კატეგორია: პოლიტიკა

კახა კალაძემ “სითი ინსტიტუტს” 1 ივნისამდე მისცა ვადა

„სითი ინსტიტუტმა“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა პირველ ივნისამდე უნდა დაასრულოს. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს დედაქალაქის მთავრობისა და „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ მიიღეს. – გენერალური გეგმა თბილისისთვის უმნიშვნელოვანესია, სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავასრულებინოთ „სითი ინსტიტუტს“ ვალდებულებების შესრულება, – განაცხადა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. – მოგეხსენებათ, ჩვენ დედაქალაქს დავპირდით გენერალური გეგმის მიღებას. მერიაში ჩემი მოსვლის […]

ბათუმის პორტში დირექტორის გადადგომას ითხოვენ

ბათუმის საზღვაო ნავსადგურის თანამშრომლები დირექტორის გადაყენებას ითხოვენ. ისინი ადმინისტრაციულ შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ. აჭარის ტელევიზიის ცნობით, თანამშრომელთა ნაწილი შიმშილობასაც იწყებს. ”სანამ დირექტორი არ გადადგება, ჩვენ შიმშილობას არ შევწყვეტთ. ვიდგეთ დღის ბოლომდე, სანამ შევძლებთ. შემდეგ მორიგეობა დავაწესოთ. ჩვენ 6 კაცი მარტოც ვიქნებით, პრობლემა არაა, მაგრამ უმჯობესია ერთმანეთის გვერდით ვიდგეთ” – მიმართა აქციის მონაწილეებს ერთ-ერთმა თანამშრომელმა. ბათუმის […]

ბორჯომის საკრებულოს ახალ თავმჯდომარეს დღეს აირჩევენ – კანდიდატი გიორგი გოგიჩაიშვილია

ბორჯომის საკრებულოში დღეს რიგგარეშე სხდომა ჩატარდება, რომელზეც ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. ინფორმაციას 1tv-ი ავრცელებს. როგორც ცნობილია, კანდიდატი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი გოგიჩაიშვილია. კენჭისყრა ფარული იქნება და თავმჯდომარის ასარჩევად 15 დეპუტატის ხმაა საჭირო. თავმჯდომარის არჩევის შემდეგ, საკრებულოს წევრები კიდევ ორ საკითხს, მერიის თანამშრომლების ხელფასებისა და ფრაქციების დარეგისტრირებას განიხილავენ. 28 მარტს საკრებულოს […]

ნინო ბურჯანაძე: „მე აუცილებლად წავალ მოსკოვში… და რომ ჩამოვალ, ვნახავ როგორ დამიჭერენ“

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე “ინტერპრესნიუსს” ვრცელ ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკასა  და უმძიმეს სოციალურ ფონზე ესაუბრა. გთავაზობთ  ინტერვიუდან მცირე ამონარიდს:  როგორ ფიქრობთ, ეს ხელისუფლება როგორ შეიცვლება? – ეს გადაწყვიტოს ხალხმა. მგონია, რომ რა სიტუაციაც არის ქვეყანაში, არის მოუთმენელი. არ მგონია, რომ ყველაზე ცუდად მე ვცხოვრობ საქართველოში. თუ ადამიანებისთვის არაფერს არ ნიშნავს ის, რომ ივანიშვილმა […]

რომან გოცირიძე: “ოცნების” კაცებმა დაჩაგრეს “ოცნების” ქალები”

“ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს. – ბატონო რომან, ბოლო პერიოდია აქტიურად მიდის საუბარი იმის თაობაზე, რომ უახლოეს პერიოდში მინისტრთა კაბინეტში სერიოზული ცვლილებები მოხდება. ეს ყველაფერი საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება? – მთავრობა შეიცვლება მაშინ, როდესაც ამას საჭიროდ ჩათვლის ივანიშვილი. მომწიფებულია თუ არა ეს სიტუაცია, უმჯობესია ეს ექსპერტებმა გააანალიზონ. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, […]

