კატეგორია: პოლიტიკა

მარგველაშვილი – ”მე და პუტინი ხომ არ ვართ საველე მეთაურები ავტომატებით ხელში…”

შეხვდება თუ არა მარგველაშილი პუტინს, ამ კითხვაზე პასუხის გაცემა საქართველოს პრეზიდენტს გადაცემა „პოლიტმეტრში“ მოუწია. გიორგი მარგველაშვილის თქმით, იმისთვის, რომ შეხვედრა შედგეს უნდა მომზადდეს საკითხები, რომელზეც ქვეყნების ლიდერები იმსჯელებენ, თუმცა ამ საკითხთა სიის შეთანხმების საქმე წინ არ მიდის, შესაბამისად პრეზიდენტი ამ შეხვედრის პერსპექტივასაც ვერ ხედავს. – მე ყოველთვის ვაფიქსირებდი პოზიციას, რომ შეხვედრას აქვს აზრი, თუ ჩვენ […]

”არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს თითი მოკვეთილი არ აქვს” – ოჯახის განცხადება

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცხედარს მარჯვენა ხელზე თითი მოკვეთილი აქვს, სიმართლეს არ შეესაბამება. მათი თქმით, გადმოსვენების პროცესში თითი მოკეცილი იყო, რამაც გაუგებრობა გამოიწვია. თუმცა მოკლული სამხედროს ოჯახი სხვა დაზიანებებზე საუბრობს, რომელიც ცხედარს აღენიშნება. მათი თქმით, დაზიანებულია მარჯვენა ხელის მტევანი, რომელზეც მოტეხილობები აღინიშნება. ტატუნაშვილს დაზიანებები აღენიშნება ცხვირის მიდამოშიც. პირველი რადიო

პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

საქართველოს პარლამენტმა არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებულ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა. რეზოლუციის პროექტი პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილეს, რის შემდეგაც კენჭისყრა გაიმართა. რეგისტრაცია გაიარა 110-მა დეპუტატმა. რეზოლუციის პროექტს მხარი 106-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ წასულა. არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით მომზადებული პარლამენტის რეზოლუციის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 15 ივნისამდე პარლამენტს უნდა წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, […]

კალაძე: სითი პარკზე გადაწყვეტილება არ გადავადდება

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, კომპანია სითი პარკთან ხელშეკრულების გაწყვეტის თარიღის გადადება არ განიხილება, “გადაწყვეტილება უკვე მიღებულია”. მერი ასე გამოეხმაურა კომპანიის ადვოკატების მიმართვას, რომელიც მათ მერიაში შეიტანეს. “არანაირი სასამართლო დავა არ მიმდინარეობს. არანაირი გადავადება. ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, 10 აპრილიდან საქმიანობას შეუდგება თბილისის სატრანსპორტო კომპანია”, – განაცხადა კალაძემ. სასამართლო დავების დასრულებამდე, სითი პარკი თბილისის მერიისგან ხელშეკრულების […]

პარლამენტის სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო – დეპუტატებმა არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა წუთიერი დუმილით დაიწყო. დეპუტატებს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნისადმი პატივის მიგებისკენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოუწოდა. „გთხოვთ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სხდომის დაწყებისას. საქართველოს პარლამენტის წევრებმა პლენარულ სხდომაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს მშობლიურ წილკანში საპატიო დერეფნით და დროშებით დახვდნენ – ვიდეო

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი თბილისიდან სოფელ წილკანში რამდენიმე საათის წინ გადაასვენეს. არჩილ ტატუნაშვილს მშობლიურ სოფელში საქართველოს დროშებით დახვდა. ვიდეოს Ana Cino ავრცელებს. ოკუპირებული რეჟიმის მიერ მოკლულ ახალგაზრდას სავარაუდოდ შაბათს დაკრძალავენ. ჟურნალისტები, რომლებმაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ნახეს, აცხადებენ,რომ მას დაზიანებები აღენიშნება, მოჭრილი აქვს საჩვენებელი თითი და ეს არის წამების კვალი ნიუპოსტი https://www.facebook.com/anacinuk.papalashvili/videos/1668862336485824/

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში პირველი რაშიდ კანჯი ოღლი ჩაიწერება

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში პირველი რაშიდ კანჯი ოღლი ჩაიწერება. ის გიგა ოთხოზორიას მკვლელობაშია ბრალდებული. ე.წ. შავი სიის დანარჩენი სახელები და გვარები ამ დროისთვის უცნობია. პარლამენტი მთავრობისგან ითხოვს, საგანგებო სიაში საოკუპაციო რეჟიმის ყველა ის წარმომადგენელი შეიყვანოს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, გატაცებაში, არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაშია ბრალდებული. ამ ეტაპზე ღიად რჩება ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელ უწყებას უნდა დაევალოს ტატუნაშვილი-ოთხოზორიას […]

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვითარებაში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოასვენეს. ქართველი სამხედროს ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა ჩაუტარდება. ასევე ცნობილია, რომ ქართულ მხარეს გადმოეცა ის ავტომობილიც, რომლითაც მოკლული ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. ერგნეთში ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით მოხდა. ნიუპოსტი

ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ”წითელ ჯვარს” გადასცა

ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტულმა რეჟიმმა მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებს გადასცა. აღნიშნული ინფორმაცია უკვე დადასტურებულია. ერგნეთის საგუშაგოსთან ქართველი სამხედროს ცხედრის გადმოსვენებას ელოდებიან. ადგილზე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები და მოკლული ტატუნაშვილის ოჯახის წევრები იმყოფებიან. ნიუპოსტი

„არ მივცემთ ივანიშვილს საშუალებას ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე იშოვოს მილიონები“ – ნიკა მელია

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, რომელმაც დმანისის გადარჩენის მიზნით ფონდი დაარეგისტრირეს ეკონომიკის სამინისტროში იმყოფებიან და აუქციონში მონაწილეობას იღებენ. “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას შეფასებით, დღეს ელექტრონულ ფორმატში შეეცდებიან გამარჯვების მოპოვებას, “ხვალ კი რეალურ გამარჯვებას მთელი საზოგადოება მოიპოვებს”. „ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ 16 ჰექტარი 15 000 ლარად სახლში არ წაიღოს ბიძინა ივანიშვილმა და ხალხის ჯანმრთელობის ხარჯზე ასობით მილიონი […]