ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ დღეს ოპოზიცია ერთიანია. – აქტიურად გამოდის ხმები, რომ ყველა ლიდერს სხვადასხვა მოსაზრება აქვს. და ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარე აღარ იქნება. ამაზე რას იტყვით? – ეს სუს-ის და “ქართული ოცნების” შემოგდებული თემაა. მუდმივად ხდება მსგავსი ჭორების გავრცელება და ასე არაერთი პარტია დაუშლიათ საქართველოში ამნაირი მეთოდებით. […]
კატეგორია: პოლიტიკა
ტიკარაძე ღარიბაშვილის გადადგომაზე – “მსგავსი საუბრები არ დაწყებულა”
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ მინისტრთა კაბინეტში საუბარი არ არის. ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს პრემიერის შესაძლო გადადგომის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით საუბრისას განუცხადა. „მინისტრთა კაბინეტში მსგავსი საუბრები არ დაწყებულა. გვაქვს დავალებები, რომ არსებული პროექტები, რომლებიც 2 წლის განმავლობაში კოვიდპანდემიის პერიოდში შეფერხებული იყო, გავააქტიუროთ და გუნდში ერთობლივი მუშაობა დავიწყოთ“,- განაცხადა ტიკარაძემ. იპნ
„ის 50-დღიანი კრიზისი მონაგონი იქნება იმასთან, რაც შეიძლება წინ გველოდებოდეს“ – თინა ხიდაშელი
„უახლოეს პერიოდში ჩვენ მეორე სერია გვექნება. როგორ წაროგიდგენიათ, რომ ბატონი სააკაშვილი კარგად გახდება, ციხეში დაბრუნდება და მორჩა, აღარაფერი იქნება? მე არ მაქვს ამის იმედი“, – ამბობს “ჯი-ეიჩ-ენისთვის” მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი. “ვფიქრობ, პოლიტიკური სპექტრი სრულად, თავის ოპოზიციან-ხელისუფლებიანად, დღეს სხედან და ფიქრობენ იმაზე, როგორი უნდა იყოს მათი რეაქციები, რა შესაძლო ვერსიები არსებობს, რა […]
გიორგი კირთაძე – “ბათუმის საკრებულოში “ოცნებაში” გადასასვლელად დეპუტატ ფუტკარაძეს 100.000 დოლარს სთავაზობდნენ”
ნაციონალური მოძრაობა სკანდალურ აუდიო ჩანაწერებს ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ბათუმის საკრებულოს დეპუტატს ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმებით ემუქრებოდნენ, ასევე სთავაზობდნენ 100.000 დოლარს. რამდენიმე დღეში კი ნუგზარ ფუტკარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. საგანგებო ბრიფინგზე გიორგი კირთაძემ განაცხადა, რომ საკრებულოში უმრავლესობის მოსაპოვებლად “ოცნებას” ენმ-ს ფრაქციიდან ერთი ადამიანის გადაყვანა სჭირდებოდა. “ჩვენი ფრაქციის სხვადასხვა წევრებზე მიმდინარეობდა ზეწოლა, თუმცა ერთ-ერთი პირველი […]
“სააკაშვილს აშშ-ის მხარდაჭერა რომ ჰქონდეს, დაჭერას ვერ გაუბედავდნენ” – მირიან მირიანაშვილი
პოლიტიკური ორგანიზაცია “ერის” თავმჯდომარე მირიან მირიანაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილის მომხრეებს მისი პოლიტიკაში დაბრუნება სურთ. – მოვლენები უნდა გადავიდეს სამართლებრივ ჭრილში. უნდა ამუშავდეს სააკაშვილის ქეისი არა მარტო იმ საქმეებზე, რისთვის მიესაჯა მას პატიმრობა. არსებობენ სხვა მომჩივნები. მათაც უნდა მიეცეთ სააკაშვილისათვის სამართლებრივი პრეტენზიების წამოყენების უფლება. – ნაცმოძრაობის წევრების მტკიცებით, სააკაშვილი დასავლეთის ზეწოლით გადაიყვანეს ჰოსპიტალში. […]
ქნირში – “ჩემი მეუღლის საქმიანობით ვამაყობ”
