კანონპროექტი ნარკოპოლიტიკის შესახებ, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა, დროებით შეჩერდა. საპატრიარქო – პარლამენტის წინააღმდეგ, ასე მოინათლა ეს დავა. “ახალი თაობა” აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “ქართული დასის” ლიდერ ჯონდი ბაღათურიას ესაუბრა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა აღნიშნულ განხილვებში. – ბატონო ჯონდი, კანონპროექტს ნარკოლიბერალიზაციის შესახებ დიდი ხმაური მოყვა. თქვენთვისაც ცნობილია, რომ საპატრიარქო აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა და მისი შეჩერება მოითხოვა. […]
კატეგორია: პოლიტიკა
ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს
მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. აბესაძე პატიმრობიდან 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. აბესაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა. მან აბესაძის გათავისუფლების მოთხოვნის საფუძვლად ექსპერტიზის ახალი დასკვნაც წარადგინა.
თბილისის მერიაში ზონალური საბჭო და 19 კომისია გაუქმდა
თბილისის მერიაში, სტრუქტურული რეფორმის ფარგლებში, სათათბირო ორგანოები – კომისიები და საბჭოები გაუქმდა. ამის შესახებ დღეს სტრუქტურული რეფორმის პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი. რეფორმის ფარგლებში, ე.წ. ზონალური საბჭო და სხვა 19 კომისია და საბჭო გაუქმდა. კომისიების და საბჭოების ფუნქციები მერიის შესაბამის სტრუქტურებს გადაუნაწილდათ.
გიორგი მარგველაშვილმა სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა სენაკში დაასრულა
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს სენაკში დაასრულა, სადაც 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, სოხუმელი თემურ ბოკუჩავას სახელობის აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლის ეზოში დროშა თემურ ბოკუჩავას შვილმა, მეუღლემ და მასწავლებელმა აღმართეს. სახელმწიფო ჰიმნი კი, ანსამბლმა “სენაკი” შეასრულა. საქართველოს პრეზიდენტმა სკოლის ბიბლიოთეკა დაათვალიერა, რომლის რეაბილიტაცია სარეზერვო ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. ასევე პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის […]
ქუთაისში სახელმწიფო დროშა ექიმებმა აღმართეს
იუნკერების შემდეგ, სახელმწიფო დროშა ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ეზოში, ექიმებმა აღმართეს. სახელმწიფო ჰიმნი კი, ანსამბლმა “ქუთაისი” შეასრულა. ცერემონიაში მონაწილეობდნენ საქართველოს პრეზიდენტი, ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე. ქუთაისში პრეზიდენტმა ცერემონიის მონაწილეებს, მედპერსონალსა და პარტია “თავისუფალი საქართველოს” წარმომადგენელს გოგი წულაიას სახელმწიფო დროშები […]
ბოსნიის საგარეო უწყება – ”ბიბილოვის ვიზიტი აზიანებს რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაციას”
ბოსნია-ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკაში (Republika Srpska) ოკუპირებული ცხინვალის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით 11 იანვარს ბოსნიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გააკეთა, სადაც დაადასტურა, რომ სამინისტრო ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. ინფორმაციას ამის შესახებ “ამერიკის ხმა” ავრცელებს. „თვითგამოცხადებული და საერთაშორისო დონეზე არაღიარებული სამხრეთ ოსეთიდან ვიზიტმა, ბოსნია-ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკას დიდი ზიანი მიაყენა. ამან რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაცია შელახა და […]
ნარჩემაშვილი საპატრიარქოს წინააღმდეგ
საპარლამენტო უმრავლესობის ერთი ერთი წევრი კობა ნარჩემაშვილი აცხადებს, რომ საკანონმდებლო პროცესში ჩარევა მიუღებელია. ნარჩემაშვილი საპატრიარქოს იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც სასულიერო პირები ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვის დროებით შეჩერებას ითხოვენ: – გარკვეული ნაბიჯები ლიბერალიზაციის თვალსაზრისით გადასდგმელი გვაქვს. კანონპროექტი საკმაოდ კარგ დებულებებს შეიცავს. არის ზოგიერთი ნიუანსები, რომელსაც მეც არ ვეთანმხები, მაგრამ ეს არის გამომსასწორებელი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა […]
კახა კალაძემ თბილისის გენგეგმას ხელი არ მოაწერა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის გენგეგმასთან დაკავშრებით ბრიფინგი გამართა, რომლის ფარგლებშიც აღნიშნა, რომ მან ხელი არ მოაწერა გენგეგმას. – მოგეხსენებათ, თბილისის ურბანული განვითარება ჩვენი პროგრამული პრიორიტეტია, ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ შევიმუშავებდით თბილისის მიწათსარგებლობის ისეთ გენერალურ გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის მდგრად და სტაბილურ განვითარებას. თბილისის მიწათსარგებლობის ეფექტიანი გენერალური გეგმის შემუშავება დედაქალაქის სტრატეგიულად სწორი და პერსპექტიული განვითარებისათვის, […]
მეჭიაური: ეს საბოტაჟია, რომელსაც ქუცნაშვილი მართავს
თიანეთის მერი ზაქარია ქუცნაშვილის ბრალდებას პასუხობს. თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ მუნიციალიტეტში ტრანსპორტის გადაადგილების პრობლემა არის და ეს პროცესი სწორედ ქუცნაშვილის მიერაა მართული: – დიახ, შეფერხებები ნამდვილად იყო. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ტენდერი ჩატარდა გუშინ და გამოვლინდა გამარჯვებული, ორშაბათიდან გამოსწორდება მდგომარეობა. დავინტერესდი, რატომ მივიდა საქმე აქამდე, ახსნა განმარტებას ვაწერინებ ყველას. ეს საბოტაჟია. ვმუშაობ იმ სტრუქტურით და იმ […]
ალეკო ელისაშვილს პრეზიდენტობა მოუნდა
თბილისის მერობის ყოფილმა კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა შესაძლოა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. როგორც ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მის მიერ შექმნილი საზოგადოებრვ-პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც უახლოეს მომავალში ჩამოყალიბდება, აქტიურად ჩაერთვება პოლიტიკურ პროცესებში, განსაკუთრებული ყურადღება კი საპარლამენტო არჩევნებზე გამახვილდება. წამყვანის მიერ დასმულ კითხვაზე, თავად აპირებს საპრეზიდენტო კანდიდატობას თუ რომელიმე მისი თანამოაზრე, ელისაშვილი კონკრეტულ პასუხს არ […]










