კატეგორია: პოლიტიკა

გია ხუხაშვილი – ”ირაკლი კობახიძეს კაბინეტიდან გამოიტანენ”

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ირაკლი კობახიძეს კაბინეტიდან გამოყვანას უწინასწარმეტყველებს. ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი მმართველ გუნდში მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარზე საუბრობს. მისი თქმით, დიდი ხანია, საპარლამენტო უმრავლესობაში დაპირისპირება არსებობს და გედევან ფოფხაძის განცხადებები და გუნდის დატოვება მხოლოდ საბაბი იყო. – კობახიძის ამ ჯგუფის ამბიცია განპირობებულია მათი ავტორიტეტით, ეს ჩანს კიდეც ამ პროცესში. განპირობებულია იმით, რომ ისინი ამოფარებულები […]

ნიკა გვარამია – ”ფრიდომ ჰაუსმა” ”ქართულ ოცნებას” წითელი ბარათი აჩვენა”

„ეს შეფასება არის წითელი ბარათი “ქართულ ოცნებას” – ეს განცხადება “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ “ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშის შეფასებისას გააკეთა. “ფრიდომ ჰაუსის” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ “რუსთავი 2”-ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავა, ერთადერთი კრიტიკული ტელევიზიის გაჩუმების მცდელობაა. – ეს შეფასება, მსოფლიოს უმსხვილესი დემოკრატიის სტანდარტების დამდგენი ორგანიზაციისა, არის წითელი ბარათი “ქართულ ოცნებას” და ამ პარტიამ, […]

ნუკრი ქანთარია – “ირაკლი კობახიძეს თანამდებობა მემკვიდრეობით არ მიუღია. არსად წასვლას არ ვაპირებ”

“ქართული ოცნების” წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში საპარლამენტო უმრავლესობის გუნდის შიგნით მიმდინარე პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ნუკრი, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რამდენიმე დეპუტატმა შეცდომა დაუშვა, მათ შორის თქვენც დაგასახელათ. როგორ შეაფასებთ “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე მოვლენებს? ეს არის ძველებისა და ახლების დაპირისპირება თუ პროცესები უფრო ღრმად არის წასული? – არა, ეს არ […]

“გადამწიფებული თინეიჯერები” კვირიკაშვილი-კობახიძის მხარდასაჭერად დაიყვნენ“

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „გადამწიფებულ თინეიჯერებს“ უწოდებს “ქართული ოცნების” იმ დეპუტატებს რომლებიც გიორგი კვირიკაშვილისა და ირაკლი კობახიძის მხარდამჭერებად დაიყვნენ.პოლიტოლოგის შეფასებით, “7-8 ადამიანს სურს ყველაფერი მართოს, რაც უმრავლესობაში შემავალ გარკვეულ ჯგუფებს აღიზიანებს”. ხუხაშვილი აცხადებს, რომ როგორც ჩანს პროცესებში ბიძინა ივანიშვილი ამ დრომდე არ ჩარეულა. “არ ვფიქრობ, რომ “ქართულ ოცნებაში” რომელიმე ჯგუფს ჰქონდეს იმის რესურსი, რომ საკუთარი პოლიტიკური […]

„გარიცხეთ ოცნებიდან ზაზა პაპუაშვილი, გედევან ფოფხაძე, ეკა ბესელია, დავით ჭიჭინაძე და ბექა ნაცვლიშვილი!“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია პარლამენტის თავმჯდომარეს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. როგორც “ქართული ოცნების” წევრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი კობახიძის მიერ 9 აპრილის მემორიალთან ავტორიტარული ტონით გაკეთებული განცხადებები არასწორია.მისი თქმით, “საპარლამენტო უმრავლესობას გამოფხიზლება სჭირდება”. “ჩვენ ერთგვარად მაღვიძარას როლიც კი შეიძლება დავიკისროთ და მგონია, რომ ყველა ასეთი საქმის სასიკეთოდ შემობრუნება შეიძლება. გედი ფოფხაძის ერთგვარმა ემოციურმა გადაწყვეტილებამ გარკვეულად გამოაშიშვლა […]

