კატეგორია: პოლიტიკა

აფგან მუხთარლი გიორგი კვირიკაშვილს დაემუქრა – “მას პასუხის გაცემა მოუწევს”

აფგან მუხთარლი სასამართლო პროცესზე საქართველოს პრემიერმინისტრსა და შინაგან საქმეთა მინისტრებზე ლაპარაკობს. ბელაქანში, სასამართლო დარბაზში თბილისიდან გატაცებულ ჟურნალისტს კითხვები “კურიერმა” დაუსვა. მუხთარლი აცხადებს, რომ ეს იყო სახელმწიფოებრივ დონეზე შეთანხმებული დანაშაული და პირველად ყვება, ვინ და რა ვითარებაში გაიტაცა თბილისიდან. აზერბაიჯანული კანონმდებლობით ქვეყნის სასამართლოში გადაღება აკრძალულია და “კურიერის” ჟურნალისტი აფგან მუხთარლის კამერის გარეშე ესაუბრა. ჟურანლისტი დაწვრილებით საუბრობს, თუ როგორ აღმოჩნდა ის საქართველოდან […]

გომელაური სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ბელარუსში საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავს?

“კურიერის” ინფორმაციით, სუს-ის უფროსი, ვახტანგ გომელაური ბელარუსში მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით საიდუმლო მოლაპარაკებებს მართავს. “რუსთავი 2”- ის ინფორმაციით, გომელაური შეხვედრებს უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მართავს. „კურიერის“ წყაროს ცნობით, უკრაინის და საქართველოს ხელისუფლებები სააკაშვილის ექსტრადიციისთვის ემზადებიან და გომელაურის ვიზიტის მიზანიც სწორედ საქართველოს მესამე პრეზიდენტის გადმოსაცემად დეტალების შეთანხმებაა. სუს-ში ინფორმაციას არ ადასტურებენ. უწყების მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გომელაური […]

მარგველაშვილმა ნარმანია სემეკის წევრად წარადგინა

საქართველოს პრეზიდენტმა სემეკ-ის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე თბილისის ყოფილი მერის, დავით ნარმანიას კანდიდატურა წარადგინა. შესაბამის ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. – მიმდინარე წელს საქართველოს პრეზიდენტმა სემეკის სამ ვაკანტურ თანამდებობაზე სამი შესაბამისი კანდიდატურა წარადგინა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტისთვის სემეკის წევრობის კანდიდატების წარდგენა საჭიროებს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასთან. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, ნომინირებული იქნა მაია მელიქიძის კანდიდატურა, […]

“უცნობის” სიძე გიორგი შარაშიძე: “კვირიკაშვილი გამოძიებაზე ზეწოლას ახდენს”

“სიტროენ ჯორჯიას” გენერალურმა დირექტორმა, გია გაჩეჩილაძის სიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის სახელზე განცხადება შეიტანა. გიორგი შარაშიძის განმარტებით, ადმინისტრაციაში წარადგინა დოკუმენტაცია, რომელიც უკვე კონკურენციის სააგენტოშია წარდგენილი და სურს, რომ გიორგი კვირიკაშვილი გაეცნოს მას. შარაშიძის თქმით, ის ელოდება გამოძიების დასრულებას, მათ შორის კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას. – როდესაც პრემიერი ამბობს, რომ მე გადავდგები თუ ეს დადასტურდა, ეს არის წნეხი […]

“ხადური  კვირიკაშვილის გადადგომას ხელს არ მოაწერს” – “სიტროენ ჯორჯია”ქართულ ბაზარს ტოვებს

“სიტროენ ჯორჯიას” საქმის მასალებს კომპანიის დირექტორი, გიორგი შარაშიძე დღეს პრემიერის აპარატში მიიტანს. ფრანგული ავტომწარმოებელი კი ქართულ ბაზარს ტოვებს. კომპანიამ საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზები გუშინ გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოში ბაზარი არასტაბილური და კორუფციული აღმოჩნდა. “ჰიუნდაიმ მოიგო იგივე ტენდერი, მას საერთოდ არ ჰქონდა აისო სერთიფიკატი, ჰქონდა სხვა ტიპის სერთიფიკატი და ერთ ერთი სერთიფიკატი მათაც ჰქონდა […]

