კატეგორია: პოლიტიკა

ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი თქვა და საქართველოსი დაიბრუნა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილე ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობაზე უარი განაცხადა და საქართველოს მოქალაქეობა აღიდგინა. ამის შესახებ უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მინისტრის მოადგილემ იური გრიმჩაკმა განაცხადა. – დღეისთვის ის აღარ არის უკრაინის მოქალაქე, ის საქართველოს მოქალაქეა, – განაცხადა გრიმჩაკმა. თავად ზღულაძეს აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, ეკა ზღულაძემ უკრაინის მოქალაქეობა 2014 წლის დეკემბერში […]

ნარჩემაშვილი: სააკაშვილი უახლოეს პერიოდში აქტუალური არ იქნება 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა ნარჩემაშვილი ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ქართული პოლიტიკისთვის უახლოეს პერიოდში აქტუალური არ იქნება. – ასეთი მოქმედება უკრაინის გადაწყვეტილებაა. ჩვენს მიერ ყველა სამართლებრივი ნორმა დაკმაყოფილებულია, როგორც ექსტრადირების მოთხოვნის, ასევე, შიდა სამართლებრივი პროცედურების თვალსაზრისით. სააკაშვილი რამენაირად საკუთარი თავის აქტუალიზაციას ცდილობს, თუმცა არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი ქართული პოლიტიკისთვის უახლოეს პერიოდში აქტუალური იქნება, – განაცხადა ნარჩემაშვილმა.

ნუკრი ქანთარია – “მე ვისურვებდი, მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო მატროსოვის ციხეში”

– მე ვისურვებდი, მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო მატროსოვის ციხეში და აქ ველოდები მას, რადგან სამართალი ამ მხრივ უნდა აღსრულდეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ საუბრისას განაცხადა. კითხვაზე, მიმართავს თუ არა საქართველოს ხელისუფლება პოლონეთს სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხთან დაკავშირებით, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, რომ თუ სააკაშვილი პოლონეთში „იმოძრავებს“, საქართველოს ხელისუფლება გააგზავნის ექსტრადიციის […]

სააკაშვილი სპეცრაზმმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა – დავით საყვარელიძე დაკავების დეტალებზე

უკრაინის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის მიხეილ სააკაშვილის დაკავების დეტალებზე კომენტარს მისი თანაგუნდელი დავით საყვარელიძე აკეთებს: „რესტორანში შემოვარდა სპეცრაზმი, ყველა იატაკზე დაყარეს. სააკაშვილს იარაღი მიუშვირეს და ასე წაიყვნეს ავრტომანქანისკენ, ისინი გაურკვეველი მიმართულებით წავიდნენ. ბოლოს ის ავრტომანქანა ვლადიმირსკის ქუჩაზე ნახეს.“- განაცხადა დავით საყვარელიძემ უკრაინულ მედიასთან.

პეტრე მამრაძე გიგი უგულავაზე – “ჩვენს ყოფილ სტრიპტიზ მერს შანსები არ აქვს”

ყოფილი დეპუტატი პეტრე მამრაძე “ახალ თაობასთან” პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებზე საუბრობს. – თბილისის ყოფილი მერი, გიგი უგულავა, შუალედურ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს და ხალხს ჰპირდება, რომ ყველაფერს გააკეთებს მათთვის. რაიმე პერსპექტივა აქვს უგულავას? – არანაირი პერსპექტივა არ აქვს. პარლამენტში სააკაშვილის უშუალო მომხრეები, რომლებსაც რომან გოცირიძე ხელმძღვანელობს, ცოტანი დარჩნენ. უგულავას დაჯგუფების რეიტინგი 3%-ია. თუ ვინმე უჭერს მხარს […]

ბოკერიამ სააკაშვილს დეგრადირებული ლიდერი უწოდა – ”ეს არის სისულელე და საღი აზრი აქ საერთოდ არ არის”

