“ახალ თაობას” უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ესაუბრება. – გასულ კვირას საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პანკისის ხეობაში იმყოფებოდა. თქვენ მას ლამის შუღლის გაღვივებასა და პროვოკაციის მოწყობაში დასდეთ ბრალი. თქვენი აზრით, სახალხო დამცველს არა აქვს უფლება, რომელიმე რეგიონში ჩავიდეს? – სახალხო დამცველს ყველგან შეუძლია ჩასვლა, მათ შორის პანკისშიც, მაგრამ გააჩნია, რა განცხადებებს გააკეთებს. ნინო ლომჯარიამ […]
კატეგორია: პოლიტიკა
ივანიშვილმა სერგეენკო და კვირიკაშვილი დაიწუნა – “ოცნებაში” საპრეზიდენტო კანდიდატურების შერჩევაზე კასტინგი გამოცხადდა
მმართველ გუნდში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადებიან. დარწმუნებით ამბობენ, რომ გამარჯვებული მათი კანდიდატი იქნება, თუმცა ვერ აკონკრეტებენ, თუ ვინ იქნება ეს იღბლიანი. არადა “ქართულ ოცნებაში” კანდიდატურების შერჩევა ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო. როგორც “ოცნებასთან” დაახლოებულმა წყარომ “ახალ თაობას” უთხრა, მმართველ გუნდს ივანიშვილმა კანდიდატების შერჩევის უფლება მისცა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დაახლოებით ისეთივე სურათი იხატება, როგორიც დედაქალაქის მერის კანდიდატის […]
ლევან ალაფიშვილი: “არ მესმის, ხელისუფლება სააკაშვილს ქართულ პოლიტიკაში რატომ ექაჩება”
იურისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადიციაზე საუბრობს. – ბატონო ლევან, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი დეპორტაცია გარდაუვლად მოხდება. რას იტყვით თქვენ? – მე არ შემიძლია დავადასტურო, რომ ქართველი და უკრაინელი მაღალჩინოსნების შეხვედრებზე მართლაც სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი იყო განხილული. თუმცა, რა თქმა უნდა, გასაკვირი ის იქნებოდა, რომ არ განხილულიყო. აქვე ალბათ უადგილო […]
კვირიკაშვილი – ”ჩემი პრეზიდენტობა გამორიცხულია”
შემიძლია, პირდაპირ გითხრათ, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩემი კანდიდატურის დასახელება გამორიცხულია. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 1tv.ge-ს აღნიშნული თემის კომენტირებისას განუცხადა. კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა მსჯელობა მმართველ გუნდში პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით და განიხილება თუ არა მისი კანდიდატურა, პრემიერი აცხადებს, რომ კანდიდატებზე გუნდი არ ჩამოყალიბებულა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ჯერ წინასწარი საუბრების დონეზეა და მის […]
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კიდევ ერთხელ გადაიდო
უკრაინის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა კიდევ ერთხელ გადადო. სასამართლოს მიხეილ საააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უნდა ემსჯელა. პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში კიევის პეჩორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლის თანახმადაც მოსამართლემ მიხეილ სააკაშვილს შინაპატიმრობა არ მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილმა განცხადება სასამართლოს დარბაზში გააკეთა, მისი თქმით მის დასჯას ხელისუფლების ის წევრები ცდილობენ, რომლებიც კორუფციაში არიან ჩაფლულები
სანდრო ბრეგაძე: “მარგველაშვილი პატიმრების შეწყალებაში ფულს იღებს”
“პრეზიდენტი თუ მიჩივლებს, ფაქტებს დავდებ” ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აფასებს და პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაკავშირებით სკანდალურ ინფორმაციებს ასაჯაროებს. – ბატონო სანდრო, ბოლო პერიოდში საზოგადოებაში უკმაყოფილოთა რიცხვი იზრდება. სოციალური და ეკონომიური ფონის გაუარესებას კრიმინოგენური ვითარების დაძაბვაც დაერთო. რა ხდება? ვერ ართმევს თავს ხელისუფლება დაკისრებულ ვალდებულებებს? – პირველ რიგში, უნდა […]
კალაძემ მე-5 მოადგილედ სოფიო ხუნწარია დაინიშნა
“გლეხს რომ სწავლა უყვარდეს, გლეხი არ იქნებოდა” – დავით ჭიჭინაძე
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე, სადაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს უსმენენ უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ სკანდალური განცხადება გააკეთა: “სწავლა რომ უყვარდეს, ის გლეხი არ იქნებოდა რა, დამიჯერეთ, სხვა ადგილს მიაგნებდა ამ ცხოვრებაში”- მიმართა დეპუტატმა გელა ხანიშვილს. დეპუტატის შეფასებას წინ ხანიშვილის მიერ აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პროგრამაზე გაკეთებული განცხადება უძღოდა წინ. მინისტრის […]
მარგველაშვილი – “რა ლოგიკით შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი?!”
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, როცა პროკურატურა და სასამართლო ვერ არკვევს მიხეილ სააკაშვილის საქმის ძირითად, სამართლებრივ არსს, საქართველოს პრეზიდენტი მათ შეცდომებს შეწყალებით ვერ გამოასწორებს, – ამის შესახებ მარგველაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. “რა ლოგიკით შევიწყალო მიხეილ სააკაშვილი?! პროკურატურას ვერ გაურკვევია, ბრალი როგორ უნდა წაუყენოს, როგორ ჩამოაყალიბოს გამოძიება, მოსამართლეს ვერ გაურკვევია ზღვარი შეწყალების მუხლის არაკანონიერ გამოყენებას, შეთქმულებასა თუ […]
გია ხუხაშვილი: „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ელიტა ბიძინას რესურსებზე პარაზიტირებს“
ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალური ქსელით პოსტს აქვეყნებს და საპარლამენტო უმრავლესობას პარაზიტებს ადარებს. – პარაზიტი – ცოცხალ ორგანიზმში მობინადრე არსებები. ისინი „მასპინძელ“ ორგანიზმებს ართმევენ საკვებ ნივთიერებებს და მრავლდებინ.“ ასე პარაზიტირებს ქართული ოცნების პოლიტიკური ელიტა ბიძინას რესურსებზე. პანკისშიც არ ჩადიან, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს პრობლემაც, ისევე როგორც სხვა ყველაფერი მისი მოსაგვარებელა, ან თუ ვერ მოგვარდა, მისი ბრალია. […]










