კატეგორია: პოლიტიკა

„სააკაშვილის ანალიზები ძალიან შემაშფოთებელია“ – ბექა ბასილაია

ადვოკატი ბასილაია _ "პროკურატურამ ციხეს მოსთხოვა, რომ სააკაშვილს დარეკვის უფლება არ ჰქონდეს"

ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილის ანალიზები შემაშფოთებელია. საპატიმრო დაწესებულების დატოვების შემდეგ, ბასილაიამ განაცხადა, რომ პარამეტრები გაუარესებულია, რის გამოც ის სამოქალაქო კლინიკაშია გადასაყვანი. “ცილების მონაცემები არის სასიცოცხლო ნიშნულისთვის პრობლემა, დედიმერი არის ძალიან პრობლემური, პულსისა და წნევის კონტროლი დღითიდღე რთულდება. ბილირუბინის ფერმენტი არის მომატებები კრიტიკულად, რაც ღვიძლის ფუნქციის განხორციელებას უშლის ხელს. ამ ფონზე პენიტენციური […]

რუსთავის ციხეში სპეცრაზმის დამატებითი ძალები შეჰყავთ

რუსთავის ციხეში სპეცრაზმის დამატებითი ძალები შეჰყავთ

რუსთავის სასჯელაღსრულების მე-12 დაწესებულებაში სპეცრაზმის ძალების მობილიზებაა. უცნობია, რატომ გახდა საჭირო სპეციალური დანიშნულების რაზმის ციხეში შეყვანა. პარალელურად, მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა დღითი დღე უარესდება. ის უკვე 35-ე დღეა, რაც შიმშილობს და სასიცოცხლო მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არის დამძიმებული. არსებობს ვარაუდი, რომ ხელისუფლება მისი კლინიკაში გადაყვანისთვის ემზადება.

სააკაშვილი – “მე არ შემიწყალებს რეჟიმი, რომელმაც სასაცილო საქმეები შემიკერა”

სააკაშვილი - "მე არ შემიწყალებს რეჟიმი, რომელმაც სასაცილო საქმეები შემიკერა"

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილსთვლის, რომ მისი და ქვეყნის გათავისუფლებაც მხოლოდ ქართველ ხალხს შეუძლია. სააკაშვილი სპეციალური განცხადებით, სალომე ზურაბიშვილსაც პასუხობს, რომელიც ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს არასდროს შეიწყალებს. ამასთან ის მისი გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებულ შიმშილობის ფაქტებს ეხმაურება: “მივესალმები ელენე ხოშტარიას და იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სოლიდარობის ნიშნად შიმშილობენ რუსთავის ციხესთან და იგივეს აპირებენ სამეგრელოში, მივესალმები “გირჩელი” იმედა კლდიაშვილის […]

სალომე ზურაბიშვილი – “სააკაშვილს არასდროს შევიწყალებ, ის განსაკუთრებული პატიმარია”

"პრეზიდენტ ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებაზე დაელაპარაკნენ" - მირიან მირიანაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზედაც განაცხადა, რომ სააკაშვილს არასდროს შეიწყალებს. – ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია. არა და არასდროს. ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულობის მსხვერპლის არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფილობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოღწეული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლას მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას. ამის მიუხედავად, ის უნდა […]

“ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ნაციონალ გია ხარჩილავას წალენჯიხის მერობა მიულოცა – “მის გვერდში დავდგებით”

"ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ნაციონალ გია ხარჩილავას წალენჯიხის მერობა მიულოცა - "მის გვერდში დავდგებით"

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი ზარქუა მერის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს ნაციონალური მოძრაობის წევრს, გია ხარჩილავას. მისი თქმით, პროექტების განხორციელებაში ხარჩილავას მხარს დაუჭერს. “მე ასევე მინდა მივულოცო ჩვენს ოპოზიციას, ქალაქ წალენჯიხაში, გიორგი ხარჩილავას. მას უყვარს ეს რაიონი. სანამ ბატონი გიორგი გიქნება წალენჯიხელების ინტერესების გამტარებელი, ჩათვალოს რომ მის გვერდში ვარ, ყველა იმ პროექტში, რაც ჩემი წალენჯიხელების ინტერესებს დააკმაყოფილებს. […]

