რუსეთში მოგზაურობის შესაძლო რისკებზე ბრიტანეთის საგარეო უწყება თავის მოქალაწეებს ახალ რეკომენდაციებს აძლევს. “ბრიტანეთსა და რუსეთს შორის პოლიტიკური დაძაბულობის გაზრდის გამო, მოქალაქეებს ვაფრთხილებთ, რომ რუსეთში შესაძლოა გაიზარდოს ანტიბრიტანული განწყობები, რომელებიც შესაძლოა თქვენც შეგეხოთ. თავი აარიდეთ საპროტესტო აქციებსა და მიტინგებს, ასევე პოლიტიკური მოვლენების ღიად კომენტირებას.” – ნათქვამია ბრიტანეთის საგარეო უწყების ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ რეკომენდაციებში.
კატეგორია: პოლიტიკა
დღეს ავსტრიიდან 11 ქართველს გამოაძევებენ – მათ შორის 1 ბავშვია – ვიდეო
დღეს ავსტრიიდან 11 ქართველს, რომელსაც ლტოლვილის სტატუსზე უარი ეთქვა, ვენიდან, სპეც-რეისით გამოუშვებენ. დეპორტირებულთა შორის ერთი ბავშვია. ავსტრიაში მცოხვრები, ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი ქართველები, პოლიციამ საცხოვრებელი სახლებიდან გუშინწინ გამთენიისას აიყვანა და მათ სადეპორტაციო განყოფილებაში 48 საათი გაატარებინა. როგორც ავსტრიის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ირმა ცირამუამ ვიზაჯორჯიასთან საუბარში განაცხადა, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშია შესული, რის გამოც […]
“რუსეთი საქართველოში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის”
გიორგი მარგველაშვილი საქართველოს მხარდამჭერთა კონსოლიდაციისა და ინტენსიური დიალოგის გასაძლიერებლად აშშ-ს კონგრესში შეხვედრებს განაგრძობს. “არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით საერთაშორისო უსაფრთხოებას იცავდა და რომელიც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში დაიღუპა, სულ რამდენიმე კვირის წინ. ეს კიდევ ერთი საგანგაშო სიგნალია – რუსეთი რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ქმნის”, – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ს კონგრესის სპიკერთან პოლ რაიანთან, […]
ტერეზა მეი – ”მუდმივად მოვუწოდებ პუტინს, გაიყვანოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები”
ბრიტანეთის პრემიერს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი შეახსენეს.ერთ-ერთმა გამომსვლელმა ტერეზა მეის მოუწოდა, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია კიდევ ერთხელ აღიაროს და რუსეთს საქართველოს ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა მოსთხოვოს. – მინდა, დავადასტურო, რომ დიდი ბრიტანეთის მთავრობა მუდმივად მოუწოდებს პუტინის ადმინისტრაციას, გაიყვანოს ჯარი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ეს სხვადასხვა ფრონტზე […]
გარემოს სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია გადადგა – ”მიზეზებზე მერე ვილაპარაკებ”
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თანამდებობა დატოვა. თამარ ბაგრატიამ ამის შესახებ ცოტა ხნის წინ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე დაწერა. „მეგობრებო, ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე დღეს ვტოვებ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის თანამდებობას. თითქმის სამი წლის განმავლობაში აქ გავატარე ძალიან კარგი და ნაყოფიერი, ამავე დროს რთული წელიწადი. ჩემი სააგენტოს უფროსობიდან წასვლის მიზეზი ბუნებრივია არ არის ზედაპირული, თავის თავში მოიცავს […]
ვახტანგ მაისაია – “რუსეთის მიერ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის გაჯანჯლება მისი ბარბაროსობის მაჩვენებელია”
ექსპერტი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია “ახალ თაობასთან” აცხადებს, რომ რუსეთის პოლიტიკა კვლავ არის ველიკოდერჟავული. რუსეთი კვლავ აჩვენებს, რომ მას აქვს ძალა. ძალა კი აღმართს ხნავს. რუსეთს არ უნდა, დაადასტუროს, რომ მის ციხეებში ადამიანებს წამებით კლავენ და რომ არჩილ ტატუნაშვილი, ფაქტობრივად, რუსულ ციხეში მოკლეს. – დასავლეთის ქვეყნები, ქართველი საზოგადოება, საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს საპატრიარქო მოუწოდებენ […]
„სადაც უნდათ, დედამიწის ნებისმიერ ქვეყანაში იჩივლონ“ – კახა კალაძე „სითი პარკზე“
თბილისის მერი, კახა კალაძე „სითი პარკის“ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც კომპანია სასამართლოსთვის მიმართვას აპირებს. “ჩვენ ვისმენთ დღეს განცხადებებს, რომ ისინი სასამართლოში აპირებენ წასვლას… არბიტრაჟში აპირებენ წასვლას… კიდევ ერთხელ ვეუბნები ამ კომპანიას: სადაც უნდათ, დედამიწის ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ წერტილზე თბილისის მერია მზად არის დაიცვას თავისი ინტერესები, თბილისის მერია მზად არის დაიცვას თავისი მოქალაქეების ინტერესები“, – განაცხადა […]
ბორჯომის მერია ხელფასების გაზრდას ისევ ითხოვს
ბორჯომის მერია საკრებულოს ხელფასების მატებას კიდევ ერთხელ სთხოვს. შესაბამისი მიმართვა საკრებულოში უკვე გაიგზავნა. საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე “პირველ რადიოსთან” საუბრისას აცხადებს, რომ მერია ამჯერადაც თანამდებობის პირებისთვის ხელფასის 450 ლარიან მატებას ითხოვს. მისივე განცხადებით, არ შეცვლილა არც საკრებულოს პოზიცია, თვითმმართველი ორგანო მერიის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს. “არანაირი კონსენსუსი მიღწეული არ არის, მერი არ მოხდის შეხვედრაზეც კი […]
დიმიტრი შაშკინი: „მთავრობა აკეთებს მხოლოდ იმას რაც აწყობს რუსეთს“
– ამ წუთისთვის „ქართული ოცნება“ თამაშობს რუსულ თამაშს, – ასე აფასებს ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს თავდაცვის ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინი. “პირველ რადიოსთან” საუბარში შაშკინი პრემიერის მიერ კრემლში გაგზავნილ წერილსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ წერილის გაგზავნით რუსეთის ხელისუფლებას საქართველოს ხელისუფლებამ მისცა შესაძლებლობა, რომ დოკუმენტი ნებისმეირ საერთაშორისო კონფერენციაზე “ააფრიალოს” როგორც დასტური იმისა, რომ საქართველოს პრობლემა აქვს […]
„არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს 18 მარტის შემდეგ გადასცემენ“
ჟურნალისტი თემურ ცხურბატი აცხადებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ქართულ მხარეს რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ გადასცემენ, რომელიც 18 მარტს გაიმართება. – ზუსტდ ვერ ვიტყვი, მაგრამ ტატუნაშვილის ცხედარი, სავარაუდოდ, ცხინვალის პროზექტურაშია. მას ქართულ მხარეს 18 მარტის შემდეგ დაუბრუნებენ, ანუ რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. ვფიქრობ, ამას უკავშირდება ყველაფერი, – განაცხადა ჟურნალისტმა. 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე […]










