საქართველოში სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი ჩამოვიდა

საქართველოს სომხეთის პრეზიდენტი ეწვია.

სერჟ სარგსიანი მეუღლესთან ერთად თბილისის აეროპორტში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა.

სომხეთის პირველი პირის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა შეხვედრა, მათ შორის: პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან,საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან.

სერჟ სარგსიანის ოფიციალური დახვედრის ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება. საქართველოსა და სომხეთის პრეზედენტები დელეგაციებთან ერთად, გაფართოებული ფომატის შეხვედრებს გამართავენ.