კატეგორია: პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: პარლამენტი პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებულ გზავნილებს გაითვალისწინებს

გზავნილები, რომელიც იყო გაჟღერებული ეპისტოლეში, იქნება ჩვენთვის ყურადსაღები და გათვალისწინებული მუშაობის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქრისტეს შობისადმი მიძღვნილი ლიტურგიის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ირაკლი კობახიძე საშობაო ლიტურგიას, დეპუტატებთან ერთად, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაესწრო. საზეიმო წირვის დაწყებამდე, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილმა საზოგადოებამ უწმინდესის და უნეტარესის, […]

სკანდალი ხელისუფლებაში – სოფო კილაძეს ელგა ფოლადაშვილი დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს საკუთარი თანამშრომელი უჩივის. სოფო კილაძეს აპარატის მოქმედი თანამშრომელი ელგა ფოლადაშვილი დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კომიტეტის თავმჯდომარე მისი სამსახურიდან გაშვებას და ახლობლების დასაქმებას აპირებს, ფოლადაშვილის თქმით კილაძემ მას სამსახურის დატოვება მოსთხოვა. ოფიციალურ მიზეზად კი იურისტის დიპლომის არქონა დაასახელა. – მითხრა, რომ ეს ჩემი კომიტეტია და გადაწყვეტილებებს ვიღებ მეო. ამაზე […]

მარგველაშვილმა სააკაშვილის განაჩენი შეაფასა – ,,კონსტიტუციური მუხლით პრეზიდენტის დევნა ბადებს კითხვას და ზიანს აყენებს საგარეო იმიჯს“

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის გამამტყუნებელ განაჩენზე სანდრო გირგვლიანის საქმესთან მიმართებით კომენტარი გააკეთა. – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმემ და მაშინდელი ხელისუფლების რეაქციამ გამოიწვია ქართული საზოგადოების უაღრესი აღშფოთება, ეს აღშფოთება თავის დროზე გაიზიარა სტრასბურგის სასამართლომაც, თუმცა ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, სამწუხაროდ, მონაწილე ადამიანები დაწინაურებულნი იქნენ, რამაც კიდევ ერთხელ გააჩინა უნდობლობა სამართალდამცავი სისტემის მიმართ. შემაშფოთებელია, რომ პროკურატურამ […]

გიგი უგულავა სააკაშვილის განაჩენზე – დღეს არა სამართალი, არამედ შურისძიება ზეიმობს

– თემიდას თვალები ახვეული აქვს არა იმიტომ, რომ მზის სათვალები არ არსებობდა, არამედ – გაუძლოს ზეწოლათა შორის ყველაზე მძიმეს – საზოგადოებრივ აზრს – ასე ეხმაურება ”ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილისათვის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საკითხს. გიგი უგულავა საკითხს ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნავს, რომ დღეს არა სამართალი, არამედ შურისძიება ზეიმობს. ”თემიდას […]

გია ხუხაშვილი – „თუ სააკაშვილი დამნაშავეა, მურუსიძეც გვერდით მიუსვან!“

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი არ გამორიცხავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააკაშვილის უკრაინიდან ექსტრადირების საფუძველი გახდეს, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ცუდ დღეში აღმოჩნდება. „ნიუპოსტთან“ საუბრისას ხუხაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მოქმედი ხელისუფლებისთვის „დიდი თავის ტკივილია“. – საქართველოში გამოტანილი განაჩენის ფონზე მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირება შესაძლებელი ხდება, მაგრამ თუ პოლიტიკურ განზომილებაში განვიხილავთ, ჩვენი შიდა […]

“პანკისში სპეცოპერაცია დროულად ჩატარდა, მაგრამ რაღაც კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს”

რა საფრთხეებია საქართველოს წინაშე, რის შეთავაზებას აპირებს მოსკოვი პროდასავლური ძალებისთვის, რას ნიშნავს კადიროვის მუქარა, ღირს თუ არა სომხეთის გამო აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობის გაფუჭება? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი ესაუბრება. ზაალ კასრელიშვილი: – პანკისის ხეობაში არსებული სიტუაცია საკმაოდ მძიმეა. ეს ტკივილი გასული წლიდან გადმოგვყვა. ერთი მხრივ, სამართალდამცავებმა კანონის დაცვით ჩაატარეს […]

სოხუმის პარლამენტში გიორგი ლუკავას თბილისისთვის გადმოცემა გააპროტესტეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტში ქართული მხარისთვის გიორგი ლუკავას გადაცემის ფაქტის შესასწავლად კომისია შეიქმნა. როგორც „სპუტნიკ-აბხაზია“ წერს, გუშინ ამ საკითხზე გამართულ რიგგარეშე სხდომას „პარლამენტში“ ე.წ. შსს-ს, ”სახელმწიფო უშიშროების სამსახურის”, ”აფხაზეთის უზენაესი სასამართლოსა” და ე.წ. გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის, გარი არშბას განცხადებით, ლუკავა, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, რაულ […]

სოხუმის ცენტრალურ პარკში გიორგი ლუკავას გათავისუფლება გააპროტესტეს

გიორგი ლუკავას გათავისუფლებასთან დაკავშირებით ოკუპირებულ სოხუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. ცენტრალურ პარკში ათობით ადამიანი შეიკრიბა და დე ფაქტო მთავრობისგან დაზუსტებული ინფორმაცია მოითხოვა, რა პრინციპით გადაეცა ლუკავა ქართველ სამართალდამცველებს. ამის შესახებ 1tv-ი წერს. აქციაში დე ფაქტო პარლამენტის წევრებიც იღებდნენ მონაწილეობას. ისინი თვლიან, რომ პირი, რომელსაც 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა „მისჯილი“, დრანდის ციხიდან საიდუმლოდ არ უნდა გაეყვანათ, გაეთავისუფლებინათ ან გაეცვალათ. ამასთან […]

“გახარია პრემიერობაზე ფიქრს უნდა დაემშვიდობოს. ივანიშვილმა ამ პოსტზე ბახტაძის კანდიდატურა შეარჩია”

ლადო სადღობელაშვილი: “ჩინოსნები ნაშებსაც კი ბიუჯეტის ხარჯზე ინახავენ” რა შეცდომებს უშვებს შინაგან საქმეთა მინისტრი, რაზე შეთანხმდნენ მოქმედი და ყოფილი ხელისუფლება, რამდენი ადამიანი უპირისპირდება “ოცნებიდან” რეალურად ნაციონალებს, რატომ უნდა შეიცვალოს 2 წელიწადში ერთხელ მთავრობის მეთაური, ვინ აშენებს თბილისში ელიტურ ჰარამხანას? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება. ლადო სადღობელაშვილი: – ძალიან […]

მიხეილ სააკაშვილი: გადავწყვიტე სააპელაციო სასამართლოში მომეყვანა ჩემი ვაჟი, რადგან რომ გაიზრდება, ემახსოვრება როგორ გამოიყურებოდა საბჭოთა კავშირი

უკრაინის სააპელაციო სასამართლოში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით უკრაინის გენერალური პროკურატურის საჩივრის განხილვა დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში მეუღლე სანდრა რულოვსთან და უმცროს ვაჟთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად მივიდა. პროცესის დაწყებამდე მან ჟურნალისტებს განცხადებით მიმართა. – ამ პროცესებისგან მე უკვე გული მერევა, მაგრამ მე მაინც დავდივარ ყველა დაკითხვასა თუ სასამართლოზე. ყველა უკრაინელმა იცის, რომ […]