება მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სხვა ტიპის დაწესებულებაში, ეს არ წარმოადენს პრობლემას, თუმცა მანამდე ის რჩება გლდანი N18 სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მას უტარდება სხვადასხვა ტიპის კვლევები. ,,საჭიროებს დამატებით კვლევებს და ეს კვლევები ჩატარდება, არაფერზე […]
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გლდანის ციხეში შევიდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე N18 დაწესებულებაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია “ინტერპრესნიუსს” იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, დაწესებულებაში ასევე იმყოფებიან პარლამენტის დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე და დავით სერგეენკო. შეგახსენებთ, დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა N18 სამკურნალო დაწესებულებაში გონება დაკარგა. ექიმ – რეანიმატოლოგ გულიკო ქილიფთარის ინფორმაციით, ადგილი ჰქონდა სინკოპეს ეპიზოდს და მცირე რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია. მიხეილ სააკაშვილი ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება, რადგან […]










