– ნარკოპოლიტიკა აუცილებლად შესაცვლელია. ჩვენ არ უნდა ვიყოთ დასჯაზე ორიენტირებული, არამედ პირიქით, დავიცვათ ეს ადამიანები ნარკოტიკებისგან, – ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ, გააკეთა. მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი უნდა იყოს ნარკოპოლიტიკა, თუმცა საერთო შეთნხმება მიღწევადია. – ნარკოპოლიტიკა რომ შესაცვლელია, მე მგონი, ამაზე ყველა ვთანხმდებით. თუ რა ფორმით იქნება […]
კატეგორია: პოლიტიკა
სოსო ცინცაძე – “ივანიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატს “ოცნების” გარეთ ეძებს”
ახალი პრეზიდენტი უნდა შევიდეს თუ არა ავლაბრის რეზიდენციაში? პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამ და სხვა საკითხებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ახალი პრეზიდენტის ოფისი მის ფუნქციებთან და საკონსტიტუციო როლთან უნდა იყოს შესაბამისი. თუ ახალი პრეზიდენტი “ქართული ოცნების” კანდიდატი გახდა, ავლაბრის რეზიდენციაში არ შევა? – ალბათ არ შევა. ყველას კარგად ახსოვს, […]
მიხეილ სააკაშვილი: „ირაკლი რუხაძემ ჰოლანდიაში ჩემს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, მაფია ცდილობს დისკომფორტი შემიქმნას“
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ „იმედის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა და „ლიბერთი ბანკის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ მის წინააღმდეგ ჰოლანდიის სასამართლოში სარჩელი შეიტანა, მაფია კი ცდილობს, მას ჰოლანდიაში დისკომფორტი შეუქმნას. „ქართველი ხალხის მტერ ბანკირებისგან ერთ-ერთმა, ირაკლი რუხაძემ იქირავა ყველაზე ძვირადღირებული იურისტები და სარჩელი შეიტანა ჰოლანდიურ სასამართლოში ჩემს წინააღმდეგ პატივის და ღირსების დაცვაზე. როგორც […]
ბექა წიქარიშვილი – ”გახარიამ გვითხრა, რომ კონტრაქციის დარბევა შეიძლებოდა გამხდარიყო აუცილებელი”
თეთრი ხმაურის მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ბექა წიქარიშვილი გუშინ შს მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის დეტალებზე ლაპარაკობს. წიქარიშვილის თქმით, გიორგი გახარიამ აქციის წარმომადგენლებს უთხრა, რომ კონტრაქციის მონაწილეთა შეკავება შსს-ს უკვე უჭირდა და მათი დარბევის საფრთხე არსებობდა. ამის შესახებ ბექა წიქარიშვილმა “ტვ პირველის” ეთერში თქვა. – ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, ძალიან მძიმე იყო იმის ყურება, რასაც გუშინ ვუყურებდი. […]
პაპუაშვილი: ,,ბევრ ადამიანს უნდოდა ეხარა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ”
მმართველი გუნდის წევრი ზაზა პაპუაშვილი პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციებს აფასებს და ნაკოპოლიტიკის ცვლილების აუცილებლობაზე საუბრობს. პაპაშვილის განცხადებით, ბევრი ადამიანის სურვილი იყო, რომ გუშინდელი აქციის მოანაწილეები ერთმანეთს დაპირისპირბოდნენ, თუმცა, მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრის სწორი ქმედებით, დაპირიპირება არ შედგა. ,,ამდენი ხმის უკონტროლობამ, არასწორმა დამოკიდებულებამ მოიტანა ის მემკვიდრეობა, რაც ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გვაქვს. ჩემი დამოკიდებულება ნარკოტიკების მიმართ […]
მიხეილ სააკაშვილის და ბექა წიქარიშვილის ფარული შეხვედრა – ,,აიტ, სად გამოგიჭირეთ!”
