რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, ჟურნალისტი ქსენია სობჩაკი ნატოს მხრიდან რუსეთისთვის საფრთხეს ვერ ხედავს. ამის შესახებ სობჩაკმა ვაშინგტონში ეროვნულ პრეს-კლუბში განაცხადა. „არ ვფიქრობ, რომ ნატო ჩვენთვის საშიშროებას წარმოადგენს“,-აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა. მისი თქმით, რუსეთი “ევროპული სისტემის ნაწილია”, ამიტომ მნიშვნელოვანია მისი ურთიერთქმედება ნატოსა და ევროპულ სტრუქტურებთან. „ამერიკასა და ევროპასთან ბევრი საერთო გამოწვევა გვაქვს, რომელსაც ვაწყდებით. ეს ტერორიზმია, მიგრაციული საკითხი […]
კატეგორია: პოლიტიკა
დავით საგანელიძის ხელფასი თვეში საშუალოდ 28.000 ლარია
2017 წელს დავით საგანელიძემ, რომელიც საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორია, ხელფასის სახით 336.000 ლარი მიიღო, რაც თვეში საშუალოდ 28.000 ლარს ნიშნავს. საგანელიძის ხელფასი 2016 წელთან შედარებით შემცირებულია. 2016 წელს მისი ყოველთვიური საშუალო ხელფასი 33.687 ლარი იყო. 2017 წელს საგანელიძეს საშემოსავლო გადასახადის სახით გადახდილი აქვს 67.200 ლარი, ქონების გადასახადი – 5.516 ლარი, დაზღვევაზე – 3.432 ლარი, საქველმოქმედო მიზნებისათვის საგანელიძეს დახარჯული […]
გიორგი კვირიკაშვილს მამამ 50.000 დოლარი აჩუქა
2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბანკ ქართუში იპოთეკური სესხის დასაფარად 19.745 აშშ დოლარი (დაახლოებით, 50 000 ლარი) გადაიხადა. პრემიერ მინისტრის თვიური ხელფასი კი 5.000 ლარია. თუმცა, დეკლარაციის მიხედვით, გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წელს მამისგან საჩუქრად 50.000 აშშ დოლარი მიიღო. დეკლარაციის მიხედვით, გიორგი კვირიკაშვილს სახელფასო ანგარიშზე ბანკ ქართუში ნაშთის სახით 4.686 ლარი აქვს, ასევე ფლობს 3.018 ლარს მიმდინარე ანგარიშზე. […]
თეა წულუკიანის მეუღლე ნუგზარ კაკულია სუსის სამმართველოს უფროსია
იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მეუღლე ნუგზარ კაკულია, მათი ქორწინებიდან 3 თვის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (სუს-ი) ანალიზისა და კოორდინაციის მთავარი სამმართველოს უფროსად დაინიშნა, სადაც მისი ანაზღაურება თვეში საშუალოდ 4620 ლარია. თეა წულუკიანის ქონებრივი დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციით, მის მეუღლეს ნუგზარ კაკულიას 2017 წლის 13 მარტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა უკავია. ნუგზარ […]
ემზარ კვიციანი – ”ქართველ ბიჭებს 4 წელი იმიტომ მიუსაჯეს, რომ მათ ზანგებს ხელი გაარტყეს, ზანგებს კი რომ ეცემათ ესენი, მათ არ დასჯიდნენ”
რატომ ილახება საქართველოში ქართველების უფლებები, რატომ დგას ერი გადაშენების პირას, რა სარგებლობას მოიტანს კონსტიტუციური მონარქია, რისი ეშინია “ქართულ ოცნებას”? – ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ემზარ კვიციანი ესაუბრება. – თქვენ სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ შეკრება და ქართველების დასაცავი მექანიზმის მიღებაა საჭირო. უფრო კონკრეტულად შეგიძლიათ გვითხრათ, რა ხდება? – რაღა რა ხდება, საქართველოში ძალიან […]
პრეზიდენტმა მამია ალასანიას ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა, 9 მებრძოლი კი ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობის, გამორჩეული გმირობისა და თავდადებისათვის 1993 წელს, სოხუმის დაცემისას, სეპარატისტების მიერ დახვრეტილი უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია ეროვნული გმირისა და 9 მებრძოლი ვახტანგ გორგასლის პირველი და მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაიცით, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები დღეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლთა ოჯახის წევრებს პრეზიდენტის სასახლეში პირადად […]
გიორგი კვირიკაშვილი – ”მზად ვართ, მოვსინჯოთ ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები”
– მზად ვართ, მოვსინჯოთ თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, რათა ევროკავშირთან ინტეგრაციის მაქსიმალურად მაღალ დონეს მივაღწიოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცორების საბჭოს სხდომის შემდეგ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამ მიზნით, პრემიერის თქმით, მუშაობა მიმდინარეობს ახალ გზამკვლევზე, რომელშიც ევროპული დღის წესრიგის მთავარი მიმართულებები იქნება […]
მაჩალიკაშვილების ოჯახი – ”პანკისი საქართველოს ნაწილია და ჩვენ სხვა სამშობლო არ გვაქვს”
– მედიაში გაკეთებული ჩვენი ემოციური განცხადება პანკისის დაკარგვის თაობაზე არ შეიცავდა სხვა აზრს, გარდა იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ ხეობის ნდობის პრობლემაზე გაგვესვა ხაზი. ასე ეხმაურება პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, თუ „დამნაშავე პირები არ დაისჯებიან, ხელისუფლება პანკისს დაკარგავს“. თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის […]
„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია გახდა
„ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერია იქნება. 75-კაციანი პოლიტსაბჭო „ევროპულმა საქართველომ“ დღევანდელ ყრილობაზე აირჩია. პარტიის პოლიტსაბჭოში შედიან: აბესაძე ირაკლი, ავალიანი დავით, ახვლედიანი მამუკა, ბაქრაძე დავითი, ბერძენიშვილი ხათუნა, ბობოხიძე აკაკი, ბოკერია გიგა, გაბაშვილი გიორგი, გოგისვანიძე დავითი, გოგორიშვილი ხათუნა, გოგოტიშვილი მიხეილი, გოგუაძე ვიქტორი, გორდულაძე სევერიანი, გუნავა თენგიზი, გურგუჩიანი გოჩა, დამენია ლაშა, დარჩიაშვილი დავითი, დარცმელიძე ვახტანგი, დოლიძე ჯარჯი, […]










