დავით ზურაბიშვილი – “არ მესმის, რატომ გადაეკეტათ ასე ტვინი მიშას კლინიკაში გადაყვანაზე”

დავით ზურაბიშვილი - "არ მესმის, რატომ გადაეკეტათ ასე ტვინი მიშას კლინიკაში გადაყვანაზე"პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანაზე საუბრობს.

– როგორ წარიმართება პროცესები ქვეყანაში?

– პროცესები ძალიან ცუდად წარიმართება და საქმე ან ცუდად იქნება, ან კიდევ უფრო ცუდად.

– სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ სააკაშვილს?

– მე მგონია, რომ მოუწევთ. თუ გაუარესდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოუწევთ. სტრასბურის პოზიციაც მნიშვნელოვანია. მე საერთოდ არ მესმის, რატომ გადაეკეტათ ასე ტვინი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე. ეს რომ აქამდე გაეკეთებინათ, ეს საკითხი ხომ არ იტრიალებდა?! ეს გახდა ყველაზე მწვავე თემა და ამას მხარს უჭერენ არა მარტო სააკაშვილის მომხრეები, არამედ ყველა, ვისაც ეს ისტერიკა და უბედურება არ უნდა. სტრასბურმაც ეს უთხრა, რომ ყველანაირი ყურადღება უნდა მიექცეს.

ბოლო პერიოდში ნიკა მელიასა და ნაცმოძრაობის წარმომადგენლებისგან უფრო ისმის კონსტრუქციული განცხადებები, ვიდრე ხელისუფლებისგან. ხელისუფლება მიდის სიხისტეზე, რომ ან მე გადაგტეხ წელში, ან შენ გადამტეხეო. ჰგონია, რომ რადიკალური სიხისტით გატეხს ნაცმოძრაობას და გადააგდებს ფუსტრაციაში. ამ დროს დიდ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ეს, ძალიან კარგად გაგრძელდება ეს პროცესი 1 წელიც და ორიც. უსასრულო ვერ იქნება, მაგრამ ხელისუფლებას სიტუაცია მიჰყავს ისე, რომ ან ნაცმოძრაობა უნდა გატყდეს და დამარცხდეს, ან ხელისუფლება.

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა