კატეგორია: პოლიტიკა

მაკა იოსელიანი – ”მარგველაშვილი ჯიპაში დაბრუნებას არ გეგმავს”

მაკა იოსელიანი - ”მარგველაშვილი ჯიპაში დაბრუნებას არ გეგმავს”

”კიდევ ერთხელ ვადასტურებთ GIPA-ს აკრედიტაცია/ავტორიზაციის პროცესის აუცილებლობას და მიგვაჩნია, რომ უკეთესი საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული და სამართლიანი შეფასების სისტემის არსებობა,” – ამის შესახებ GIPA-ს რექტორის, მაკა იოსელიანის განცხადებაშია საუბარი. ”ინტერპრესნიუსი” GIPA-ს რექტორის, მაკა იოსელიანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. ”GIPA-ში მიმდინარე მოვლენები, რომლებიც საზოგადოების განხილვის მორიგ თემად იქცა გასული დღეების განმავლობაში, გახლავთ ღია დიალოგი GIPA-სა და […]

მარგველაშვილი – „არ მიმაჩნია, რომ მერაბიშვილი და სააკაშვილი შესაწყალებელია“

მარგველაშვილი - „არ მიმაჩნია, რომ მერაბიშვილი და სააკაშვილი შესაწყალებელია“

სააკაშვილის შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მან “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაპირისპირება 2013 წელს დაამთავრა. – მე დავამთავრე 2013 წელს დაპირისპირება ნაციონალურ მოძრაობასთან, პრეზიდენტი არ არის რომელიმე პარტიის მსახური, ის ემსახურება ქართველ ხალხს, და ბუნებრივია მე შეწყალების პროცესში არ ვითვალისწინებ პოლიტიკურ შემადგენელს. კაკო ბობოხიძის ძმა რომ არ დავტოვე ციხეში, ამაზეც კი ამბავი იყო. […]

პარლამენტთან „აუდიტორია 115“-ს და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

პარლამენტთან „აუდიტორია 115“-ს და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა

ხმაურია ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სადაც „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენლებსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. პოლიციელები აქციის მონაწილეებს ტროტუარზე გადასვლისკენ მოუწოდებს, რასაც ახალგაზრდები არ ემორჩილებიან. „სოლიდარობა მუშებს“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები. შეგახსენებთ, რომ შრომის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით სტუდენტური გაერთიანება „აუდიტორია 115“ აქციას მართავს.

ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა და საქართველოსი დაიბრუნა

ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა და საქართველოსი დაიბრუნა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა და საქართველოს მოქალაქეობა აღიდგინა. ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მინისტრის მოადგილემ იური გრიმჩაკმა განაცხადა. – დღეისთვის ის აღარ არის უკრაინის მოქალაქე, ის საქართველოს მოქალაქეა, – განაცხადა გრიმჩაკმა. თავად ზღულაძეს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობა 2014 წლის დეკემბერში […]

ნარჩემაშვილი: სააკაშვილი უახლოეს პერიოდში აქტუალური არ იქნება 

ნარჩემაშვილი: სააკაშვილი უახლოეს პერიოდში აქტუალური არ იქნება 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკისთვის უახლოეს პერიოდში აქტუალური არ იქნება. – ასეთი მოქმედება უკრაინის გადაწყვეტილებაა. ჩვენს მიერ ყველა სამართლებრივი ნორმა დაკმაყოფილებულია, როგორც ექსტრადირების მოთხოვნის, ასევე, შიდა სამართლებრივი პროცედურების თვალსაზრისით. სააკაშვილი რამენაირად საკუთარი თავის აქტუალიზაციას ცდილობს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ქართული პოლიტიკისთვის უახლოეს პერიოდში აქტუალური იქნება, – განაცხადა ნარჩემაშვილმა.

