კატეგორია: პოლიტიკა

განხეთქილება “ოცნებაში” – “მწიფდება პოლიტიკური კრიზისი და რამდენიმე ჩვენი თანაპარტიელი ამას ხელს უწყობს”

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელიამ სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ “მარტვილში პოლიტიკური კრიზისიმ წიფდება”. მეტიც, დანელიას მტკიცებით, ამ პროცესების ესკალაციას „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრი ხელს უწყობს. ”მწიფდება პოლიტიკური კრიზისი, პირდაპირ შემიძლია ვთქვა და ბატონო ირაკლი, მინდა თქვენ მოგმართოთ თხოვნით, როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, რომ ჩაერიოთ სიტუაციის გარკვევაში. ვინაიდან, ფაქტია, […]

„ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატი არ ჰყავს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილზე თავდასხმა ხორცილდება იმ დროს, როდესაც მარგველაშვილი საზოგადოების სხვადასხვა ნაწილთან შეხვედრებს მართავს. – რაც შეეხება პრეზიდენტის წინააღმდეგ გუშინდელ განცხადებებს, მორიგი არაადეკვატური თავდასხმა ვნახეთ საქართველოს პრეზიდენტზე, რაც ახალი არ არის და რომ გითხრათ, ძალიან ვნერვიულობთ, ასე არ არის. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ საქართველოს პრეზიდენტზე თავდასხმები ხორციელდება იმ პერიოდში, როდესაც […]

რომან გოცირიძე – ”მაუწყებლობის კანონი ჯიდიესშია დაწერილი”

ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ”ახალ თაობასთან” მაუწყებლობის შესახებ კანონზე ისაუბრა. რომან გოცირიძე: – ეს კანონი არ დაწერილა პარლამენტში, უბრალოდ, ამ ადამიანებს კანონი შეაჩეჩეს ხელში და უთხრეს, თქვენ ხართ ამის ავტორი. ამის პრეცედენტები იყო ბევრჯერ, მაგალითად მაშინ, როცა უნდოდათ ეროვნული ბანკის დაშლა. მაშინ კანონი დაიწერა მთავრობაში და ეს კანონი წარმოადგინეს ისე, თითქოს მისი ავტორები […]

”ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკას საკუთარმა ნათესავებმა ჩამოაცილეს, მას თუ ჭკუა აქვს, პოლიტიკისკენ აღარ უნდა გამოიხედოს”

ექსპერტი ზაალ კასრელიშვილი ”ახალ თაობასთან” საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას შეეხო. – საზოგადოებაში აქტიურად განიხილებოდა ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნების საკითხი. წინა კვირაში ეს ერთ-ერთი ჩინური კომპანიის მრჩევლად დაინიშნა. ამით, როგორც ამბობენ, ის ივანიშვილმა სრულად ჩამოაცილა პოლიტიკას. ამასთან დაკავშირებით თქვენ რას ფიქრობთ? – ღარიბაშვილი პოლიტიკას საკუთარმა ნათესავებმა ჩამოაცილეს, ივანიშვილი არაფერ შუაშია. ადამიანი ფონდ ქართუში მუშაობდა საშუალო ხელფასზე. […]

რამდენმა კაცმა ითხოვა საქართველოდან გერმანიაში თავშესაფარი – ნოემბერში – 444, დეკემბერში – 522, იანვარში – 745

გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა სტატისტიკა გაასაჯაროვა. შესაბამისი ინფორმაცია გერმანიის შსს-დან გამოცემა Die Welt-მა გამოითხოვა. გერმანიის შსს-ს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის სექტემბერში გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 238-მა მოქალაქემ მოითხოვა, შემდეგ თვეებში აღნიშნული რიცხვი იზრდებოდა. კერძოდ, ოქტომბერში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვმა 355, ნოემბერში – 444, დეკემბერში – 522, იანვარში კი 745 შეადგინა. გერმანიის პარლამენტში […]

მარგველაშვილი – “კომიკურია, რომ ანა დოლიძეს ვინმესი შეეშინდეს”

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იუსტიციის საბჭოში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. როგორც ქვეყნის პირველმა პირმა თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას თქვა, ანა დოლიძეს მისი დაცვა არ სჭირდება. – იუსტიციის საბჭოში ჩემი ძალიან ფასეული თანამშრომელი, ქალბატონი ანა დოლიძეა. მე ვადევნებ თვალ-ყურს იქ მიმდინარე პროცესებს და სიმართლე გითხრათ, ცოტა მეცინება ხოლმე, იმიტომ, რომ ქალბატონ ანას ჩემი დაცვა არ სჭირდება. ვინც […]

თალაკვაძე: საქართველოს ვიზის შეჩერების საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება

,,ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ამ საკითხზე, ჩვენი ოპონენტების მხრიდან სუფთა პოლიტიკური სპეკულაციაა დაწყებული, ვინაიდან საქართველოს ვიზის შეჩერების საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება და ის გამოწვევები, რომელიც არსებობს მიგრაციის თვალსაზრისით ევროპაში, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს გამოწვევები”- ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისივე თქმით, იმ გამოწვევებთან მიმართებაში, რომელიც ევროპაში მიგრაციის თვალსაზრისით […]

„ოპოზიცია დემოკრატიის აუცილებელი კომპონენტია, მჯერა, საქართველო მზად არის ამისთვის“ – იან კელი აშშ-ის დაზვერვის ანგარიშს ეთანხმება

აშშ-ის ნაციონალური დაზვერვის დირექტორის დენიელ კოუტსის განცხადებას საქართველოს ოკუყპაციასა და შიდა საფრტხეებთამ დაკავშირებით აშშ-ის ელჩი სიან კელი ეხმაურება. „დავეთანხმები დაზვერვის ხელმძღვანელის განცხადებას საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციასთან დაკავშირებით. საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული და ეს არის ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც ქმნის დესტაბილიზაციის საფრთხეს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა მოაწერა ხელი სხვადასხვა შეთანხმებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჯარები უნდა გაეყვანა […]

კახა კალაძე ესტაკადების ტენდერში რუსული კომპანიის დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა

თბილისის მერი კახა კალაძე რუსული კომპანია „ნიკარემსტროის“ ესტაკადების მშენებლობის ტენდერებიდან დისკვალფიკაციას გამოეხმაურა. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. კალაძის თქმით, კომპანიის წარმომავლობა დისკვალიფიკაციასთან არანაირ კავშირში არ არის. “არანაირი კავშირი არ აქვს წარმომავლობას. ჩვენთვის მთავარია, რომ ის რაც კანონით არის მოთხოვნილი, კომპანიას ჰქონდეს გათვალისწინებული. თუ ვინმეს რაიმე დარღვევა აქვს, არავის თავს არ დავუხრით და თვალს არ დავხუჭავთ კონკრეტულ დარღვევაზე. […]

მუსტაფა ემრე ჩაბუქი – ”პოლიტიკური პატიმარი ვიყავი”

დემირელის კოლეჯის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქისასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მას ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირი არასდროს ჰქონია. – მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, მასწავლებლებს, მოსწავლეებს, მეგობრებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. ასევე ქალბატონ რებეკა ჰარმსს. 9 თვიანი პატიმრობის ვადა ამომეწურა დღეს. მე ვარ მასწავლებელი და ვარ შეყვარებული განათლებაზე. მე მასწავლებელი ვარ და შეყვარებული ვარ განათლებაზე. 15 წელია […]