სააკაშვილი გლდანის სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ამის შესახებ პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი: “ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში. დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით.”
კატეგორია: პოლიტიკა
სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ?
ერთ-ერთი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს გორის ჰოსპიტალში გადაიყვანენ. ამ დროისათვის სამხედრო ჰოსპიტალში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ მესამე პრეზიდენტი ვერტმფრენით მათთან გადაიყვანეს, თუმცა მთელი დღის განმავლობაში ქალაქში სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზაციაა. რუსთავის ციხესთან სამხედრო ვერტმფრენი ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. სავარაუდოდ მესამე პრეზიდენტი ამ ვერტმფრენით გადაიყვანეს, თუმცა სად, უცნობია. მთავარი
ღარიბაშვილი – “წალენჯიხის მერს წარმატებას ვუსურვებ”
მინდა წალენჯიხის მერს წარმატება ვუსურვო -ჩვენ, მთელი მთავრობა სრულ მზადყოფნას გამოვხატავთ იმისთვის, რომ ვითანაშრომლოთ ოპოზიციონერ მერთანაც, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, საქმეზე კონცენტრირებაა ახლა საჭირო. „მე, როგორც პრემიერ-მინისტრს მექნება ძალიან მჭიდრო, აქტიური მუშაობა არჩეულ მერებთან. მინდა მათ კიდევ ერთხელ მივულოცო არჩევნებში გამარჯვება. ეს იყო ხალხის არჩევანი, ხალხის ნება იყო გამოხატული და ამ […]
გია გაჩეჩილაძე – “7 ნოემბერი ღირსების დღესასწაულად უნდა გამოცხადდეს”
ერთად ვთხოვოთ და მივმართოთ ხელისუფლებას, 7 ნოემბერი გამოცხადდეს ღირსების დღესასწაულად, – ამის შესახებ საზოგადოებრივ მოძრაობა „აი იას“ დამფუძნებელმა, გია გაჩეჩილაძემ პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სახელწოდებით „არ აგარევინებთ“ განაცხადა. მისი თქმით, კარგია, რომ 2007 წლის 7 ნოემბრიდან 11 წლის შემდეგ, კობა დავითაშვილს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან ღირსების ორდენი გადაეცა. „მინდა გითხრათ, რომ საერთოდ, 7 ნოემბერი ღირსების დღეა და ყველა იმ […]
პარლამენტში ელენე ხოშტარიასთან სასწრაფო გამოიძახეს
პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პარლამენტში სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. ექიმის განცხადებით, შიმშილობის ფონზე, ელენე ხოშტარიას თავბრუსხვევა და სისუსტე აღენიშნებოდა. მისი ინფორმაციით, ხოშტარიას გადასხმა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა. „უკვე მეხუთე დღეა, რაც ელენე შიმშილობს. შემიძლია ვთქვა, რომ საგრძნობლად არის დასუსტებული. ბუნებრივია, ეს მას ეტყობა. ვფიქრობ, ასე თუ გაგრძელდება, ალბათ, სისუსტე კიდევ უფრო მოიმატებს და შეიძლება […]
სალომე ზურაბიშვილმა კობა დავითაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კობა დავითაშვილი, სიკვდილის შემდეგ, ღირსების მედლით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. „დღეს, 7 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით და ქართველის ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გამოხატავს მადლიერებასა და პატივისცემას კობა დავითაშვილის, როგორც 2007 წლის 7 ნოემბრის მსხვერპლის მიმართ, იმ პოლიტიკოსის მიმართ, რომელმაც საკუთარი ჯანმრთელობა და სიცოცხლე შესწირა ქვეყნის მომავლისთვის […]
“მინიმუმ 5 წელი აღარ დავბრუნდები” – ივანიშვილმა შუშის სასახლე დაცალა და საქართველოდან მიდის
“ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნიდან მიდის. “ნოდარ მელაძის” შაბათის ინფორმაციით, ოლიგარქმა შუშის სასახლე დაცალა. ცნობილია, რომ ივანიშვილის შვილები საქართველოში უკვე აღარ იმყოფებიან – ბერა კორეაშია, ცოტნე და უტა საფრანგეთში გვანცა კი ამერიკაში. “ტვ პირველის” მაყურებელი დღეს ახლოდან პირველად ნახავს სასახლეს, რომელიც უძლეველი მმართველის ციხესიმაგრე იყო. “შაბათის ეთერის” ინფორმაციით, ადგილიდან გატანილია ხელოვნების ნიმუშები, მანქანებს ყიდიან, […]
რუსთავის ციხესთან მამაკაცი გარდაიცვალა
რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოპოზიციის აქციის დაწყებამდე ერთი მამაკაცი შეუძლოდ გახდა. მოგვიანებით მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელიც მამაკაცს დახმარებას ადგილზე უწევდა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი რუსთავის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რუსთავის ციხესთან კარვები გაშალეს
რუსთავში, მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან აქტივისტებმა კარვები გაშალეს. როგორც ისინი აცხადებენ, საპატიმროსთან ბევრი ადამიანი აპირებს დარჩენას და კარვებიც იმისთვის არის გაშლილი, რომ მათი აქ დარჩენა იყოს უზრუნველყოფილი. აქტივისტების განცხაებით, კარვებში დარჩებიან, ვიდრე მიზანს არ მიაღწევენ და საქართველოს მესამე პრეზიდენტს მულტიფუნქციურ კლინიკაში არ გადაიყვანენ.
“პატიმარი სააკაშვილი საკვებს იღებს” – პენიტენციური სამსახური
პენიტენციურმა სამსახურმა გაასაჯაროვა სააკაშ ვილის მიერ საკვები მიღება. “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროვებთ მიხეილ სააკაშვილის მიერ საკვების მიღების ფაქტების გარკვეულ ნაწილს. აღნიშნული ვიდეომასალა ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ იღებს პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საკვებს და ნატურალურ წვენებს დღის სხვადასხვა მონაკვეთში. ასევე ვასაჯაროებთ იმ პროდუქტების ამსახველ ფოტომასალას, რომელიც მიიღო მიხეილ სააკაშვილმა.” – წერია სამსახურის ფეისბუქის გვერდზე