ნუკრი ქანთარია – “მე ვისურვებდი, მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო მატროსოვის ციხეში”

ნუკრი ქანთარია - "მე ვისურვებდი, მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო მატროსოვის ციხეში"

– მე ვისურვებდი, მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო მატროსოვის ციხეში და აქ ველოდები მას, რადგან სამართალი ამ მხრივ უნდა აღსრულდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საუბრისას განაცხადა. კითხვაზე, მიმართავს თუ არა საქართველოს ხელისუფლება პოლონეთს სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ თუ სააკაშვილი პოლონეთში „იმოძრავებს“, საქართველოს ხელისუფლება გააგზავნის ექსტრადიციის […]

სააკაშვილი სპეცრაზმმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა – დავით საყვარელიძე დაკავების დეტალებზე

სააკაშვილი სპეცრაზმმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა - დავით საყვარელიძე დაკავების დეტალებზე

უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დაკავების დეტალებზე კომენტარს მისი თანაგუნდელი დავით საყვარელიძე აკეთებს: „რესტორანში შემოვარდა სპეცრაზმი, ყველა იატაკზე დაყარეს. სააკაშვილს იარაღი მიუშვირეს და ასე წაიყვნეს ავრტომანქანისკენ, ისინი გაურკვეველი მიმართულებით წავიდნენ. ბოლოს ის ავრტომანქანა ვლადიმირსკის ქუჩაზე ნახეს.“- განაცხადა დავით საყვარელიძემ უკრაინულ მედიასთან.

პეტრე მამრაძე გიგი უგულავაზე – “ჩვენს ყოფილ სტრიპტიზ მერს შანსები არ აქვს”

პეტრე მამრაძე გიგი უგულავაზე - "ჩვენს ყოფილ სტრიპტიზ მერს შანსები არ აქვს"

ყოფილი დეპუტატი პეტრე მამრაძე “ახალ თაობასთან” პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე საუბრობს. – თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა, შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს და ხალხს ჰპირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს მათთვის. რაიმე პერსპექტივა აქვს უგულავას? – არანაირი პერსპექტივა არ აქვს. პარლამენტში სააკაშვილის უშუალო მომხრეები, რომლებსაც რომან გოცირიძე ხელმძღვანელობს, ცოტანი დარჩნენ. უგულავას დაჯგუფების რეიტინგი 3%-ია. თუ ვინმე უჭერს მხარს […]

ბოკერიამ სააკაშვილს დეგრადირებული ლიდერი უწოდა – ”ეს არის სისულელე და საღი აზრი აქ საერთოდ არ არის”

ბოკერიამ სააკაშვილს დეგრადირებული ლიდერი უწოდა - ”ეს არის სისულელე და საღი აზრი აქ საერთოდ არ არის”

– პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს შორის უნდა იყოს თანამშრომლობა, უნდა მოხდეს გაერთიანება კონკრეტული საარჩევნო ამოცანების გადასაჭრელადაც, უბრალოდ ეს ვერ მოხდება სააკაშვილის ფიგურის გარშემო, რისი დასკვნაც იყო მისი გუშინდელი ინტერვიუ, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელმა გიგა ბოკერიამ განუცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის გარშემო პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანება ვერ მოხდება. – სააკაშვილის გარშემო პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანება ვერ […]

სააკაშვილი – “დავით აღმაშენებელს არ ვედრები, მაგრამ… ამოვიდა ყელში უკვე გირგვლიანზე ლაპარაკი, თავზე გემხობათ ქვეყანა”

სააკაშვილი - "დავით აღმაშენებელს არ ვედრები, მაგრამ...  ამოვიდა ყელში უკვე გირგვლიანზე ლაპარაკი, თავზე გემხობათ ქვეყანა"

– ამოვიდა ყელში უკვე გირგვლიანზე ლაპარაკი, თავზე გემხობათ ქვეყანა და თქვენ აგრძელებთ, როგორც პატეფონები, გირგვლიანზე ლაპარაკს, რაღა დროს გირგვლიანია, საქართველო დაგეღუპათ უკვე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ”განსხვავებულ აქცენტებში” ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, იყო თუ არა გირგვლიანის საქმეში ბრალდებულების შეწყალება პოლიტიკური შეცდომა, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ გირგვლიანის სიკვდილი იყო ტრაგედია, მაგრამ აღარ აპირებს ამ […]