ჰოლანდიაში მცხოვრები ლელა მიქელაძე-ბერიაშვილი აქვეყნებს ფოტოს, სადაც ჩანს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ,,თეთრი ხმაურის მოძრაობის” ლიდერი ბექა წიქარიშვილი ერთმანეთს ხვდებიან. ლელა მიქელაძე-ბერიაშვილის თქმით, ფოტო ჰოლანდიაშია გადაღებული. ,,ახლა ნახეთ ჩემი ლანძღვა. წინასწარ გაფრთხილებთ, არ დაიჯეროთ, ჩემზე რამეს თუ იტყვიან ნაცები. აბსოლუტურად აპოლიტიკური ვარ, უბრალოდ აზარტი თავისას შვება. ბოლომდე სანამ არ მოვჩიჩქნი, ვერ ვისვენებ… ჰოლანდიაში […]
,,შეწყდეს ლიბერასტული მმართველობა, 17 მაისს რუსთაველზე არ გავატარებთ” – ,,ქართული მარშის” აქცია
“ქართული მარშის” მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმი პარლამენტის შენობასთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა ფილარმონიიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობა მოაწყვეს. როგორც “ნიუპოსტს” აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ განუცხადა, ისინი 17 მაისამდე მოქმედებების შეჩერებას არ აპირებენ. ბრეგაძე “თეთრი ხმაურის მოძრაობის” მიერ აქციის შეწყვეტას სწორედ “ქართველი ხალხის მოთხოვნას” უკავშირებს. – გვინდა უბრალოდ გავიაროთ რუსთაველის გამზირზე და მშვიდობიანი ფორმით დავაფიქსიროთ ჩვენი […]
12 მაისის სპეცოპერაციას სპეციალური ჯგუფი შეისწავლის – შს მინისტრთან შეხვედრის შედეგები
სამოქალაქო სექტორის და შს მინისტრის შეხვედრა კონკრეტული შეთანხმებით დასრულდა. გადაწყდა, რომ შეიქმნება ორი ჯგუფი – ერთი ჯგუფი სპეცოპერაციის ღამეს მომხდარ ფაქტებსა და სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო გადაცდომებს შეისწავლის და სამართლებრივად შეაფასებს, ხოლო მეორე ჯგუფი, ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკაზე იმსჯელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ჯგუფში შემავალი წევრების ვინაობა გადაწყვეტილი არ არის. მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წარმომადგენელი, ბექა […]
მარგველაშვილი ანტინარკოტიკული კამპანიის დაწყების ინიციატივით გამოდის
საქართველოს პრეზიდენტი ანტინარკოტიკული კამპანიის დაწყების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ის, რომ ნარკოტიკი კატასტროფაა და მას მიაქვს ან მყისიერად ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, ან გარკვეული დინამიკით სოციუმს აშორებს და ღუპავს ჩვენი მოქალაქეების დიდ ნაწილს, ამას აღიარება სჭირდება ყოველგვარი პოლიტიზაციის გარეშე – ამას სჭირდება კამპანია, რომელიც უნდა წარმოებდეს ნარკოტიკის წინააღმდეგ. […]
“დღეიდან ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ქვეყანა ჩვენია”- ჯონდი ბაღათურია აქციას აანონსებს
ე.წ. „ქართული მარში“ ნეონაცისტური მოძრაობის წევრები დღეს შეკრებას და რუსთაველის გამზირზე აქციის გამართვას გეგმავენ. ისინი დღეს 18:00 საათზე ფილარმონიასთან შეიკრიბებიან და პარლამენტთან მსვლელობით მივლენ. „დღეიდან ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს ქვეყანა ჩვენია და ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ზევიდან და გარედან კარნახით ქვეყნის მართვა იქნება დაუშვებელი. კიდევ ერთხელ ცალსახად მინდა ვთქვა, მხარს ვუწერ შს სამინისტროს მიერ ჩატარებულ […]










