მთავრობის ადმინისტრაციასთან პანკისის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. შეკრება „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის“, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“, „თეთრი ხმაურის მოძრაობისა“, „აუდიტორია 115-ისა“ და „კავკასიური სახლის“ ინიციატივით დაიგეგმა. სამოქალაქო სექტორის მოთხოვნაა, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს სიმართლის დადგენა და ეფექტიანი გამოძიება 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე. არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ასევე ითხოვენ, რომ სახელმწიფომ პანკისის ხეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება […]
კატეგორია: პოლიტიკა
ივანიშვილის ქონება ერთ წელიწადში 380 მილიონით გაიზარდა – ექსპემიერი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების სიაში 318-ე ადგილზეა
500 ყველაზე მდიდარი ადამიანის რეიტინგში, რომელსაც Bloomberg აქვეყნებს, ბიძინა ივანიშვილი 318-ე ადგილს იკავებს. ბიძინა ივანიშვილის ქონება 5.85 მილიარდადაა შეფასებული. რეიტინგში ხაზგასმულია, რომ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში მდებარე რეზიდენციაში საკუთარი ზოოპარკი აქვს. როგორც რეიტინგში გამოქვეყნებული მონაცემებით ხდება ცნობილი, 2017 წლის იანვრიდან 2018 წლის იანვრამდე ივანიშვილის ქონება 380 მილიონით გაიზარდა. (2017 წლის იანვარი- 5.47 მილიარდი; 2018 წლის იანვარი […]
„ძალიან საშიში სიტუაციაა“ – რა ხდება პანკისში და ვინ ცდილობს ვითარების არევას
პანკისის სპეცოპერაციისას თავს არეში მძიმედ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ოჯახი სამძიმარს ამ წუთებში იღებს. ხეობის მოსახლეობა კი იმ სპეცრაზმელის დასჯას ითხოვს, რომელმაც ახალგაზრდას თავის არეში ესროლა. 19 წლის ბიჭის დედის, აიზა მარგოშვილის თქმით, მისი შვილი დღეს დილით უნდა გადაეყვანათ თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ. – დღეს, დილით უნდა გადაგვეყვანა და სპეციალურად მომიკლეს შვილი ამ ფაშისტებმა, არაფრის […]
ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნად ინიშნება
imedinews-ის წყაროს ინფორმაციით, ანა ნაცვლიშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის პოსტზე ინიშნება. ის ამ თანამდებობაზე ანა დოლიძეს შეცვლის, რომელიც პრეზიდენტმა იუსტიციის საბჭოში წარმომადგენლად დღეს დანიშნა. ანა ნაცვლიშვილი ამ ინფორმაციას ჯერ არ ადასტურებს, საიას ყოფილი თავმჯდომარე ამ ეტაპზე კომენტარებს არ აკეთებს. ანა ნაცვლიშვილი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობდა, მან ეს თანამდებობა 1 თვის წინ დატოვა. ნაცვლიშვილის კანდიდატურა […]
პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ანა დოლიძე დანიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ანა დოლიძე დანიშნა. გიორგი მარგველაშვილმა ანა დოლიძე პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე წარადგინა, რომელსაც ამჟამად პრეზიდენტის კვოტით დანიშნული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ვახტანგ მჭედლიშვილიც ესწრებოდა. უმაღლესი საბჭოს წევრად წარდგენის შემდეგ ანა დოლიძემ პრეზიდენტს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და საკუთარ პასუხიმგებლობაზე ილაპარაკა. – მადლობა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს […]
თიანეთში შესაძლოა მერის ხელახალი არჩევნები დაინიშნოს
იმ შემთხვევაში თუ თიანეთის საკრებულო ბიუჯეტის პროექტს მესამე მოსმენით მხარს არ დაუჭერს თიანეთში თვითმმართველობის არჩევნები დაინიშნება. თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური კი დღეს საკრებულოს ხმაურიანი სხდომისთვის ემზადება. ის საკრებულოს წევრებს კიდევ ერთხელ წარმოუდგენს ბიუჯეტს, რომელიც საკრებულომ ორჯერ უკვე ჩააგდო. რაც შეეხება ახალ არჩევნებს, მეჭიაური აცხადებს, რიმ ამისთვსაც მზადაა: – ბიუჯეტი ორჯერ პოლიტიკური ნიშნით ჩააგდეს. პროექტი, რომელიც […]
პროკურატურა პრეზიდენტს ემუქრება
– ‘’ქართული ოცნების’’ შემდეგ პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ აშკარად შეტევაზე გადავიდა ოცნებისადმი დაქვემდებარებული პროკურატურა“ – ასე აფასებს პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივანი, ლევან სამუშია ე.წ. შეწყალების საქმის პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილის მიერ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიმართ გამოთქმულ კომენტარს. ლევან სამუშიას განმარტებით, ,,პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილის განცხადება საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან მიმართებაში, არის ‘’ქართული ოცნებისა’’ და პოლიტიკური პროკურატურის პოზიცია […]
განხეთქილება “ქართულ ოცნებაში” – სოფო კილაძეს ეკა ბესელია კრიჭაში ჩაუდგა
იმაში ახალი არაფერია, რომ „ოცნებაში“ არეულობას ელიან. უფრო მეტიც, მოსალოდნელ „პარტიულ დესტაბილიზაციაზე“ თავად უმრავლესობის წევრებიც კი პირად საუბრებში უკვე ღიად საუბრობენ და ამბობენ, რომ გაზაფხულის პირველ დეკადაში მმართველ გუნდში, შესაძლოა, დიდი კრიზისი დაიწყოს. ეს ხმები შესაძლოა, გადაჭარბებულია, მაგრამ „ნიუპოსტს“ კონფიდენციალური წყაროები ეუბნებიან, რომ უმრავლესობის რამდენიმე წევრი ერთმანეთს უკვე გამარჯობასაც აღარ ეუბნება. – რასაც ახლა გეტყვით, […]
გიორგი მარგველაშვილი ალილოზე – ნეტავ სულ ასე იყოს, მთელი წელი
გრძელდება გუშინდელი საოცარი დღესასწაული ახლის და კეთილის დაბადების, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში, შობის მახარობლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პრეზიდენტმა ალილოს მონაწილეებს უმასპინძლა და საჩუქრები გადასცა. “ჩემო საყვარელო თანამემამულეებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ შობას. მშვენიერია, რომ შობა გრძელდება ამ ემოციით, როდესაც პატარა ბავშვები და მომლოცველები მოდიან. ჩვენ მათ ვუნაწილებთ სიხარულს, მცირე ძღვენს, რომელიც […]
“რუსეთი საპრეზიდენტო კანდიდატს ლევან ვასაძესთან და მეუფე შიოსთან ერთად შეარჩევს”
რატომ არ იხსენიებს რუსეთის პატრიარქი ილია II-ს სრული ტიტულით, რა დოზით ჩაერევა მოსკოვი საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში, რა რისკების წინაშე დგას საქართველო, რა უნდა გაითვალისწინოს პანკისის მოსახლეობამ? – ამის შესახებ “ახალ თაობას” ანალიტიკოსი გოჩა მირცხულავა ესაუბრება. გოჩა მირცხულავა: – პანკისთან დაკავშირებით ყველას სიფრთხილე გვმართებს. გამოძიების დასადგენია, რამდენად არიან კავშირში ტერორიზმთან სუსის მიერ დაკავებული პირები. იმ მასალიდან, […]










