კატეგორია: პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი: „გია გაჩეჩილაძემ თავისი სიტყვები წაიღოს უკან“

ჩემთვის მიუღებელია, როდესაც ჩემი გუნდის წევრს ლანძღავენ და მე მაქებენ. არ მჭირდება ასეთი ქება, თავისი სიტყვები წაიღოს უკან, – ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გია გაჩეჩილაძის (“გრეჩიხა”) ბრალდებებს. მისი თქმით, ტარიელ ხეჩიკაშვილი არის ძალიან ღირსეული ადამიანი და “მას არასდროს შეურევია თავისი სახელმწიფოებრივი და ბიზნეს საქმიანობა”. – ტარიელ ხეჩიკაშვილმა თავისი მინისტრობის პერიოდში ძალიან ბევრი გააკეთა. […]

გერმანიაში საქართველოს ელჩად ელგუჯა ხოკრიშვილი დაინიშნა – ყოფილი მინისტრი ლადო ჭანტურიას შეცვლის

საქართველოს პრეზიდენტმა, დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, ელგუჯა ხოკრიშვილი დაინიშნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილმა ახლად დანიშნული ელჩი პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. შეხვედრისას პრეზიდენტმა და ელჩმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. საქართველოს პრეზიდენტმა ელგუჯა ხოკრიშვილს შემდგომ […]

სერგო რატიანი: „სააკაშვილი საქართველოში უნდა დაბრუნდეს და მისი მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უნდა დაბრუნდეს და მისი მომავალი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს: – როგორც ყოველთვის ადამიანები გამოჩნდებიან, რომლებიც უკანონო ბრძანებებს არ ასრულებენ და გუშინ მოსამართლე ვნახეთ, რომელმაც სრულიად განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღო. ასეთი რეჟიმები მარცხდება როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში და მათ ერთნაირი ბედი ეწევათ ხოლმე. პოლიტიკური დევნა არ […]

გიორგი კვირიკაშვილი: „მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მოვისმინე ბევრი სპეკულაცია“

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი საქართველოსა და უკრაინას შორის სამართალდამცავი ინსტიტუციების ურთიერთობის ჩარჩოს არ გასცდენია და პოლიტიკურ დონეზე არ განიხილება. ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, კვლავ ძალაშია თუ არა ქართული მხარის მოთხოვნა სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით. – ამ საკითხთან დაკავშირებით ბევრი კომენტარი გაკეთდა. ეს საკითხი არ გასცდენია სამართალდამცავი ინსტიტუციების ურთიერთობის […]

ნიკა გვარამია – “ოცნება” თანახმა იყო სააკაშვილის საქართველოში მიღებაზე, თუ უკრაინის ხელისუფლება გია ყარამანიშვილს “რუსთავი 2″-ის დათმობას აიძულებდა”

“რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლების გარიგებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მან ეს ინფორმაცია ხელისუფლებასთან დააახლოებული წყაროდან მიიღო. – “ქართულ ოცნებას ეს არ უნდოდა, მაგრამ უკრაინის ხელისუფლებამ სიტუაცია “გადაღუნა” და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მოხდებოდა მიხეილ სააკაშვილის არა ექსტრადიცია, არამედ დეპორტაცია, მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა არა ექსტრადირებულ,ი არამედ […]

მიხეილ სააკაშვილი: „მე ვარ პუტინისა და უკრაინელი ოლიგარქის სამხედრო ტყვე“

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი უკრაინაში იწყება, პროცესის დაწყებამდე მოსამამართლემ შესვენება გამოაცხადა და სააკაშვილს საშუალება მისცა მედიისთვის კომენტარი გაეკეთებინა: „არ მეშინია, მათ შეუძლიათ დამაპატიმრონ, მაგრამ ვერ შეძლებენ გატეხონ უკრაინელი ხალხი, ამაზე ვესაუბრები ჩემს მეუღლესაც, მე თავს ვთვლი სამხედრო ტყვედ, უკრაინელი ოლიგარქის, ვლადიემრ პუტინის ტყვედ, მე არ ვარ დაკავებული, მე ვარ დატყვევებული, ისინი აწარმოებენ ომს უკრაინის […]

ირაკლი სესიაშვილი: „შეუძლებელია, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგიდან იყოს მოხსნილი“

შეუძლებელია, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების საკითხი დღის წესრიგიდან იყოს მოხსნილი, – ამის შესახებ  თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. სესიაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი სამართლებრივი პროცედურაა, ის ბრალდებულია გარკვეული დანაშაულის ჩადენაში და შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესია სააკაშვილი საქართველოს სასამართლოს წინაშე წარსდგეს. ამასთან, სესიაშვილი ირწმუნება, რომ მისთვის უცნობია, რა ღონისძიებებს ახორციელებენ შესაბამისი […]

მიხეილ სააკაშვილი: ადამიანებს უგზავნიან ყალბ სმს-შეტყობინებას

მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუქის” გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის ხელისუფლება ხალხს საპროტესტო აქციის გადადების შესახებ ყალბ სმს-შეტყობინებას უგზავნის. “მორიგი ბინძური დეზინფორმაცია ბანკოვაიადან. ადამიანებს უგზავნიან ყალბ სმს-შეტყობინებას, რომ მარში გადაიდო – ეს სიცრუეა! შეშინებულმა პრეზიდენტმა აღარ იცის რა გააკეთოს, რომ დღეს არ შევიკრიბოთ.არაფერი გამოუვა! ვიკრიბებით 12-ზე შევჩენკოს პარკში და მაიდანზე მივდივართ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სააკაშვილის გათავისუფლება და პოროშენკოს იმპიჩმენტი – მასშტაბური აქცია კიევში

კიევის ცენტრში მასშტაბური აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. საპროტესტო მარშის მონაწილეები ტარას შევჩენკოს პარკში შეიკრიბნენ. ამ წუთებში ისინი მეიდნის მიმართულებით მიემართებიან.აქციის მონაწილეები უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს იმპიჩმენტსა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. დემონსტრანტების განცხადებით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანა უსამართლობისკენ წაიყვანა, რასაც ისინი არ შეეგუებიან. აქციაზე იმყოფებიან, როგორც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მოძრაობის ლიდერები და მხარდამჭერები, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური […]

მიხეილ გიორგაძე: „სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნის გაუქმებას არავინ აპირებს“

მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლება ოფიციალური კიევის გადაწყვეტილებას ელოდება. კულტურის მინისტრის, მიხეილ გიორგაძის, განცხადებით, მოთხოვნა საქარველოს ექსპრეზიდენტის ექსტრადირებასთან დაკავშირებით რამდენიმე თვის იქნა გაგზავნილი და ამ მოთხოვნის გაუქმებას ხელისუფლება არ აპირებს. – მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით უკრაინულ მხარესთან მოთხოვნა რამდენიმე თვის წინ გაიგზავნა და ამ მოთხოვნის გაუქმებას არავინ აპირებს. რაც შეეხება დაკავებას, უკრაინულ მხარეს აქვს […]