ყველას თავისუფლად შეუძლია, შეიქმნას საკუთარი აზრი ჩემს საქმიანობაზე ან გამოთქვას ეს აზრი. სტატია არანაირად არ იმოქმედებს ჩვენს კარგ თანამშრომლობაზე საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებთან,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტმა ქნირშმა განაცხადა, რითიც გამოეხმაურა ბილდის სტატიას სათაურით: „ცუდი ეჭვები საქართველოში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ. როგორც ელჩმა აღნიშნა, გააგრძელებს მუშაობას შეკრების თავისუფლებისთვის, საქართველოში პლურალისტური პოლიტიკური ცხოვრებისა და პოლიტიკურ ძალებს […]
თბილისში ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო
თავისუფლების მოედნიდან რესპუბლიკის მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო. ცოცხალი ჯაჭვი ვარდების რევოლუციიდან 18 წლისთავზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გააკეთეს. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ წითელი ვარდები, საქართველოს და ევროკავშირის დროშები. აქციის მონაწილეები სკანდირებენ – “საქართველო”, “მიშა”, “თავისუფლება მიშას”. მათივე თქმით, აქციით მათ კიდევ ერთხელ შეახსენეს ხელისუფლებას, რომ ეს დღე ახსოვთ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ბაჩო დოლიძე განმარტავს, აღნიშნული […]
“მიშამ საქართველო ისევ ფეხზე უნდა დააყენოს” – აქცია გორში
გორში, აკაკი წერეთლის ქუჩაზე, აქცია-პერფორმანსი ლოზუნგით ,,მადლობა მიშას” გაიმართა. აქციის მონაწილეები „ვარდების რევოლუციის“ 18 წლისთავთან დაკავშირებით შეიკრიბნენ, მათ ხელში თეთრი ქოლგები წარწერით ,,თავისუფლება მიშას”, ასევე ბანერები წარწერით ,,მადლობა” და წითელი ვარდები ეკავათ. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებით, „ვარდების რევოლუციამ“ ჩვენს ქვეყანას უდიდესი ცვლილება მოუტანა და შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილს ამ ყველაფრისთვის მადლობა არ ვუთხრათ. „გორის ჰოსპიტალთან ახლოს მისვლის […]
ბილდი – “საქართველოში გერმანიის ელჩის მეუღლე ივანიშვილისგან სარგებელს იღებს”
„ცუდი ეჭვები საქართველოში გერმანიის ელჩის წინააღმდეგ“- ამ სათაურით სტატიას გავლენიანი გერმანული გამოცემა ბილდი ავრცელებს. სტატიაში საუბარია გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის პროსახელისუფლებო განწყობებზე და ყურადღება გამახვილებულია მისი მეუღლის ევა მარია ქნირშის სამუშაო ადგილზე, როგორც ინტერესთან კონფლიქტის საფუძველსა და კორუფციის შესაძლო მაგალითზე. „მაშინ როდესაც გერმანიის ელჩი საქართველო ჰუბერტ ქნირში არის გამორჩეულად პროსახელისუფლებო, მისი მეუღლე ორმაგ სარგებელს იღებს […]
ჩერგოლეიშვილი – “მიშა უნდა შეეგუოს, რომ ციხეში ჯდომა მოუწევს”
“ტაბულას“ დამფუძნებელმა თამარ ჩერგოლეიშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა “ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ სააკაშვილი უნდა შეეგუოს, რომ ის არ არის ერთადერთი ლიდერი. “რა მოხდა ამ 50 დღეში, რაც მიხეილ სააკაშვილი ჩამოვიდა, ის დაიჭირეს, ამან მოახდინა “ქართული ოცნების“ ამომრჩევლის კონსოლიდაცია, “ნაციონალურ მოძრაობას“ კი მისმა ჩამოსვლამ 18.000 ხმა შემატა, სწორედ ამდენით მეტი ხმა მიიღეს, ვიდრე 2020 წლის არჩევნებზე. დაიწყო შიმშილობა, პოლიტიკური […]