– პროდასავლურ ოპოზიციურ ძალებს შორის უნდა იყოს თანამშრომლობა, უნდა მოხდეს გაერთიანება კონკრეტული საარჩევნო ამოცანების გადასაჭრელადაც, უბრალოდ ეს ვერ მოხდება სააკაშვილის ფიგურის გარშემო, რისი დასკვნაც იყო მისი გუშინდელი ინტერვიუ, – ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”ევროპული საქართველოს” პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელმა გიგა ბოკერიამ განუცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის გარშემო პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანება ვერ მოხდება. – სააკაშვილის გარშემო პროდასავლური ოპოზიციის გაერთიანება ვერ […]

სააკაშვილი – “დავით აღმაშენებელს არ ვედრები, მაგრამ… ამოვიდა ყელში უკვე გირგვლიანზე ლაპარაკი, თავზე გემხობათ ქვეყანა”

– ამოვიდა ყელში უკვე გირგვლიანზე ლაპარაკი, თავზე გემხობათ ქვეყანა და თქვენ აგრძელებთ, როგორც პატეფონები, გირგვლიანზე ლაპარაკს, რაღა დროს გირგვლიანია, საქართველო დაგეღუპათ უკვე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ”განსხვავებულ აქცენტებში” ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, იყო თუ არა გირგვლიანის საქმეში ბრალდებულების შეწყალება პოლიტიკური შეცდომა, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ გირგვლიანის სიკვდილი იყო ტრაგედია, მაგრამ აღარ აპირებს ამ […]

“დოდო გუგეშაშვილზე თავდასხმა, შესაძლოა, უკრაინას უკავშირდებოდეს”

 “ქართულმა ოცნებამ” კიევი გააფრთხილა, სააკაშვილი არ გადმოგვცეთო” რა სკანდალურ ინფორმაციებს ფლობდა დოდო გუგეშაშვილი, უკავშირდება თუ არა მასზე თავდასხმა უკრაინაში ქართველი მებრძოლებზე დაწყებულ ნადირობას, ვისი ჩვენებებით აშანტაჟებს უკრაინის ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი? – ამის შესახებ “ახალ თაობას” სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი ესაუბრება. ტრისტან წითელაშვილი: – თქვენს მკითხველს მოეხსენება, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ქართველი მებრძოლებიც მონაწილეობდნენ. უკრაინაში […]

მამუკა არეშიძე – “პეროვსკაია უცხოელებმა აიკლეს, პატრული კი ვერაფერს ეუბნება!”

ქვეყანაში შექმნილ კრიმინოგენურ ვითარებასთან დაკავშირებით “ახალ თაობას” ექსპერტი მამუკა არეშიძე ესაუბრება, რომელიც ამბობს, რომ ძალიან დამძიმდა კრიმინოგენური ვითარება. ”რასაკვირველია, რაც იყო მიხეილ სააკაშვილის დროს, იმის დაშვება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მაგრამ ზედმეტი ჰუმანიზმიც არ ვარგა”, – ამბობს ექსპერტი. – ერთი უკიდურესობიან მეორეში გადავვარდით? – დიახ, მეორეში გადავვარდით. რატომ ხდება ეს ამბავი? ჰუმანიზმის გამო, საკანონმდებლო არასრულყოფილების […]

მამუკა გვაძაბია – “საქართველოს ნატოში გაწევრიანება სოხუმის და ცხინვალის მიმართ მე-5 მუხლის შეჩერებითაა შესაძლებელი”

ბოლო დროს საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი გააქტიურდა. ეს საკითხი განიხილება თბილისში ნატო-საქართველოს სხდომაზეც.  დამოუკიდებელი ექსპერტი მამუკა გვაძაბია “ახალ თაობასთან” აცხადებს, რომ საქართველო ნატოში მაპის გარეშე უნდა გააწევრიანონ. ამ თამასის აწევას ემსახურება ტრამპის ადმინისტრაციის მცდელობაც, რომ საქართველო გახდეს ნატოს წევრი. – თბილისში ნატო-საქართველოს სხდომაზე განიხილება საქართველოს ჩრდილო-ალანტიკურ ალიანსში დაჩქარებული მიღების ვარიანტი, ნატოს წესდების მე-5 მუხლის შეჩერებით. […]