კატეგორია: პოლიტიკა

ნუკრი ქანთარია – ”რომან გოცირიძეს ესკობარის როლში გადავიღებდი”

– თუ ვინმეს ჰგონია, რომ კლუბში თქვენ ეძებდით ქართველ ესკობარს და ის იქ უნდა მჯდარიყო სიგარით, არ ვიცი, ასეთი გულუბრყვილო ხალხი თუ არსებობს, – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნუკრი ქანთარიამ საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტის წევრების შეკითხვებს უპასუხა. ნუკრი ქანთარია ღამის კლუბებში, „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ […]

“ივანიშვილმა ახალგაზრდობა თავის წინააღმდეგ მოაბრუნა”

“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, 13 მაისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ქართული საზოგადოების ყველაზე პროგრესული და თავისუფალი ნაწილი იდგა. მისი თქმით, ივანიშვილმა საკუთარ ხელისუფლებას საფრთხე გაუჩინა იმით, რომ სწორედ ეს ახალგაზრდობა დაიპირისპირა, რომელიც ჩვეულებრივ საარჩევნო პროცესებში მონაწილეობისადმი ინდიფერენტულადაა განწყობილი: “ქართველი ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილი იდგა იქ, იმ ხალხს ყველას მაღალი კვალიფიკაცია აქვს, ეს არის […]

მთავრობის ადმინისტრაციასთან ჰომოფობიის წინააღმდეგ აქცია დაიწყო

. ტერიტორიის გარშემო უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. პარლამენტის ძველი შენობის წინ დრომდე მიმდინარეობს რადიკალურად განწყობილი ჯგუფების, მათ შორის ნეოფაშისტების აქცია. ისინი სექსუალური უმცირესობების გამოხატვის თავისუფლებას აპროტესტებენ.

“ჩვენ ერთხელ უკვე ვნახეთ სამოქალაქო ომში ჩართული ჩვენი ქვეყანა” – ლგბტ აქტივისტებმა 17 მაისის აქცია გააუქმეს

„თანასწორობის მოძრაობა“ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დღეს აქციას არ გამართავს. ეს განცხადება „თანასწორობის მოძრაობის“ აქტივისტებმა საზოგადოებას მრავალსაათიანი მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააცნეს. „მიმდინარე წელს ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გავმართეთ შს სამინისტროსთან და მათ დეკლარირებულად მოგვცეს უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა ჩვენთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები და სოციალური მღელვარება, რომელიც თბილისის ღამის […]

გრიგოლ ვაშაძე: „რაში სჭირდბა კრემლს ოქტომბერში წამსვლელი მარგველაშვილი“

ნაციონალური მოძრაობის წვერი გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც გიორგი მარგველაშვილმა რუსეთის პრეზიდენტთან რაციონალური დიალოგის მზაობა გამოთქვა. მისი თქმით, თუ მარგველაშვილის განცხადება მის პირად ინიციატივას უკავშირდება, ეს კრემლისთვის ბევრად მომგებიანი აღმოჩნდება. „რაში სჭირდება კრემლს დღევანდელი კონსტიტუციით დღევანდელი პრეზიდენტი, მითუმეტეს მარგველაშვილი და მითუმეტეს ოქტომბერში წამსვლელი. ეს არაფრით არ დამთავრდება და სრულიად გაუგებარია რითი მივა საქართველოს […]

 გიორგი მარგველაშვილი: ვნატრობ იმ დროს, როდესაც რუსეთის ლიდერს დაველაპარაკები

მთავარი ფრონტი რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკასთან მიმართებაში გადის არამარტო ოკუპაციის ხაზზე, არამედ ჩვენს გულებში და ჩვენს რწმენაში რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამედიცინო უნივერსიტეტში დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს რაციონალურ დიალოგს სთავაზობს, რაც მისივე შეფასებით სწორი მიდგომაა. “შევხედოთ რუსული სახელმწიფოს პროპაგანდას ჩვენს […]

„ახალგაზრდები გააკეთებენ იმას, რომ ხელისუფლებაში თქვენნაირი ადამიანები აღარ იქნებიან“ – რატიანი „ოცნებას“

„ევროპულ საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი თვლის, რომ მზარდი კრიმინალი, მათ შორის, მზარდი ნარკოდანაშაული ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია. „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან მოკავშირედ გაიხადა კრიმინალი. ის კრიმინალური ჯგუფების საშუალებით თავს ესხმოდა პოლიტიკურ ოპონენტებს. კრიმინალურ მოძალადე ჯგუფებს ჩვენ ვხედავდით აქციებზე, არჩევნებზე. ახლა სწორედ ეს ჯგუფები დაუპირისპირეს ახალგაზრდებს – იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სულ სხვა სულისკვეთებით არიან გაზრდილი და […]

ნიკოლ პაშინიანი – “საქართველოში მალე ჩავალ”

ოფიციალური ერევანი სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ პაშინიანის საქართველოში ვიზიტზე მუშაობს. ამის შესახებ ფაშინიანმა „სპუტნიკს“ განუცხადა კითხვაზე, აპირებს თუ არა ის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 26 მაისს თბილისში ჩასვლას. „საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩავალ. ახლა ვიზიტის საორგანიზაციო საკითხების მოგვარება მიმდინარეობს. როგორც კი ჩვენ ვადებზე შევთანხმდებით, მე აუცილებლად გაცნობებთ“, – განაცხადა პაშინიანმა. შეგახსენებთ, რომ 11 […]

დიმიტრი ლორთქიფანიძე – “ღამის კლუბები, სადაც ნარკოტიკი იყიდება, უნდა დაიხუროს”

პარლამენტის ყოფილი წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ფეისბუქზე ფოტომასალას აქვეყნებს. ყოფილი დეპუტატი “ახალ თაობასთან” აცხადებს, რომ კლუბ “ბასიანში” მხოლოდ ნარკოტიკი კი არ იყიდება, სხვა დასაგმობ საქმიანობასაც ეწევიან. ფოტომასალა გადაღებულია კლუბ “ბასიანში” და უცხოურ ჟურნალში გამოქვეყნდა. მისი თქმით, რუსთაველზე გამართულ აქციაზე დედაქალაქს ღირსება შეულახეს. ამიტომ ღირსების აღსადგენ კონტრაქციას აანოსებს. – ბატონო დიმიტრი, ნარკოტიკების გამსაღებლების დაკავებასა და კლუბ “ბასიანში” […]