სალომე ზურაბიშვილი იუსტიციის მინისტრს, პატრიარქს, ევროკავშირის ელჩს და აშშ-ის ელჩის მოადგილეს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი - „კომენტარები დღეს პარტიიდან არ უნდა მოდიოდეს, არამედ სახელმწიფო უწყებებიდან... დაცინვა და ქილიკი პასუხი არაა“

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები გამართა. პრეზიდენტის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დღეს პრეზიდენტი საქართველოს იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე შეხვედრა გამართა საქართველოს პატრიარქთან ილია მეორესთან. სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან და აშშ-ს ელჩის მოადგილე რაიან ჰარკერ ჰარისთანაც. უცნობია რა საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობდა შეხვედრები.

ელენე ხოშტარიამ პარლამენტში შიმშილობა დაიწყო

ელენე ხოშტარიამ პარლამენტში შიმშილობა დაიწყო

,,დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, პარლამენტში შიმშილობა დაიწყო. მისი განმარტებით, სანამ საქართველსო მესამე პრეზიდენტს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ის შიმშილობას არ შეწყვეტს. მინდა, გავაკეთო საგანგებო განცხადება, მე არ წარმოვადგენ სააკაშვილის პარტიას, არც მისი ამომრჩეველი ვარ, მაგრამ რაც დღეს ხდება მისი პატიმრობის და  ჯანმრთელობის საკთხთან დაკავშირებით, ეს არის სადისტური და ცინიკური შურისძიება […]

აშშ-ის საელჩო “ოცნების” წინააღმდეგ – “პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე”

აშშ-ის საელჩომ ხაზარაძე-ჯაფარიძისთვის ბრალის წაყენების გამო შეშფოთება გამოთქვა

საქართველოში აშშ-ის საელჩომ ფეიბუქში დაერა: “31 ოქტომბერს, როდესაც ქვეყნის ყურადღება გადატანილი იყო მუნიციპალურ არჩევნებზე, სასამართლომ აირჩია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ორი ახალი წევრი, მოქმედი ორი წევრის სანაცვლოდ, რომელთა ვადამდელი გადადგომის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ იყო ცნობილი. პროცესი არ ყოფილა არც კონკურენტული და არც გამჭვირვალე. თითოეულ ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი კანდიდატი. ვადამდელი გადადგომის შედეგად წარმოშობილი […]

“ლელოს” ფრაქციამ საპარლამენტო მუშაობა შეწყვიტა

"ლელოს" ფრაქციამ საპარლამენტო მუშაობა შეწყვიტა

საპარლამენტო ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ პარლამენტის მუშაობას ბოიკოტს უცხადებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქციის წევრმა სალომე სამადაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ფრაქციის ეს გადაწყვეტილება საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის საკითხს უკავშირდება და იქამდე არ აღადგენენ საპარლამენტო მუშაობას, სანამ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა ადეკვატურად არ იქნება დაცული. „მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და მისი სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა, დღეს არის მთავარი ვალდებულება საქართველოს […]

ნონა მამულაშვილი – “პარლამენტში შესვლა შეცდომა იყო”

ნონა მამულაშვილი - "გიორგი ხელაშვილმა პარლამენტში ნაბიჭვარი მიწოდა"

“ახალ თაობასთან” ინტერვიუში ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნონა მამულაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში შესვლა შეცდომა იყო. – პარლამენტში ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. მაშინ, როდესაც მათ ჰყავთ უმრავლესობა. ისინი აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ჩვენი ხმა არ ისმოდეს იქ. ასე რომ, ჩვენი ხმა ისმის ქუჩაში, ჩვენი ხმა ისმის საერთაშორისო პარტნიორებთან და ეს არის ბრძოლის მეთოდი, რომლითაც ჩვენ […]