კატეგორია: პოლიტიკა

ბათუმის პორტში ამერიკის მე-6 ფლოტის ხომალდი ოუკ ჰილი შემოვიდა

ბათუმის პორტში ამერიკის შეერთებული შტატების მე-6 ფლოტის ხომალდი USS Oak Hill (LSD 51) [ოუკ ჰილი] შემოვიდა. საქართველოში ეს ხომალდის პირველი ვიზიტია და ბათუმს რეგულარული დისლოკაციის ფარგლებში ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი წვრთნები და სწავლებები. ხვალ კი საზეიმო მიღება გაიმართება. ხომალდის ოპერაციების მიზანია ნატოს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის საზღვაო უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, მზადყოფნისა და საზღვაო ბრძოლისუნარიანობის […]

კახა მიქაია – “ივანიშვილი “ოცნებას” გააფარჩაკებს და მას ბოკერიას გუნდით ჩაანაცვლებს”

ელოდება თუ არა საქართველოს თხილის და სიმინდის რევოლუცია, რატომ გაიზიარებს “ქართული ოცნება” ნაციონალების ბედს, რა ექსპერიმენტებს ატარებს ივანიშვილი, რატომ აკეთებენ სულელურ განცხადებებს ხელისუფლების წარმომადგენლები? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი კახა მიქაია ესაუბრება. – თქვენთან ბოლო პერიოდში სულ ფაროსანაზე გვიწევს საუბარი და ახლაც მასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. სოფლის მეურნეობის მინისტრმა მორიგი სასწაული […]

ბენიამინ ლაჰავი კახა კალაძეს დაემუქრა – “სითი პარკის სასამართლოში შევხვდებით”

უცხოელი ინვესტორის მიმართ გამოიყენეს არაკეთილსინდისიერი გზები, კომპანია არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მსხვერპლი და ამის დადასტურებაა კონტრაქტის ყოვლად უსაფუძვლო შეწყვეტა, გადაწყეტილების მიღების პროცეში კომპანიის ყოველგვარი ჩართულობის გარეშე, – ამის შესახებ „სითი პარკის“ გენერალურმა მენეჯერმა ბენიამინ ლაჰავიმ თბილისის მერიის მხრიდან კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის საკითხზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე განცხადებით, საინტერესოა, რატომ აღნიშნა კალაძემ, რომ „სითი პარკის“ მიერ გამოწერილი […]

მიხეილ სააკაშვილი: ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისი საჯაროდ მოკვლა პუტინმა შეძლო, თუმცა, მაინც ცოცხალი ვარ

მე ფაქტობრივად ერთადერთი ადამიანი ვარ, ვისი საჯაროდ მოკვლა პუტინმა შეძლო, თუმცა, მაინც ცოცხალი ვარ – მე უფრო გამიმართლა, ვიდრე სხვებს, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა Sky News-სთვის მიცემულ ინტერვიუში. „პუტინს მიაჩნია, რომ მას ყველას და ყველაფრით მანიპულირება შეუძლია. ის მიიჩნევს, რომ მსოფლიო ცინიკური ადგილია და ყველას ყიდვა შეიძლება. მას აქვს ეს უპირატესობა, ვინაიდან […]

თამარ ბაგრატია ნინო თანდილაშვილს ზეწოლას აბრალებს – “დაჟინებით მოითხოვდა, პირველ მოადგილედ დამენიშნა ერთი პირი”

გარემოს ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, თამარ ბაგრატიას განცხადებით, მასზე ზეწოლას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ახორციელებდა. როგორც თამარ ბაგრატიამ გუშინ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნინო თანდილაშვილი მისგან მოითხოვდა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის პირველი მოადგილის თანამდებობაზე კონკრეტული პირი დაენიშნა. მისივე ინფორმაციით, თანდილაშვილი ზეწოლას როგორც ”ვაიბერში”, ისე სატელეფონო ზარებით ახორციელებდა და მისთვის სასურველი კადრის დანიშვნისთვის კონკრეტული […]

სარა სანდერსი: “სანამ მოსკოვი საქციელს არ შეცვლის, ვაშინგტონი მის წინააღმდეგ მკაცრ პოლიტიკას გააგრძელებს”

თეთრი სახლის პრესსპიკერის სარა სანდერსის განცხადებით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღდეგ მკაცრ პოლიტიკის გატარებას მანამდე გააგრძელებს, სანამ მოსკოვი საკუთარ საქციელს არ შეცვლის. სარა სანდერსის თქმით, ამ დრომდე თეთრი სახლის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება სწორედ რუსეთის მიმართ სიმკაცრით გამოირჩევა. შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა.საქმე ეხება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას. სანქციები […]

გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი და აშშ რუსეთს ბრიტანეთზე თავდასხმაში ადანაშაულებენ

საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. მოკავშირეები ამბობენ, რომ ბრიტანეთში ყოფილ რუს ჯაშუშსა და მის შვილზე ქიმიურ თავდასხმაში რუსეთის ჩართულობის გარდა, სხვა დამაჯერებელი ახსნა არ არსებობს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. მოკავშირეების თქმით, ეს  არის “ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნერვული აგენტის პირველი აგრესიული გამოყენება” და გაერთიანებული სამეფოს სუვერენიტეტზე თავდასხმა. “ეს […]

სკრიპალის საქმე – პარიზი ლონდონს მხარს უჭერს და აგენტის მოწამვლაში პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს

საფრანგეთი იზიარებს გაერთიანებული სამეფოს მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს სხვა „დამაჯერებელი ახსნა“ ვიდრე რუსეთის პასუხისმგებლობაა, ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობაში. ყოფილი ორმაგი აგენტის მოწამვლის საქმესთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზე მეის შეხვდა. კვირის დასაწყისში გაერთიანებულმა სამეფომ აღნიშნულ საქმეზე გამომძიებლების მიერ შეგროვილ მტკიცებულებებთან დაკავშირებით საფრანგეთის ინფორმირება მოახდინა, აღნიშნული […]

ლონდონის საპასუხოდ, რუსეთი ბრიტანელ დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს

დიდი ბრიტანეთის სანქციების საპასუხოდ, რუსეთი ქვეყნიდან გააძევებს ბრიტანელ დიპლომატებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა ფორუმზე – “რუსეთი შესაძლებლობების ქვეყანა.” კითხვაზე, მზად არის თუ არა რუსეთი, ბრიტანეთის ქმედების საპასუხოდ, ბრიტანელი დიპლომატები გააძევის, ლავროვმა უპასუხა – “აუცილებლად.” ვადებზე საუბრისას კი განაცხადა, რომ ეს „მალე“ მოხდება.

გურამ აბსანძე – “ზვიადმა გროზნოში მითხრა, მე გენდობი მხოლოდ შენ, გთხოვ, რომ ორგანიზება გაუკეთო საქართველოში ჩემს ჩასვლას”

„შაბათის კურიერში“ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების აქამდე უცნობი დეტალების შესახებ გასული რეპორტაჟის შემდეგ განცხადებას გურამ აბსანძე აკეთებს. გამსახურდიას მთავრობის დროინდელი მინისტრი სიცრუეს უწოდებს გამსახურდიას დაცვის ყოფილი უფროსის, მარგველანის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ზვიად გამსახურდია მოტყუებით ჩამოიყვანეს საქართველოში, ამ ტყუილის მიზეზად კი პრეზიდენტის სახელის დისკრედიტაციის მცდელობას ასახელებს. აბსნაძის თქმით, ზვიად გამსახურდია საქართველოში ჩამოსვლას მხოლოდ იმიტომ ჩქარობდა, რომ […]