პროკურატურიდან პარლამენტისკენ წამოსულ აქციის მონაწილებს რიგითი მოქალაქეები ოვაციებით აცილებენ. მოქალაქეები სოლიდარობის ნიშნად ზაზა სარალიძეს და აქციის სხვა მონაწილეებს მანქანის საყვირებით აცილებენ და ტაშს უკრავენ. მსვლელობის მონაწილეები ასევე სკანდირებენ – „გამოდით“ და ამით ისინი მოსახლეობას პარლამენტთან აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებენ. ინტერპრესნიუსის ცნობით, მოქალაქეთა ნაწილი თბილისის სხვადასხვა ქუჩებიდან უერთდებიან მსვლელობას, რომელსაც წინ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის […]
კატეგორია: პოლიტიკა
”არც თანამდებობა მიღირს თქვენი შვილების სიცოცხლედ და არც არაფერი სხვა” – ირაკლი შოთაძემ გადადგომის მიზეზები განმარტა
– მე ვიყავი და ვარ თქვენს გვერდით. როგორც ქვეყნის მთავარ პროკურორს და როგორც მამას, არც თანამდებობა მიღირს თქვენი შვილების სიცოცხლედ და არც არაფერი სხვა, – ასე მიმართავს აწ უკვე ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების მშობლებს. შოთაძე მიიჩნევს, რომ რომ პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები უზრუნველყოფდა საქმეზე სამართლიანი განაჩენის დადგომას და დარწმუნებულია, […]
”ეს იყო ღირსეული ნაბიჯი” – ივანიშვილმა შოთაძის გადადგომა შეაფასა
ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მთავარი პროკურორის გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. „ხორავას ქუჩაზე მომხდარმა ტრაგედიამ მეც ისევე შემზარა, როგორც მთელი ქართული საზოგადოება. თქვენთან ერთად მეც მძაფრი ინტერესით ვაკვირდებოდი სამართლებრივი პროცესის მიმდინარეობას და დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულად და დროულად აღსრულდებოდა. მე პირადად ვიცნობ ირაკლი შოთაძეს და დარწმუნებული ვარ მის პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებაში. მჯეროდა […]
აქცია პროკურატურიდან პარლამენტთან გადაინაცვლებს
მოზარდების მკვლელობის საქმეზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მთავარი პროკურატურის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გადაინაცვლებენ.აღნიშნული გადაწყვეტილება აქციის ორგანიზატორებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ირაკლი შოთაძე თანამდებობიდან გადადგა, ზაზა სარალიძე და მისი მხარდამჭერები რამდენიმე პირის პასუხისგებაში მიცემას ითხოვენ. აქციაზე გაკეთდა განცხადება ინიციატივასთან დაკავშრებით, რომლის მიზანიც იქნება სამოქალაქო ჯგუფის შექმნა ზაზა სარალიძის ხელმძღვანელობით. ნიუპოსტი
”ბოდიში, ვინ ჩემი შიბლაა შოთაძე? მოხსნიან შოთაძეს და გახდება ფარცხალაძესავით ჩრდილოვანი პროკურორი” – ნიკა გვარამიას კომენტარი
ირაკლი შოთაძის გადადგომას ნიკა გვარამია რამდენიმე წუთის წინ ფეისბუქში ასე გამოეხმაურა: ”ბოდიში, ვინ ჩემი შიბლაა შოთაძე? რამეს წყვეტს დამოუკიდებლად? ეგრე ბოტასების ქურდი ფარცხალაძეც მოხსნეს და რა შეიცვალა ამით ქვეყანაში? მოხსნიან შოთაძეს და გახდება ფარცხალაძესავით ჩრდილოვანი პროკურორი. შოთაძე კი არა, სისტემას აშანტჟებს სუბელიანი და მკვლელებსაც სისტემა აფარებს ხელს! ამიტომაც, შოთაძეს უნდა მიყვეს სისტემა! შოთაძის გადადგომა + […]
ირაკლი შოთაძე გადადგა
საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად თანამდებობიდან გადადგა, ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ელისო კილაძემაც დაწერა. შოთაძის თანამდებობიდან გადადგომა მოზარდების მკვლელეობის საქმეს უკავშირდება. მთავარ პროკურატურასთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს, რომლის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაც ირაკლი შოთაძის გადადგომა გახლდათ.
ზაზა სარალიძესთან მაკა ჩიჩუა მივიდა – ”მას აქვს ეჭვები, რომლებზედაც ცინიკურად პასუხობენ”
– მე ვარ იმ ადამიანების გვერდით ვინც ამხელა ტრაგედიის მსხვერპლია, – ამის შესახებ საქართველოს პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ მთავარ პროკურატურასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. – ტელევიზორთან ვიჯექი და ვეღარ ვძლებდი. ორი პატარა მყავს, მათთან ერთად ვიყავი დუშეთში და ვერ შევძელი უცებ, სპონტანურად გამოქცევა, მაგრამ ვერ გავძელი ნამდვილად. მე ვარ ამ ადამიანების გვერდით და პირველ რიგში თქვენ […]
”მე გამოვიყვან ჩემ ხალხს და დავანახებ რა შემიძლია” – მალხაზ მაჩალიკაშვილმა ზაზა სარალიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა
პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, რომელიც მთავარი პროკურატურის წინ მიმდინარე აქციაზე მივიდა, შეკრებილ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა. მალხაზ მაჩალიკაშვილმა ზაზა სარალიძეს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. – ვფიცავ მაღალ ღმერთს, რომ ყოფილიყო ჩემი შვილი დამნაშავე რაღაცაში, გინდაც ეჭვმიტანილი, ხალხის წინაშე ვაცხადებ, რომ მე თვითონვე დავახრჩობდი ჩემ შვილს, თუ მას ჰქონდა საქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებული, – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. […]
მთავარ პროკურატურასთან გზა გადაიკეტა
მთავარ პროკურატურასთან და მის მიმდებარედ, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია. პოლიციას გადაკეტილი აქვს პროკურატურასთან მისასვლელი საავტომობილო გზა, ხოლო აქციის მონაწილეები პროკურატურის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც ტროტუარზე, ასევე საავტომობილო გზაზე დგანან. ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს, 19:00 საათზე, საზოგადოებას პროკურატურასთან მისვლას სთხოვს. განცხადება სარალიძემ პროკურატურასთან გააკეთა, სადაც ამ წუთებში მხარდამჭერებთან ერთად […]
ირაკლი კობახიძე დღევანდელ განაჩენზე: აშკარაა, რომ საქმე ბოლომდეა მისაყვანი
თბილისში, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე მოსამართლის მიერ გამოცხადებულ განაჩენს და შემდეგ განვითარებულ მოვლენებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმიანება. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, როდესაც ორი ბავშვია მოკლული, ერთ შემთხვევაში დგება დასრულებულ დანაშაულზე განაჩენი და მეორე შემთხვევაში – მცდელობაზე, აშკარაა, რომ საქმე ბოლომდეა მისაყვანი. მის კომენტარს 1tv ავრცელებს. „საქმე ეხება არასრულწლოვანი ბავშვების მკვლელობას. მოვისმინეთ ჩვენ განაჩენი […]









