კატეგორია: პოლიტიკა

მეუფე პეტრე: „პრემიერი კამერების წინ ეზიარა ყველას დასანახად. ეს იყო ფარისევლობის მწვერვალი“

თოქ-შოუ არჩევანში ჭყოდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ ქვეყნის პრეზიდენტს უპრინციპო ადამიანი უწოდა. ეს განცხადება მეუფე პეტრემ გიორგი გაბუნიას შეკითხვაზე გააკეთა -უნდა შეიწყალოს თუ არა ციანიდის საქმეზე გასამართლებული გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა – ამ საკითხთან დაკავშირებით „არჩევანის“ ეთერში ისაუბრა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა. მეუფე პეტრეს განცხადებით, პატრიარქს გერმანიიდან ჩამოსვლისას პრეზიდენტი პატრიარქს აეროპორტში დახვდა და მან ძალიან კარგად იცოდა რა ბოროტებასთან […]

“რუსეთი ჩაეჭიდა კვირიკაშვილის უპასუხისმგებლო და ძალიან მავნებლურ განცხადებას”- ბოკერია

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულგანცხადებას გამოეხმაურა. ბოკერიას თქმით, კვირიკაშვილმა თავისი გაუაზრებელი, უპასუხისმგებლო და გულუბრყვილო მიმართვით რუსეთს კიდევ ერთი არგუმენტი და ციტატა მისცა, რომელსაც ისინი გამოიყენებენ საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ: ,,რუსეთის ფედერაცია ციტირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ბრჭყალებში, ეთანხმება მას, რომ ეს არის ეთნიკური კონფლიქტი, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის […]

სითი პარკის მიერ უკვე გამოწერილი ჯარიმების გადახდა მოქალაქეებს მაინც მოუწევთ

“სითი პარკის” მიერ უკვე გამოწერილი ჯარიმების გადახდა მოქალაქეებს მაინც მოუწევთ, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხდა. ხმალაძის თქმით, კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტა ჯარიმების გაუქმებას არ გამოიწვევს. – მოქალაქეებს დაკისრებული ჯარიმების გადახდა მოუწევთ, ამასთან ხელშეკრულების შეწყვეტას კავშირი არ აქვს. ვისზეც გამოწერილია სამართალდარღვევა, მათ მიუწევთ ამ ჯარიმის გადახდა თუ ეს ჯარიმა უკანონოდ არ არის გამოწერილი, […]

სითი პარკი – “კალაძის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო”

“სითი პარკის” განცხადებით, თბილისის მერიის გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით მათთვის მოულოდნელი იყო. გადაწყვეტილება კომპანიამ კახა კალაძის ბრიფინგიდან მოისმინა. ამის შესახებ კომპანიამ “პირველს” განუცხადა. თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან “სითი პარკთან” ხელშეკრულებას წყვეტს. კალაძის თქმით, ამის მიზეზი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულებაა.

კალაძე – “10 აპრილიდან სითი პარკთან ხელშეკრულებას ვწყვეტთ”

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მერიამ მიიღო გადაწყვეტილება სითი პარკთან შეწყვიტოს არებული ხლშეკრულება. კალაძე ამის მიზეზსს ხსნის იმით, რომ კომპანია არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში მიმდინარე წლის 10 აპრილიდან შევა და „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია დროებით შეითავსებს. – დღესდღეობით ნათლად გამოიკვეთა „სითი პარკის“ საზოგადოების ინტერესებთან შეუთავსებლობა. ჩვენი მხრიდან […]

გარდაბნის ყოფილმა გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა 2 წლის ხელფასი გაჭირვებულებს გადაურიცხა

გარდაბნის ყოფილმა გამგებელმა გოჩა ჯამარაულმა, რომელიც ამ თანამდებობას 2017 წლის 11 ნოემბრამდე იკავებდა, ორი წლის განმავლობაში მიღებული ხელფასის 100% – 64.016 ლარი, – მთლიანად ქველმოქმედებაში დახარჯა. 2016 წლის მარტში გოჩა ჯამარაულმა თავისივე სახელობის ფონდი დააფუძნა, სადაც საკუთარ ხელფასს სრულად რიცხავდა. ფონდიდან დახმარება გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს ეძლეოდათ. „რეგინფო“ წერდა, რომ გოჩა ჯამარაული სამეწარმეო საქმიანობასაც ახორციელებს, […]

ზურაბ აბაშიძე: რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დღის წესრიგში არ დგას

რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა დღის წესრიგში არ დგას. ამ შინაარსის განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხში, ზურაბ აბაშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გააკეთა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ჟენევის ფორმატია ადგილი, სადაც განიხილება საქართველო-რუსეთს შორის არსებული მნიშვნელოვანი საკითხები მანამ, სანამ არ მოხდება 2008 წელს დადებული შეთანხმებების შესრულება. „მოვისმინე ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერების განცხადებები, რომ თითქოს […]

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება შეაჩერა

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიება შეაჩერა. ამის შესახებ პოლიტიკოსის ადვოკატზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს. რუსლან ჩერნოლუცკის თქმით, ამით დამტკიცდა, რომ პარტია “ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერისთვის წაყენებული ბრალდება დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის შესახებ უსაფუძვლო აღმოჩნდა. პროკურატურაში კი განმარტეს, რომ გამოძიების შეჩერება საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, პროცესუალური ქმედებების შესრულების აუცილებლობამ გამოიწვია.

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ვახტანგ გომელაურის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

პანკისი აქციებისთვის ემზადება. სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი უხუცესებთან და ხეობის მოსახლეობასთან აქციის ორგანიზებაზე მოლაპარაკებებს მართავს. „კურიერის“ ინფორმაციით, აქცია კვირის ბოლომდე თბილისში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან გაიმართება. მთავარი მოთხოვნა, სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯა და სუს-ის უფროსის ვახტანგ გომელაურის პასუხისგებაში მიცემა იქნება. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მაჩალიკაშვილების ოჯახი პროტესტის უკიდურეს ზომებზე გადასვლას აანონსებს. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი პროტესტის რადიკალურ […]

სოსო ცინცაძე – “ყველაზე კარგი პრეზიდენტი ვახტანგ ხმალაძე იქნებოდა”

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მმართველი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატზე საუბრობს. – ბატონო სოსო, “ქართულმა ოცნებამ” აქამდე საპრეზიდენტო კანდიდატი რომ არ დაასახელა, თუნდაც არაოფიციალურად რომ არ გახმაურდა, ეს რაზე მიანიშნებს? – ვერ შეურჩევიათ. ეტყობა, ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ბოლო დროს ქალი კანდიდატის შესახებ გავრცელებული ხმები, ვგულისხმობ თეა წულუკიანისა და სალომე ზურაბიშვილის შესახებ გავრცელებულ […]