კახა კალაძემ თბილისში მცხოვრებ სომხებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

თბილისის მერი კახა კალაძე სომეხთა სამოციქულო ეკლესიის სურბ ეჩმიაძინის ტაძარში გამართულ საზეიმო წირვას დაესწრო და თბილისში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. “სომეხ ხალხს და თბილისში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს ვულოცავ აღდგომის დღესასწაულს, მშვიდობას და კეთილდღეობას ვუსურვებ მათ! ჩვენ საუკუნეებია მხარდამხარ მოვდივართ, ჭირსა და ლხინში ერთად ვართ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ ეს ურთიერთობები […]

აშშ-დან გაძევებულ რუს დიპლომატებს უკრაინაში შესვლა აუკრძალეს

60 რუს დიპლომატს, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებიდან დიდი ბრიტანეთისადმი სოლიდარობის ნიშნად გააძევეს, მათი სადაზვერვო საქმიანობასთან კავშირის გამო, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. “აშშ_ში რუსეთის საელჩოდან 48 და გაერთიანებული ერების ორგანიზაციიდან 12 გაძევებულ დიპლომატს ქვეყანაში შემოსვლა ხუთი წლის ვადით აეკრძალა”, – ნათქვამია უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ვეგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 60-მა რუსმა დიპლომატმა და […]

რამზან კადიროვი: ჩეჩნეთის ხელისუფლება მზად არის საქართველოში მიმავალი გზის მშენებლობას შეუდგეს

ჩეჩნეთის ხელისუფლება მზად არის საქართველოში მიმავალი გზის მშენებლობას შეუდგეს, – ამის შესახებ ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა. „ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე კადიროვმა ჩეჩნეთის მთავრობის ხელმძღვანელთან აბუბაქარ ედელგერიევთან ისაუბრა. კადიროვის თქმით, საქართველოში მიმავალი გზა ერთ-ერთია იმ ოთხი პროექტიდან, რომელთა განხორციელებისთვისაც რესპუბლიკის ხელისუფლება მზად არის. „საუბარია ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობაზე, გროზნოში აეროპორტის აღდგენის მეორე ეტაპის დასრულებაზე […]

რამაზ საყვარელიძე – “დასაფასებელია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთის სოლიდარობა დიდი რისკის ფონზე გამოავლინა”

“ახალი თაობის” კითხვებს ექსპერტი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე პასუხობს. – ბატონო რამაზ, ქართულმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ რუს დიპლომატს დაატოვებინონ ქვეყანა. საუბარია, რომ ეს ნაბიჯი ჯდება იმ კამპანიაში, რაც დასავლეთმა წამოიწყო რუსეთის წინააღმდეგ. რას იტყვით თქვენ? როგორი იქნება ამაზე რუსეთის პასუხი? – ბევრი რამე დამოკიდებულია იმაზე, როგორი იქნება ზოგადი კონტექსტი. მთლიანად მსოფლიო და არა მარტო საქართველო […]

არეულობა მესტიაში – ქალები ტექნიკას წინ დაუწვნენ – სვანეთში გახარიას მოადგილე ჩავიდა

მესტიის ცენტრში ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. როგორც ,,ნიუპოსტს” განუცხადეს, ადგილზე მძიმე ტექნიკა შეჰყავთ, თუმცა მესტიის მკვიდრი ქალები ტექნიკას წინ დაუწვნენ და შესვლის საშუალებას არ აძლევენ. ისინი ჭალა ჰესის მშენებლობისთვის მძიმე ტექნიკის შემყვანას აპროტესტებენ და ითხოვენ ამ ჰესის მშენებლობის შეჩერებას. ადგილობრივების განცხადებით, მიუხედავად მათი პროტესტისა, ჰესის მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკა მაინც შეიყვანეს ადგილზე. აქციის მონაწილეები მესტიის გამგებლის […]