ვინ აფინანსებს პარტიებს საქართველოში?- “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” სკანდალური დასკვნა

ვინ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში? ამასთან დაკავშირებით “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” სკანდალური კვლევა გამოაქვეყნა. არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა შემომწირველების მიერ ტენდერების მოგების ტენდენცია, საუბარია ასევე თანხის გადარიცხვის შემდეგ, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების დაბრუნებაზეც. მმართველი პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულობებსა და ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებულ შემოწირულობას შორის დიდი სხვაობაა, რამაც ოპოზიციური პარტიები არაკონკურენტულ ვითარებაში ჩააყენა. “2017 წლის 1 […]

გია გაჩეჩილაძე პრემიერს – ,,ბოდიში, გიორგი, კარგია? მოგწონს? საქმეს ეშველა?”

– როგორ შეიძლება თქვას ასეთი რამ პრემიერმა, რომ შეისწავლა საქმე, რა შეისწავლა, რა, ხეჩიკაშვილს ჰკითხა? გია გაჩეჩილძე ამბობს, რომ მეგობრობის მიუხედავად არ აპირებს გაჩუმებას. მას დავა აქვს სპორტის სამინისტროს მიერ გაფორმებულ 57 ტენდერზე, რომელიც ხეჩიკაშვილის უწყებამ უკონკურენტოდ გასცა. – ისე აკეთებენ თითქოს პირველად ესმის, მთელი საზოგადოებრივი აზრი ჩემსკენაა. რაც გამოსასწორებელია გამოვასწოროთ… ბოდიში კი არა. ბოდიში, […]

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე გირგვლიანის საქმეზე ადვოკატები აიცილა

ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს სასამართლოებში მიმდინარე სანდრო გირგვლიანის საქმეზე ადვოკატები აიცილა. ამის საფუძველი სტრასბურგის სასამართლოს მიერ ვანო მერაბიშვილის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება გახდა. სანდრო გირგვლიანის საქმეზე დაცვის მხარეს დღეს დასკვნითი სიტყვა უნდა ეთქვა, თუმცა ადვოკატებმა ბრალდებულის პოზიცია გააჟღერეს და განაცხადეს, რომ სააკაშვილი უნდობლობას უცხადებს ქართულ მართლმსაჯულებას. ამასთან, როგორც ადვოკატმა დავით კაკოიშვილმა აღნიშნა, უკრაინაში განვითარებული მოვლენების […]

ნიკა მელია: „დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კვირიკაშვილს აკლდა მზესუმზირა, ერთი კათხა ლუდი, კრიალოსანი და სადმე ქუჩის კუთხეში საქმე უნდა გაერჩია ძმაკაცთან“

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ის „დაპირისპირება, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და მის მეგობარ მომღერალ გიორგი გაჩეჩილაძეს შორის წარმოიშვა, მას ერთგვარ უხერხულობას უქმნის“. მისივე თქმით, „კვირიკაშვილის ნაცვლად შერცხვა“. როგორც ჟურნალისტებს ნიკა მელიამ განუცხადა, კვირიკაშვილსა და გაჩეჩილაძეს შორის არსებული ეს დაპირისპირება არის შეურაცხყოფა საქართველოს მოქალაქეების. – გულახდილად გეტყვით, პირველად და იმედია, უკანასკნელად შემრცხვა კვირიკაშვილის […]

მიხეილ სააკაშვილი: „საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში ხალხი უმალ გამათავისუფლებდა“

საქართველოში ექსტრადირების შემთხვევაში ხალხი უმალ გამათავისუფლებდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ეხო კავკაზასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „ხელისუფლებას საქართველოსთან ჩუმად მოლაპარაკება და ჩემი ექსტრადირება უნდოდა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებასაც გაუჩნდებოდა პრობლემები. ხალხი მე უმალ გამათავისუფლებდა და მე პოროშენკოსთვის ათჯერ უფრო დიდი პოლიტიკური რისკ-ფაქტორი გავხდებოდი. მე არ მაქვს იარაღი, არ მყავს „ბოევიკები“, ვინმეზე თავდასხმას არ ვაპირებ. […]