კატეგორია: პოლიტიკა

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს შესაძლოა, დღეს გადასცენ

ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს შესაძლოა, 20 მარტს გადასცენ. ეს ინფორმაცია Front News International-ს ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პრესმდივანმა დინა გასიევამ დაუდასტურა. “შესაძლოა, ხვალ”, – განაცხადა გასიევამ ცხედრის გადაცემის თარიღთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გუშინ.. არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან – ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილთან ერთად 22 თებერვალს […]

კვირიკაშვილი მარგველაშვილის წინააღმდეგ

საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია საქართველოს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც გიორგი მარგველაშვილმა თქვა, რომ პრემიერის მიერ რუსეთისთვის გაგზავნილი წერილის შესახებ, მედია საშუალებებიდან შეიტყო. „პირველ რადიოსთან“ საუბრისას მომხდარს დავითაია, ქვეყანაში ინსტიტუციების არ არსებობას უკავშირებს. დავითაია ამბობს, რომ მაღალი თანამდებობის პირებს შორის არსებულ დაპირისპირებას ქვეყნის ინტერესების და სახელმწიფოებრიობა ეწირება. – ცალსახად ჩანს, რომ […]

“კვირიკაშვილის წასვლა გარდაუვალია” – სოსო ცინცაძის პროგნოზი

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, გასულ კვირას გავრცელებული ხმებით პრემიერის გადადგომაზე და სამთავრობო ცვლილებეზე იყო საუბარი. ამ ტალღამ გადაიარა თუ წინასაარჩევნოდ ცვლილებები იქნება? – ბოლო ხანებში პრემიერი კვირიკაშვილი ისე იქცევა, რომ ერთი შეხედვით ძალზე მყარი პოზიციები აქვს. – რას გულისხმობთ? – თუნდაც პარლამენტში მის თავშეუკავებლობას, შემდეგ რუსეთთან […]

თაკო ჩარკვიანი რუსთავი 2-ზე თავდასხმაზე – ”ამათ უკან დგას რუსული ფინანსი და რუსი ქილერები”

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებზე თავდასხმას კატეგორიულად გმობს. ის მიიჩნევს, რომ ნამდვილი ქრისტიანი ადამიანი ასე არ ექცევა ჟურნალისტებს. თაკო ჩარკვიანი მომხდარში რუსულ კვალს ხედავს. – მე დარწმუნებული ვარ, რომ ამათ უკან დგას რუსული ფინანსი და რუსი ქილერები, რომლებიც მართლა პატრიოტებს ისტუმრებენ ამ ქვეყნიდან. 26 მაისის ამბები რომ იყო აი იქიდან დაწყებული  დავიწყეთ გამოძიება გარკვეულმა […]

კოპენჰაგენში თურქეთის საელჩოს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს

დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში , თურქეთის საელჩოს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. შემთხვევა ღამით მოხდა, როცა შენობაში არავინ იმყოფებოდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, უმნიშვნელოდ დაზიანდა შენობის ექსტერიერი. პოლიციის ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია და ისინი ორ პირს ეძებენ.

პოლონეთმა შესაძლოა, ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევოს

ბრიტანეთის შემდეგ, ქვეყნიდან რუსი დიპლომატები შესაძლოა, პოლონეთმაც გააძევოს. ამის შესახებ Gazeta Prawna წყაროზე დაყრდნობით წერს. გავრცელებული ინფორმაციით, გრუ-ს ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის ბრიტანეთში მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით, პოლონეთი რუსი დიპლომატების გაძევების შესაძლებლობას განიხილავს. დიპლომატების გაძევების გარდა, პოლონეთმა შესაძლოა, სხვა სანქციებიც შემოიღოს, რომლებიც რუსეთის ეკონომიკისა და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ იქნება მიმართული. მედიის ინფორმაციით, სანქციების შემოღების […]

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ჩასვლას და გასამართლებას ითხოვს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა უკრაინაში ჩასავლელად და სასამართლოს წინაშე წარსადგომად, რათა დაამტკიცოს, რომ მას სამართალდამცველების მხრიდან უსუსური ბრალდებები აქვს წაყენებული. ამის შესახებ სააკაშვილმა ტელეკომპანია NEWSONE-ის ეთერში განაცხადა. „ვემორჩილები უკრაინის კანონებს მაშინაც კი, როცა ამ კანონთა აღმასრულებლები სრული თაღლითები არიან. ჩამოვალ უკრაინაში ნებისმიერ დროს. მოვითხოვ, რომ საქმე განახლდეს. მოვითხოვ, გამასამართლოს უკრაინის სასამართლომ. აბსოლუტურად დარწმუნებული […]

ნუკრი ქანთარია – “რეზოლუციაში რუსეთისადმი დაჩოქება-ხვეწნაზე საუბარი არ იქნება” – რას აპირებს უმრავლესობა

“ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ნუკრი, პრემიერის რუსეთისადმი მიმართვასთან დაკავშირებით არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიცია ერთობლივი განცხადების გავრცელებას აპირებს. რამდენად იყო მოსალოდნელი, რომ კვირიკაშვილის ეს მიმართვა ასეთ რეაქციებს გამოიწვევდა? – პრემიერის ეს მიმართვა საკმაოდ დროული და ღირსებით სავსე იყო. ქვეტექსტში ეს საკმაოდ გამოკვეთილი იყო […]

შალვა ნათელაშვილი: „ქუთაისის მერიიდან ლეიბორისტი ირაკლი კიკვაძე, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს“

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათლაშვილი აცხადებს, რომ ქუთაისის მერიიდან მისი თანაპარტიელი, ირაკლი კიკვაძე, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს. ნათლაშვილის თქმით, ის გეგმავს, რომ საჩივარი შეიტანოს და მისი თანაპარტიელის უფლებები სამართლებრივად დაიცვას. ლეობორისტული პარტიის ლიდერი დახმარებას დიპლომატიურ კორპუსსაც სთხოვს. „ჩვენ შეგვაქვს სარჩელი და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ვთხოვთ, მონიტორინგი გაუწიოს სარჩელის განხილვის პროცესს, რომელიც ეხება ევროპაში უკვე უპრეცედენტო […]

რუსეთი დიდი ბრიტანეთის საელჩოს 23 თანამშრომელს ქვეყნიდან გააძევებს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა დიდი ბრიტანეთის საელჩოს 23 თანამშრომელი და მოითხოვა, რომ მათ ერთი კვირის ვადაში დატოვონ ქვეყანა, – იუწყება სააგენტო „რია ნოვოსტი“ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. ამასთანავე, რუსეთი დიდ ბრიტანეთს სანკტ-პეტერბურგში ბრიტანეთის საკონსულოს დასახურად საჭირო დროს მისცემს, მუშაობის შეწყვეტის ვადები საერთაშორისო ნორმების შესაბამისად განისაზღვრება, – იუწყება სააგენტო ТАСС რუსეთის საგარეო […]