პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს საკუთარი თანამშრომელი უჩივის.
სოფო კილაძეს აპარატის მოქმედი თანამშრომელი ელგა ფოლადაშვილი დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კომიტეტის თავმჯდომარე მისი სამსახურიდან გაშვებას და ახლობლების დასაქმებას აპირებს, ფოლადაშვილის თქმით კილაძემ მას სამსახურის დატოვება მოსთხოვა. ოფიციალურ მიზეზად კი იურისტის დიპლომის არქონა დაასახელა.
– მითხრა, რომ ეს ჩემი კომიტეტია და გადაწყვეტილებებს ვიღებ მეო. ამაზე ჩემი პასუხი იყო ძალიან მარტივი, რომ ეს არ არის მისი კომიტეტი, ეს არის პარლამენტის კომიტეტი. ამის შემდგომ მისგან იყო ასეთი სვლა, რომ, თუ მე ჩემი ნებით არ დავწერდი განცხადებას, ის მე დისციპლინურ პასუხისგებაში მიმცემდა. კითხვაზე, თუ რის საფუძველზე გააკეთებდა ამას, მითხრა, რომ შენ არ ხარ იურისტი, ისეთ დავალებებს დაგავალებ, რომელსაც, როგორც პროფესიით არაიურისტი ადამიანი, ფიზიკურად ვერ გააკეთებს, – განაცხადა ფოლადაშვილმა.
პროცესი ორშაბათს არის ჩანიშნული, აპარატის თანამშრომლის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებით, ისინი სასამართლოში დისკრიმინაციის დადგენას ითხოვენ, რადგან მათი თქმით როდესაც მოსარჩელის ამ პოზიციაზე დასაქმება მოხდა, დამსაქმებლისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ ის პროფესიით იურისტი არ იყო.
ნიუპოსტი

