პარლამენტთან მიმდინარე აქციის ორგანიზატორებმა კარვების საავტომობილო გზაზე გადატანის გადაწყვეტილება მიიღეს, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ განაცხადა.
ამჟამად მიმდინარეობს კარგვების დემონტაჟი, რის შემდეგაც მათ სამანქანო გზაზე გადაიტანენ. ზაზა სარალიძის თქმით, მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე აქციები
პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.