რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის რუსეთის ხელისუფლებისადმი 9 მარტს გავრცელებულ მიმართვას პასუხობს. „მოსკოვში ყურდღებით გაეცნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის 9 მარტის მიმართვას. კმაყოფილებით აღვნიშნავთ, ორმხრივი ნორმალიზაციის პროცესის გაგრძელებასა და გაღრმავებასთან დაკავშირებით წერილში გამოხატულ სულისკვეთებას. ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს, რომ რუსეთი, როგორც ადრე, დაინტერესებულია მეზობელ საქართველოსთან ურთიერთობის გაჯანსაღებით და მზადაა ამ საკითხში იმდენად […]
კატეგორია: პოლიტიკა
ხონში უგულავას “ოცნებიდან” გივი ჭიჭინაძე დაუპირისპირდება
მომღერალი, ვაკის რაიონის ყოფილი გამგებელი და ამჟამად იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს. არაოფიცალური ინფორმაციით “ქართული ოცნება” კვირის ბოლოს კანდიდატად სწორედ მას წარადგენს. წარდგენის თარიღი სავარაუდოდ მას შემდეგ გამოცხადება რაც ქვეყნის პრემიერი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბაქოდან დაბრუნდება. პარლამენტის შუალედური არჩევნები ვანისა და ხონის ოლქში 28 აპრილს ჩატარდება. პირველი რადიო
სოფო შევარდნაძე: ” რაშიც მიშა და მისი გუნდი ძალიან მაგრები იყვნენ, “ოცნებას” საერთოდ არა აქვს”
ტვ “ტაბულას” გადაცემას “მძიმე კაცთან” ტელეწამყვანი სოფიკო შევარდნაძე სტუმრობდა, რომელმაც სხვადასხვა თემასთან ერთად, “ნაციონალებსა” და “ქართულ ოცნებაზეც” ისაუბრა. “ნაციონალური მოძრაობის” რაღაცებიც ძალიან მომწონდა ობიექტურად, იმიტომ, რომ ყველაფრის მიუხედავად, რომ ჩემს ოჯახს ძალიან დიდი ტკივილი მიაყენეს რევოლუციით, მოვიდნენ ახალგაზრდა ტიპები, შეარყიეს კარგად ქვეყანა და წავიდა წინ. ნუ, ახლა, მერე რაც გამოაშკარავდა, ის ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელი იყო. […]
არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ოკუპირებული ახალგორიდან გაათავისუფლეს
არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულ ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ოკუპირებული ახალგორიდან გაათავისუფლეს. მათ ე.წ საზღვარი უკვე გადმოკვეთეს და ცოტა ხნის წინ მცხეთის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე გადაიყვანეს. იქ იმყოფებიან ხელისუფლების წარმომადგენლები. მათ შორის დევნილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის […]
რა თანხა ასესხა დავით საგანელიძემ ძმას
საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ქონებრივი დეკლარაცია 2018 წლის 31 იანვარს შეავსო. დოკუმენტით ირკვევა, რომ საგანელიძე მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი ბათუმში, საცხოვრებელ კომპლექს “მაგნოლიაში”, 126 კვ.მ. ფართის მშენებარე ბინას ფლობს, რომელიც მან 2016 წელს შეიძინა და მასში 7. 000 დოლარი გადაიხადა. საგანელიძის საკუთრებაშია 2008 წელს შეძენილი 250,5 კვ.მ. ფართის ბინა […]
ლევან ალაფიშვილი – “ქალები პოლიტიკაში ხელოვნური ჩარევის გარეშე უნდა მოვიდნენ”
კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქალთა სავალდებულო კვოტირებაზე საუბრობს. – ბატონო ლევან, პარლამენტი სავარაუდოდ მიიღებს კანონს პროპორციული საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული ბალანსის დაცვასთან დაკავშირებით. ყველა პარტია ვალდებული იქნება, საარჩევნო სიაში ქალები ჰყავდეს წარმოდგენილი. არის თუ არა ასეთი ხელოვნური ჩარევა საჭირო? – პირველ რიგში, მე, ისევე როგორც ამ საზოგადოების დიდი ნაწილი, თანასწორობის მომხრე ვარ ყველა […]
ზაალ კასრელიშვილი – “კრემლი საქართველოში თავისი მონების საქმიანობით უკმაყოფილოა”
რისთვის ემზადება რუსეთი, რას აპირებენ საქართველოში პრორუსული ძალები, როგორ უნდა ელაპარაკებოდეს ჩვენი ხელისუფლება სეპარატისტებს? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება. ზაალ კასრელიშვილი: – ჩვენ გარშემო ძალიან, ძალიან ცუდი ამბები ტრიალებს. სამწუხაროდ ჩვენთვის და საუბედუროდ თავისი სახელმწიფოსთვის, რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ვერაგი მეზობელია და მისი ნდობა არ შეიძლება. […]
ზვიად გამსახურდიას პირად მცველს ცოტნე გამსახურდიამ 3 ტყვია ესროლა – რას ყვება ბაჩუკი გვანცელაძე
ზვიად გამსახურდიას პირადი მცველის თქმით, მას ცოტნე გამსახურდიამ სამი ტყვია ესროლა. პირველი პრეზიდენტის სიკვდილიდან 24 წლის შემდეგ მისი პირადი მცველი კურიერთან აქამდე უთქმელ გარემოებებზე საუბრობს. ბაჩუკი გვანცელაძე ამტკიცებს, რომ გროზნოში პირად მცველთან სახლში მანანა არჩვაძე-გამსახურდია შვილთან ერთად მივიდა და სთხოვა, პრეზიდენტის მკვლელად მაშინდელი პრემიერი – ბესარიონ გუგუშვილი, დაესახელებინა. უარის შემდეგ კი შვილს დაავალა, რომ პირადი […]
მამუკა გამყრელიძე – “ევროპული საქართველო” ხელისუფლების თამაშს თამაშობს”
“ახალი თაობის” კითხვებს ყოფილი დიპლომატი მამუკა გამყრელიძე პასუხობს. – ბატონო მამუკა, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიები მზადებას იწყებენ. კულუარულად კანდიდატებიც სახელდება. საუბარია იმის თაობაზეც, რომ “ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი ქალი იქნება. რას იტყვით თქვენ? – შეიძლება ქალიც იყოს პრეზიდენტი. რატომაც არა, ეს საინტერესო იქნება და სრულიად მისაღები იქნება დასავლეთისთვისაც. ეს ერთგვარი რევერანსი იქნება იმ ტრენდისა, რომელიც ახლა […]
ხუხაშვილი: „კვირიკაშვილს ოსებმა დასცინეს, რუსებმა დაიკიდეს, ამერიკელებმა, აზრზე მოდიო“
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი პრემიერ მინისტრის განცხადებას ეხმაურება. “პრემიერის განცხადებაში მთავარი პრობლემა შინაარსი კი არ არის, რომელიც ვიღაცას მოეწონება და ვიღაცას არა. პრობლემა იმაშია, რომ პრემიერის ნებისმიერი განცხადება რაღაც შედეგზე უნდა იყოს ორიენტირებული. შედეგი კი ასეთია – ოსებმა დასცინეს, რუსებმა დაიკიდეს, ამერიკელებმა, აზრზე მოდიო. შიგნით ვიღაცამ აგინა, ვიღაცამ გული მოიფხანა. თუ ვინმე ამას დამაკმაყოფილებელ შედეგად აღიქვამს […]










