კახა კალაძემ ნაციონალურ მოძრაობას მარგინალური ძალა უწოდა

კახა კალაძემ ნაციონალურ მოძრაობას მარგინალური ძალა უწოდაჩვენ უნდა გავყოთ ოპოზიცია, ერთია მარგინალური, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა წარმოადგენს და მეორეა ევროპული საქართველო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს დედაქალაქში ბიბლიოთეკების სავარაუდო შემცირებასთან დაკავშირებით განუცხადა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

“ევროპულ საქართველოსთან“ ვთანამშრომლობთ, რადგან კონსტრუქციულები არიან. დესტრუციულ, მარგინალურ ძალასთან არ ვაპირებთ არანაირ თანამშრომლობას. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება. საკრებულოშიც გაკეთდა განცხადებები. ამაზე ვილაპარაკე და ეს იქნება ასე, სანამ არ დალაგდებიან და გაერკვევიან რა უნდათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამ განცხადებას გამოეხმაუარა ელენე ხოშტარია, რომელმაც თქვა, რომ ხელისუფლება ყველა ძალას უნდა ელაპარაკოს.

“ხელისუფლების ვალდებულებაა ესაუბროს ოპოზიციას მათ შორის მათ, რომელიც არ მოსწონთ იმიტომ, რომ ეს გადაწყვიტა ხალხმა. თუ ამას ვერ გაიგებს თბილისის მერი მას ძალიან გაუჭირდება რომ დემოკრატიულ ჩარჩოში რეალურად წარმოადგენდეს მთლიანად თბილისს და არა ქართულ ოცნებას. ჩვენ, ევროპული საქართველო ვართ შედეგზე ორიენტირებული ოპოზიცია. ჩვენ ვარსებობთ იმისთვის, რომ ხალხის ხმა ვიყოთ და მათი სატკივარი მივიტანოთ, მაგრამ აქ გადამწყვეტი არის შედეგი, რამდენად ეს ხალხის დაკვეთა იქნება ასრულებული და მიღებული ქართული ოცნების მხრიდან.” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.