პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა აცხადებს, რომ აქციები არ შეწყდება მანამ, ვიდრე არ მოხდება მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება. აღნიშნული განცხადება მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველის გამზირის სავალი ნაწილიდან კარვების გადატანასთან დაკავშირებით გააკეთა: „ჩვენ ვაპირებთ ბოლომდე აქ დგომას, მთელი საქართველო იქნებ აქ, აქცია არც დაშლილა, არც დაიშლება სანამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება“- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა
კატეგორია: პოლიტიკა
„სად არიან ვითომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები?!“ – ნიკა მელია
დაძაბულობა რუსთაველის გამზირზე – სამართალდამცავებმა გზის სავალი ნაწილიდან კარვები პარლამენტის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე გადაიტანეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ იმ ოპოზიციონერებს მიმართა, რომლებიც პოლიტიკურად მართულ პროცესს უწოდებენ მიმდინარე აქციას. „იმიტომ გვებრძოდა ბიძინა ივანიშვილი წლების განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ხმის ამომღები არავინ ყოფილიყო. ჩემდა სამწუხაროდ, ანგარიშს ვუწევდი ვიღაც-ვიღაცების ბჟოტიალს, პოლიტიკოსები არიანო… გუშინაც არ გმოვჩენილვარ […]
პოლიციამ რუსთაველზე გზის სავალ ნაწილზე განთავსებული კარვები დაშალა
დაძაბული ვითარებაა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. საპატრულო პოლიცის თანამშრომლები პერიმეტრს სრულად აკონტროლებენ. სამართალმდამცველებმა კარვები გზის სავალი ნაწილიდან პარლამენტის შენობასთან გადაიტანეს. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლციის უფროსი. ინციდენტი აქციის ორ მონაწილეს შორის დაიწყო, ამის შემდეგ საპატრულო პოლიციამ დააკავა კარვებში მყოფი პირები. თეიმურაზ კუპატაძე აცხადებს, რომ კარვების გამო დედაქალაქში პარალიზებულია მდგომარეობა და კარვების დაშლის გადაწვეტილება მიიღეს.
პარლამენტის წინ 5 პირი დააკავეს
რუსთაველზე, პარლამენტის წინ , სადაც აქციის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი, აქციის მონაწილეები დააკავეს. როგორც საპატრულო პოლიციის უფროსი, თეიმურაზ კუპატაძე აცხადებს სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები კარავში მომხდარი ინციდენტის გამო აიყვანეს. საპატრულო პოლიციის უფროსი თეიმურაზ კუპატაძე დაკავებულების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. თუმცა “კურიერის” ინფორმაციით, დაკავებულია ხუთი პირი. თავად აქციის მონაწილეები კი ამბობენ, რომ მათ შორის დაპირისპირება არ მომხდარა. მათივე […]
რუსთაველის გამზირის სავალ ნაწილზე 3 კარავი გადაიტანეს
რუსთაველის გამზირი გადაკეტილია – აქციის მონაწილეებმა პარლამენტის წინ 3 კარავი გადაიტანეს. კარვების გადატანის შემდეგ პარლამენტის წინ გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია. აქციის მონაწილეებმა კარვებში გადმოიტანეს საჭირო ნივთები. კარვების გადატანის თხოვნით ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა აქციის მონაწილეებს მიმართეს. ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, პროტესტის გამოხატვას კარვებში გააგრძელებენ და არ აპირებენ რუსთაველის გამზირის დატოვებას. მათი თქმით, […]
პარლამენტთან აქციაზე კარვები სამანქანო გზაზე გადააქვთ
პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა კარვების საავტომობილო გზაზე გადატანის გადაწყვეტილება მიიღეს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ განაცხადა. ამჟამად მიმდინარეობს კარგვების დემონტაჟი, რის შემდეგაც მათ სამანქანო გზაზე გადაიტანენ. ზაზა სარალიძის თქმით, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
“მალხაზ მაჩალიკაშვილსა და ზაზა სარალიძეს შორის შუღლის ჩამოგდებას ცდილობენ”
ამ დღეებში არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გარკვეული ძალები ზაზა სარალიძის წინააღმდეგ პროვოკაციას გეგმავენ. იყო საუბარი იმაზეც, რომ სპეცსამსახურები მის გატაცებას აპირებდნენ. ექსპერტმა მამუკა არეშიძის ინფორმაციით, იგეგმება პროვოკაცია რომ სარალიძის გატაცება პანკისელებს დააბრალონ. ამ ინფორმაციას პანკისში სერიოზული გამოხმაურება მოჰყვა. პანკისელები ფიქრობენ, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებით ვიღაცებს ზაზა სარალიძესა და მალხაზ მაჩალიკაშვილს შორის განხეთქილების ჩამოგდება […]
სერგი კაპანაძე – “ჩვენ ნებისმიერ ადამიანს დავკითხავთ, ვისაც საჭიროდ ჩავთვლით” – დროებითი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ანრი ოხანაშვილი იქნება, მდივანი – ოთარ კახიძე
“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე სერგი კაპანაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში კომისიის მუშაობის დეტალებზე საუბრობს. – ბატონო სერგი, პირველ რიგში გვითხარით, კომისიამ პირველ სხდომაზე რა საკითხები განიხილა? – პირველი სხდომა, როგორც წესი, საორგანიზაციო საკითხებს დაეთმო. სხდომაზე ასევე მივიღეთ საგამოძიებო კომისიის დებულება, რომელიც ორშაბათს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დამტკიცდება. კომისიას კომისიის თავმჯდომარის მოადგილე და […]
შსს პარლამენტთან დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები 10 ივნისს, 16:00 საათზე დედაქალაქში, რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას მაქსიმალურად უზრუნველყოფენ. გამოხატვის თავისუფლების პრინციპების დაცვიდან გამომდინარე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აქციის, როგორც დემოკრატიული პროცესის მშვიდ და სამართლიან ვითარებაში ჩატარებაზე იზრუნებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს და […]
„ევროპული საქართველო“ დღეს აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს
“ევროპული საქართველო“ რუსთაველის გამზირზე დაანონსებულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს, – ამის შესახებ პარტიის წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა. “ევროპულმა საქართველომ“ არაერთხელ აღნიშნა, რომ ჩვენ არ ვართ ამ აქციის ორგანიზატორები, შესაბამისად, ჩვენ ამ აქციაში არ ვმონაწილეობთ. ჩვენ ვმუშაობთ ზაზა სარალიძის შვილის მკვლელობის გამოძიებაზე საპარლამენტო კომისიის ფარგლებში და გავაკეთებთ ყველაფერს სიმართლის დასადგენად. ამავე დროს, საქართველოს ყველა მოქალაქეს და […]










