კატეგორია: პოლიტიკა

იქმნება ორი ტიპის რეზერვი: აქტიური რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი

თავდაცვის სამინისტრო რეზერვისა და მობილიზაციის ახალ კონცეფციას აქვეყნებს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება ორი ტიპის რეზერვი: აქტიური რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი. კერძოდ, კონცეფციის მიხედვით, აქტიური სარეზერვო სამსახური იქნება ნებაყოფლობითი, გაფორმდება კონტრაქტი 5 წლამდე ვადით, ხოლო 5 წლიანი პერიოდი ჩაითვლება შრომის საერთო სტაჟში. გაწვევის შემთხვევაში რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი. კანონპროექტის მიხედვით აქტიურ […]

ყაზახეთი აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია ცენტრალურ აზიაში

გასული კვირის მთავარი პოლიტიკური მოვლენა ყაზახეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ოფიციალური ვიზიტი გახლდათ აშშ-ში. ყაზახეთის ლიდერი თეთრი სახლის ხელმძღვანელს, დონალდ ტრამპს შეხვდა, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც ეძღვნებოდა მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საკითხს, სიტყვით წარდგა და რამდენიმე საქმიანი შეხვედრაც გამართა პირველების დროა თავდაპირველად უნდა აღვნიშნოთ, რომ ხსენებული ვიზიტი გარკვეულწილად უპრეცედენტო გახლდათ. ყაზახეთის პრეზიდენტი ცენტრალური აზიის ლიდერთა […]

პრემიერმა ბიზნესომბუდსმენად ირაკლი ლექვინაძე დანიშნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესომბუდსმენად ყოფილი ვიცე-მერი, ირაკლი ლექვინაძე დანიშნა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ის დარწმუნებულია, რომ ირაკლი ლექვინაძე იქნება ბიზნესის ხმა მთავრობაში. – გვინდა წარმოგიდგინოთ ახალი ბიზნესომბუდსმენი – ირაკლი ლექვინაძე. მას საზოგადოება უკვე იცნობს. იყო მერის მაოდგილე, პროფესიით არის ეკონომისტი, ბიზნესადმინისტრირების დოქტორი. სხვადასხვა დროს იყო არაერთი საერთაშორისო პროგრამის კონსულტანტი, ახალგაზრდა ფინანსისტთა […]

სერგეი შამბა – ”სააკაშვილს სასჯელი 3 პოლიციელის შეწყალებისთვის გამოუტანეს, ლუკავას შეწყალება კი ხაჯიმბამ ერთპიროვნულად გადაწყვიტა”

ქართულმა სასამართლომ სასჯელი გამოუტანა სააკაშვილს იმის გამო, რომ შეწყალების კომისიის გვერდის ავლით სამი პოლიციელი შეიწყალა, ხოლო გიორგი ლუკავას შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება რაულ ხაჯიმბამ ერთპიროვნულად მიიღო, – განაცხადა „ერთიანი აფხაზეთის“ პარტიის ლიდერმა სერგეი შამბამ. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტს შეწყალების უფლება აქვს, ასეთი გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“. „ჩვენ არ შეგვიძლია გულგრილი ვიყოთ იმასთან […]

გროზნოს მერი ხუჩიევი – ”საქართველოში ტურისტად ჩამოვედი”

გროზნოს მერის მუსლიმ ხუჩიევის განცხადებით, საქართველოში ის შვებულებაში ყოფნის დროს, ტურისტული მიზნით ჩამოვიდა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. – 2018 წლის 9 იანვრიდან მე ოფიციალურ შვებულებაში ვიმყოფები, საქართველოში კი ტურისტული მიზნით ჩავედი. მოვუწოდებ ლეგენდების მძებნელებს ჩააცხრონ ბობოქარი ფანტაზია და რეალური პრობლემების გაშუქებით დაკავდნენ, – განაცხადა ხუჩიევმა. გროზნოს მერი „კურიერმა“ რამდენიმე დღის წინ ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში […]

გუგული მაღრაძემ შპს „მანას“ 40.000 დოლარი ასესხა

პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ, 2017 წლის 29 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებით, შპს „მანას“ 40.000 აშშ დოლარი ასესხა. სესხის ხელშეკრულება 6 თვის ვადით გაფორმდა, თუმცა თანხის გასესხების პირობები დეკლარირებული არ არის. გუგული მაღრაძე მესამე მოწვევის პარლამენტარია. იგი იყო 2004 – 2008 წლების, 2012 – 2016 წლებისა და მოქმედი პარლამენტის წევრი. დღეისთვის მას პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის […]

ნაციონალები მერიაში მთავრობის სხდომაზე შეუშვეს

თბილისის მერიაში მიმდინარე მთავრობის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრები შეუშვეს. პარტიის წევრები მერიაში ცოტა ხნის წინ მივიდნენ და სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა თავდაპირველად მერიის დაცვის სამსახური მათ სხდომათა დარბაზში არ უშვებდა. საბოლოოდ, “ნაციონალების” წევრებს სხდომაზე დასწრების საშუალება მიეცათ. როგორც ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა განაცხადეს, ისინი მერიაში კონკრეტულ საკითხებზე სასაუბროდ მივიდნენ. მერიის მთავრობის სხდომას ”ნაციონალური მოძრაობის” საკრებულოს […]

მამუკა არეშიძე: “მარგველაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება”

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ მმართველ პარტიას საპრეზიდენტო პოსტზე სოლიდური კანდიდატურის შერჩევა მოუწევს. – ბატონო მამუკა, მმართველი პარტიის კულუარებში არაერთი საპრეზიდენტო კანდიდატურა დასახელდა თუმცა, ეს კანდიდატები უარყოფენ, რომ ისინი პრეზიდენტის პოსტზე განიხილებიან. “ქართულ ოცნებას” გაუჭირდება საპრეზიდენტო კანდიდატის გაყვანა, თუ ვინც არ უნდა დასახელდეს, უკონკურენტოა? – არა, ასე ვერ ვიტყოდი, რომ ვინც არ […]

„ბაღის პედაგოგები ვალდებული არიან, რომ ყოველწლიურად გაიარონ სამედიცინო შემოწმება“ – კახა კალაძე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბაღის პედაგოგები ვალდებულნი არიან ყოველწლიურად გაიარონ სამედიცინო შემოწმება და ეს მკაცრი მოთხოვნაა. კალაძემ ამის შესახებ ერთ-ერთ საბავშვო ბაღში პედაგოგისთვის ტუბერკულოზის დიაგნოზთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. “დღეს დილით ბაღების სააგენტომ გააკეთა განცხადება. პირველი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა, ვისაც შეხება ჰქონდა კონკრეტულ ადამიანთან, რომელსაც დაუდგინდა ​ტუბერკულოზი, გაიარონ […]

კადიროვმა თბილისში გროზნოს მერი ხუჩიევი გამოგზავნა

გროზნოს მერი გასაიდუმლოებული ვიზიტით საქართველოში იმყოფება. „კურიერის“ კამერამ მუსლიმ ხუჩიევი ბათუმში დააფიქსირა, სადაც ის თბილისიდან ჩავიდა. რა მიზნით ჩამოვიდა ქვეყანაში რამზან კადიროვის უახლოესი გარემოცვის წევრი და გავლენიანი მაღალჩინოსანი უცნობია. ასევე უცნობია, უკავშირდება თუ არა კადიროვის უახლოესი მეგობრის ვიზიტი საქართველოში, თბილისში ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას და პანკისში არსებულ ვითარებას. ნიუპოსტი