კატეგორია: პოლიტიკა

კახა კუკავა: “კალაძე დოლიძელი ხულიგნებით არ უნდა დადიოდეს”

“ახალი თაობის” კითხვებს ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პასუხობს. – ბატონო კახა, თბილისის გენგეგმის ხმაურიან განხილვას თქვენც ესწრებოდით. ოპოზიციასა და თბილის მერს შორის სერიოზული დაპირისპირება მოხდა. კალაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია იქ პროვოკაციის მოსაწყობად მივიდა. რას იტყვით თქვენ? – პირველ რიგში ვიტყვი, რომ ნაწილობრივ დავეთანხმები ამ განცხადებაში კალაძეს და გეტყვით, რომ იქ რამდენიმე ოპოზიციური პარტია მართლაც […]

გუგული მაღრაძე: კვერცხიც მიჭამია და მაკარონიც… 1 ბოთლი ზეთი 2.88 ლარი ღირს

– კვერცხიც მიჭამია და მაკარონიც… 1 ბოთლი ზეთი 2.88 ლარი ღირს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გუგული მაღრაძემ ტელეკომპანია “იბერიას” გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” განაცხადა.  გადაცემის წამყვანის კითხვაზე: ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრმა მითხრა, რომ გუგული მაღრაძეს ვკითხე სად ყიდულობ სამ ბოთლ ზეთს 10 ლარად-მეთქი. მართლა სად ყიდულობთ? – მაღრაძე ასე პასუხობს: – შედით კარფურში, 2.88 […]

გიგი უგულავა – პრემიერმა ვანსა და ხონში სტუმრობისას ბულვარულ ჭორებზე სასაუბროდ მოიცალა, მაგრამ არ გახსენებია ფაროსანა, რომელსაც დათბობასთან ერთად შავი ჭირივით ელოდება ხალხი

ვანსა და ხონში სტუმრობისას პრემიერმა ბულვარულ ჭორებზე სასაუბროდ მოიცალა, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, სამწუხაროდ, გიორგი კვირიკაშვილს აზიური ფაროსანა არ გახსენებია. “ვანსა და ხონში სტუმრობისას პრემიერმა მოიცალა ბულვარულ ჭორებზე სასაუბროდ, მაგრამ არ გახსენებია აზიური ფაროსანა, რომელსაც აქ დათბობასთან ერთად შავი ჭირივით ელოდება ხალხი. მას არ გახსენებია აქაური მწვავე პრობლემები, […]

ედუარდ კოკოითი არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე – “ცხინვალის ხელისუფლებაში პროქართულმა ძალებმა შემოაღწიეს”

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა ცხინვალის ამჟამინდელი ე.წ. ხელისუფლების ქმედება, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, დაგმო. როგორც კოკოითმა სააგენტო „ანა – ნიუსთან“ საუბარში განაცხადა, თუ ტატუნაშვილი დივერსანტი იყო, მაშინ ყველა მტკიცებულება უნდა წარედგინათ. მისი შეფასებით, ის რაც მოხდა არის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მიმართული პროვოკაცია ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების მხრიდან. – რაც შეეხება არჩილ […]

შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ, თანამდებობა დატოვა

შიდა ქართლის გუბერნატორმა, კახა სამხარაძემ თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაციაში ადასტურებენ. „კურიერის“ ინფორმაციით, კახა სამხარაძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორად გადაჰყავთ. ხოლო შიდა ქართლის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე გახდება, რომელიც ამ დრომდე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ პრემიერს გორის თეატრში ელოდებიან. სავარაუდოდ, პრემიერი კვირიკაშვილი გორის მერს „ქართული ოცნების“ გორის ორგანიზაციის თავმჯდომარედ დანიშნავს. რუსთავი 2

მაია ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურის სამინისტროში მივიდა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში ახალი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი მივიდა. მას სამინისტროში უკვე ყოფილი მინისტრი ზურაბ ალავიძე დახვდა, რომელმაც მას თანამშრომლები გააცნო. სამინისტროს თანამშრომლები ამბობენ, რომ მინისტრის გადადგომა მათთვის მოულოდნელი იყო და ინფორმაცია ამის შესახებ პრემიერმინისტრის ბრიფინგიდან შეიტყვეს. მათივე თქმით, ისინი უწყებაში ძირეულ ცვლილებებს არ ელიან. კორუფციასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებზე უკვე ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ალავიძემ კომენტარი არ […]

მაია ცქიტიშვილი ინფრასტრუქტურის სამინისტროში დიდ ცვლილებებს აპირებს – ვინ დატოვებს პოსტებს

ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის ცვლილების შემდეგ მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება სამინისტროს დაქვემდებარებულ სტრუქტურებშიც. სავარაუდოდ თანამდებობებს დატოვებენ მინისტრის მოადგილეები და საგზაო დეპარტემანტის ხელმძღვანელი. სტრუქტურულ ერთეულებში ცვლილებების შესახებ ახალი მინისტრი მაია ცქიტიშვილი განცხადებას მომავალ დღეებში გააკეთებს. შეგახსენებთ, სამთავრობო ცვლილებების შესახებ განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა, გიორგი კვირიკაშვილმა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრად მაია ცქიტისვილი დანიშნა, ამ თანამდებობაზე მან […]

„კადეტთა კორპუსი“ კალაძის წინააღმდეგ – “მერი იტყუება!”

გუშინ ერთ-ერთ საჯარო გამოსვლაში თბილისის მერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების პრობლემას შეეხო და ისაუბრა იმ ადამიანებზე, ვინც ქალაქის მერიას კონკრეტული გადაწყვეტილებების განხორციელებაში ხელს უშლის. კახა კალაძემ ამის მაგალითად რ.ლაღიძის #2-სა და რ. თაბუკაშვილის #46-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, ე.წ. კადეტთა კორპუსი დაასახელა: „ადამიანები გამოდიან და გვაკრიტიკებენ, რატომ არ უფრთხილდებით ისტორიულ ძეგლებსო. კონკრეტული მაგალითი მაქვს: მივდივართ კადეტთა კორპუსთან, […]

„კვირიკაშვილმა ფეხები ააბაკუნა, ის სისტემურად დასრულებულია” – სამთავრობო ცვლილებების “მტკივნეული სცენარი”

მინისტრთა კაბინეტში სამთავრობო ცვლილებები დაიწყო. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურად დაადასტურა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, მან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად, ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი, მაია ცქიტიშვილი ოფიციალურად წარადგინა. ცქიტიშვილი მთავრობის კანცელარიას, ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილის პრემიერ მინისტრობის პერიოდიდან, 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა. ზურაბ ალავიძის ნაცვლად, ივანიშვილის გარემოცვის ერთ-ერთი ყველაზე ახლო წევრის გამინისტრება არ გაჰკვირვებია ექსპრემიერის ყოფილ […]

გივი თარგამაძე – კვირიკაშვილმა ყვავ-ყორნები “ქართულ ოცნებაში” მოიკითხოს

ბატონი კვირიკაშვილის შფოთვებს რაც შეეხება ყვავ-ყორნებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, ეს ყვავ-ყორნები “ქართულ ოცნებაში” უნდა მოიკითხოს, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა გივი თარგამაძემ განაცხადა. “ჩვენი თვითმიზანი კვირიკაშვილის თანამდებობაზე ყოფნა-არყოფნა არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს მისი პრემიერობა კიდევ უფრო ფიქტიური გახდა, როდესაც კიდევ ერთი მინისტრი დაინიშნა პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის კადრი. რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილი […]