საქართველოს მოქმედი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, მისი წინამორბედის, უჩა ნანუაშვილის მიერ 105 ათას ლარად ნაყიდ Mercedes-Benz GLA-ს აუქციონის წესით ყიდის. ლომჯარიას თქმით, მანქანა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გადასცა, მიღებული თანხა კი ბიუჯეტში გადაირიცხება. მისი თქმით, მსგავსი მოდელის მანქანის საჭიროება სახალხო დამცველის აპარატს არ აქვს და “გაუმართლებლად აზარალებს ბიუჯეტს”. სახალხო დამცველის აპარატმა ავტომობილი 2016 წელს […]
კატეგორია: პოლიტიკა
დაპირისპირება ”ქართულ ოცნებაში” – თალაკვაძე, მდინარაძე, გეგიძე და ენუქიძე ახალ ფრაქციებზე ვერ შეთანხმდნენ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან ფრაქციების ფორმირების საკითხზე გამართული კონსულტაცია ისე დასრულდა, რომ მოლაპარაკებაში მონაწილე დეპუტატები ვერ აკონკრეტებენ, როდის მოხდება ახალი ფრაქციების დარეგისტრირება და რა შემადგენლობით ჩამოყალიბდება ფრაქციები. არჩილ თალაკვაძის სამუშაო კაბინეტში მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა, რომელშიც მამუკა მდინარაძე, ბიძინა გეგიძე და გოჩა ენუქიძე მონაწილეობდნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ფრაქციების რეგისტრაცია უახლოეს […]
მანანა ბერიკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტიდან წავიდა
ამ წუთებში ცნობილი ხდება, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის პროექტიდან წავიდა. პროექტის ხელმძღვენელი მედეა მეტრეველი თანამდებობაზე რჩება. ცნობისთვის, მანანა ბერიკაშვილის ირგვლივ სკანდალი გასულ კვირას დაიწყო. მწერლებთნ და გამომცემლებთან შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მანანა ბერიკაშვილი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მოსამზადებელ პროექტში მონაწილეობას აღარ მიიღებდა. მოგვიანებით, კულტურისა და ძეგლთა […]
საქართველოში სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ჩამოვიდა
საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი ეწვია. სერჟ სარგსიანი მეუღლესთან ერთად თბილისის აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა. სომხეთის პირველი პირის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შეხვედრა, მათ შორის: პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან,საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან. სერჟ სარგსიანის ოფიციალური დახვედრის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. საქართველოსა და სომხეთის პრეზედენტები დელეგაციებთან ერთად, გაფართოებული ფომატის შეხვედრებს გამართავენ.
ეკა წამალაშვილი – “ხათუნა ხოფერიამ მაგინა და თმებით მითრია… ეგ და ოქიტაშვილი ფასიანი პროვოკატორები არიან”
– მე მიმაჩნია, რომ ეს ინციდენტი იყო პირდაპირი გაგრძელება და გამოხმაურება და შედეგი იმის, რაც წინა დღეს მოხდა პარლამენტში, – ასე აფასებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ეკა წამალაშვილი, ტელეკომპანია იბერიაში მომხდარ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. მისი თქმით, დავით ოქიტაშვილი და ხათუნა ხოფერია მმართველი გუნდის „ფასიანი პროვოკატორები“ არიან. მან აღნიშნა, რომ ხათუნა ხოფერია სარეკლამო ჭრის დროს თმით თრევით დაემუქრა. […]
პარლამენტის შენობაში წყალი ჩადის (ვიდეო)
“შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა”- ზუგდიდში ხელმოწერებს აგროვებენ
ზუგდიდის ცენტრალურ ბაზარში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ. ენმ-ს ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელის ანა წითლიძის თქმით, სამი დღის განმავლობაში ზუგდიდის მასშტაბით უკვე 5 000-ზე მეტი ხელმოწერა შეგროვდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციამ საქართველოს ექსპრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური დევნის შეწყვეტის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება 19 დეკემბერსს დაიწყო.
დავით ქაცარავა: “რუსების მიერ ქართველების გატაცება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა”
“ახალი თაობის” კითხვებს მსახიობი დავით ქაცარავა პასუხობს. – ბატონო დავით, რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთიდან ლალი ხაჩირაშვილი გაიტაცეს. გვესმის შეფასებები, რუსი მესაზღვრეები შანსს არ უშვებენ ხელიდან და ყოველ ჯერზე ახალ-ახალ პროვოკაციებს გვიწყობენო. თქვენ იმყოფებოდით სოფელ ხურვალეთში, შეხვდით ოჯახს. რის თქმა შეგიძლიათ? რა ხდება? – სიტუაცია იგივეა, არაფერი შეცვლილა, მოჩვენებითი სიმშვიდე სუფევს, თუმცა, ვიმეორებ, ეს მოჩვენებითი სიმშვიდეა. […]
შალვა ნათელაშვილი: “ვიწყებ საქართველოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას”
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი საქართველოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას იწყებს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ მან, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. – ბევრი ვიფიქრე, როგორ მიმელოცა ჩემი ხალხისთვის ახალი წელი და ეს ბრწყინვალე დღესასწაულები. დღეს იმაზე დიდი მილოცვა, ვიდრე თავგანწირული ბრძოლისთვის მზადყოფნის გამოხატულებაა, ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს. მომავალ წელს ტარდება უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნები ხალხის მონაწილეობით. ჩვენ […]
პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა
პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა. მთავრობას და სამთავრობო პროგრამას ”თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა 2018 – 2020” 103 ხმით გამოუცხადეს ნდობა. მის წინააღმდეგ ხმა 17 დეპუტატმა მისცა. კენჭისყრის შემდეგ სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა. განახლებული მთავრობა 13 სამინისტროთი და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატით იქნება წარმოდგენილი. მინისტრთა კაბინეტი შემდეგი შემადგენლობით დაკომპლექტდა: გიორგი კვირიკაშვილი – პრემიერ-მინისტრი; მიხეილ ჩხენკელი – განათლებისა […]










