კატეგორია: პოლიტიკა

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახმა ხელისუფლებას ორდღიანი ვადა მისცა და ტრასა გახსნა

ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის მამასა და შინაგან საქმეთა მინისტრს შორის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დეტალები მედიისთვის უცნობია, თუმცა, როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები აცხადებენ, ისინი ხელისუფლებას ორდღიან ვადას აძლევენ, რათა გარდაცვლილის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსასვენებლად კონკრეტული გეგმა შემუშავდეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ეფექტური რეაგირება არ იქნება, აქციები […]

სუბარი – ”დაძაბული სიტუაცია მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს”

– აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გადადგმულია, თუმცა როცა საქმე ეხება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, ყველამ კარგად ვიცით, თუ რა ბერკეტები არსებობს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განუცხადა. მისი თქმით, გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლება მის ხელთ არსებულ ბერკეტებს მაქსიმალურად იყენებს. სუბარი ასევე გამოეხმაურა რიგი პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი […]

“რა ულტიმატუმი უნდა წამოგვიყენონ” – დაპირისპირება სოზარ სუბარსა და არჩილ ტატუნაშვილის მამას შორის

მცხეთა-სტეფანწმინდის ცენტრალურ მაგისტრალზე, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახი საპროტესტო აქციას მართავს, სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ახლობლებმა პროტესტის რადიკალურ ფორმას მიმართეს და გზა გადაკეტეს. სპეცრაზმის გამოჩენამ ადგილზე ტატუნაშვილის ოჯახის წევრების გაღიზიანება გამოიწვია, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. ადგილზე ჩავიდა ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი. […]

არჩილ ტატუნაშვილის მამა გახარიას შეხვდება

არჩილ ტატუნაშვილის მამა შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა განუცხადეს. გარდაცვლილის მამასთან რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველები მივიდნენ და მას სთხოვეს ჩამჯდარიყო მისთვის განკუთავნილ ავტომობილში, რათა პირადად შეხვედროდა შინაგან საქმეთა მინისტრს. ადგილზე კვლავ იმყოფება დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, თუმცა, მას მედიასთან დამატებითი კომენტარი შეხვედრის დეტალებთან დაკავშირებით არ გაუკეთებია. აქციის […]

ზაზა ჭაია – “ქართველის არცერთი მკვლელი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს!”

რატომ გათავხედდნენ ოკუპანტები და სეპარატისტები, როგორ შეიძლება დავიცვათ ჩვენი თანამემამულეები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ და საზოგადოებამ? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამართალდამცავთა დაცვის ლიგის წარმომადგენელი ზაზა ჭაია ესაუბრება. – ცხინვალში ქართველი ჯარისკაცის, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე ძალიან მწვავე რეაქცია გქონდათ. სოციალურ ქსელში ასეთი რამე დაწერეთ: “ადრეც ვაფრთხილებდით სახელმწიფოს, თუ თავის ცხვირწინ მონავარდე ვიგინდარა რაშიდ კანჯი-ოღლის […]

ანა დოლიძემ იუსტიციის საბჭოს ნუცას სკოლა უწოდა – ”ლევან თევზაძის დანიშვნა ახალი პრობლემაა”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ლევან თევზაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევას ანა დოლიძე გაუგებარს და “ახალ პრობლემას” უწოდებს. – იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელიც არის კონსტიტუციური ორგანო და ის არეგულირებს სასამართლოსა და მოსამართლეთა საქმიანობას, არ შეიძლება, თავის საქმეს წარმართავდეს, როგორც “ნუცას სკოლა”. თავმჯდომარეების არჩევას არავითარი პროცედურა და კრიტერიუმები არ აქვს. არ […]

ცხინვალი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ჯერ უარს ამბობს

ერგნეთში, ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის არაგეგმური შეხვედრა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით გაიმართა, რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა ქართულ მედიასთან კომენტარზე უარი განაცხადეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კახა ქემოკლიძემ კი აღნიშნა, რომ შეხვედრაზე დე-ფაქტო ცხინვალის წარმომადგენლებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ამ ეტაპზე […]

კახა კალაძემ ნაციონალურ მოძრაობას მარგინალური ძალა უწოდა

ჩვენ უნდა გავყოთ ოპოზიცია, ერთია მარგინალური, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენს და მეორეა ევროპული საქართველო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქში ბიბლიოთეკების სავარაუდო შემცირებასთან დაკავშირებით განუცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. “ევროპულ საქართველოსთან“ ვთანამშრომლობთ, რადგან კონსტრუქციულები არიან. დესტრუციულ, მარგინალურ ძალასთან არ ვაპირებთ არანაირ თანამშრომლობას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. საკრებულოშიც გაკეთდა განცხადებები. ამაზე ვილაპარაკე […]

„თქვენს კეთილებში, სულ ცოტა, მეც მოვიკითხები…“ – ქუთაისელი ჟურნალისტის ღია წერილი კვირიკაშვილს

ჟურნალისტი თეა ჩეჩელაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს. „ღიაზე უფრო გულგახსნილი წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს! სამაგიეროდ, პერსპექტივაში დასახშობად განწირული ოპტიმიზმით მოგმართავთ: მოუარეთ ამ უპატრონოდ დარჩენილი ბავშვივით აბოდიალებულ ქვეყანას, აგონიაში მყოფ დემოგრაფიას, ჩემოდანზე მჯდომ და გასაქცევად გამზადებულ მოქალაქეებს ,თორემ დარჩებით მხოლოდ თქვენი ოჯახის, ნაცნობ-მეგობრების,თანა-კლასელ-კურსელ-კეთილებით გადავსებულ სახელმწიფოს ზედა ქანდარაზე და უცქირეთ რამდენიც გენებოთ დიდი ბელად-იდეოლოგის […]

ჰერბერტ როილი: “გერმანიაში ქართველების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა საგანგაშო არ არის”

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე, გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა მინისტრს, ჰერბერტ როილს შეხვდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს. შეხვედრაზე ნინო ჯავახაძემ ჰერბერტ როილს საქართველოდან თავშესაფრის მაძიებლების და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის შემცირების მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, გვარის შეცვლასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. მხარეებმა მთავრობის მიერ დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიასა და […]