ბექა ნაცვლიშვილი უმრავლესობას ტოვებს

“ქართულ ოცნებაში” დაპირისპირება დღითი-დღე მწვავდება. დეპუტატები არ მალავენ, რომ გუნდი ორ ბანაკად იყოფა – ესენი არიან პრემიერის მხარდამჭერები და მისი მოწინააღმდეგეები ანუ პარლამენტის თავმჯდომარის ფრთა. დღეს ფრაქცია “ქართული ოცნების” ლიდერს თანამდებობიდან წასვლაც კი ურჩიეს. როგორც აღმოჩნდა, დავით ჭიჭინაძე არ არის ერთადერთი, რომელსაც მდინარაძე-კობახიძის გადაწყვეტილებები არ მოსწონს. კოლეგების კრიტიკა ღიად დაიწყო უმრავლესობის კიდევ ერთმა დეპუტატმა, ბექა […]

მამუკა მდინარაძემ დავით ჭიჭინაძეს დასცინა – “ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ”

ფრაქცია “ქართული ოცების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე მისივე კოლეგის, დავით ჭიჭინაძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ სერიოზულად ვერ უპასუხებს მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, მან ფრაქციის თავმჯდომარეობა უნდა დატოვოს. – მე ამაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ ნამდვილად. როდესაც სერიოზულ კომენტარს ვერ ვაკეთებ, ეს იმას ნიშნავს, რომ ასეთი შესაძლებლობის შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი დეპუტატის განცხადებიდან გავიგე,- ამბობს მდინარაძე. […]

დავით ჭიჭინაძე – “მამუკა მდინარაძეს არ აქვს მორალური უფლება, იყოს “ქართული ოცნების” ფრაქციის თავმჯდომარე”

მმართველ გუნდში არსებული დაპირისპირების შესახებ კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს “ქართული ოცნების” წევრი. დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.დეპუტატი მამუკა მდინარაძის გარემოცვის წევრებსა და ეკა ბესელიას შორის არსებულ უთანხმოებაზე საუბრობს, რის გამო დეპუტატების ნაწილის მიმართ არაფორმალური სანქციები მოქმედებდა. ჭიჭინაძის ინფორმაციით, სანქციები იმ დეპუტატების მიმართ დაწესდა, რომლებმაც იურიდიული კომიტეტის ბოლო სხდომაზე ეკა ბესელიას დემარში მოუწყვეს და პროტესტის ნიშნად დატოვეს. – […]

არმაზ ახვლედიანი: “ქართული ოცნების” მზე რომ ჩაესვენება, ეს ზუსტად ვიცი

პარტია “ქართული ოცნების” ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, არმაზ ახვლედიანი საპარლამენტო უმრავლესობას შორის დაპირისპირებაზე  საუბრობს და აცხადებს, რომ ნინია კაკაბაძის არჩევა მმართველ გუნდში ამხელა აჟიოტაჟს და განხეთქილებას ვერ მოიტანდა და ეს მხოლოდ მიზეზია: ‘სამარცხვინო სიტუაციაში არიან დღეს “ოცნებაში”. მათ არც იდეა აქვთ, რომ მის ირგვლივ გაერთიანდნენ, მათ აქვთ მხოლოდ ერთი მიზანი, როგორმე გაიხანგრძლივონ ხელისუფლებაში ყოფნა და აამონ მხოლოდ ერთ […]

 დაპირისპირება “ოცნებაში” – მდინარაძე გუნდში არსებულ პრობლემებს ადასტურებს

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე “ქართულ ოცნებაში” არსებულ პრობლემებს ადასტურებს. “რომ ვთქვა, არ არსებობს პრობლემა უმრავლესობაში, არ ვიქნები მართალი და ადეკვატური, პრობლემა არსებობს, მაგრამ მისი მასშტაბი არ არის ისეთი, როგორც ეს გახმოვანდა”- განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისივე შეფასებით, “რამდენიმე დეპუტატმა საკუთარ შეფასებებში მძიმე შეცდომა დაუშვა. რომ ვთქვა, რომ არანაირი პრობლემა არ არსებობს”. “ვფიქრობ, რომ […]