“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის განცხადებით, 13 მაისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ქართული საზოგადოების ყველაზე პროგრესული და თავისუფალი ნაწილი იდგა. მისი თქმით, ივანიშვილმა საკუთარ ხელისუფლებას საფრთხე გაუჩინა იმით, რომ სწორედ ეს ახალგაზრდობა დაიპირისპირა, რომელიც ჩვეულებრივ საარჩევნო პროცესებში მონაწილეობისადმი ინდიფერენტულადაა განწყობილი:
“ქართველი ახალგაზრდობის საუკეთესო ნაწილი იდგა იქ, იმ ხალხს ყველას მაღალი კვალიფიკაცია აქვს, ეს არის ყველაზე ცივილიზებული, დასავლური, პროგრესული, თავისუფალი ნაწილი ჩვენი საზოგადოების. მთავარი საფრთხე , რაც გაუჩინა საკუთარ ხელისუფლებას ივანიშვილმა, ეს არის, რომ მან მის წინააღმდეგ, არჩევნებისკენ მოაბრუნა, პოლიტიკური ცხოვრებისადმი ჩვეულებრივ ინდიფერენტული ახალგაზრდობა. მე ამ პროცესს მივესალმები.”- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
გურიის მოამბე

