პარტია „საქართველოსთვის” ქუთაისის სიის პირველი ნომერი, ელეონორა არჩაია აცხადებს, რომ მას ავტომობილი დაუზიანეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ელეონორა არჩაიას თქმით, ეკლესიაში წირვაზე იყო, გამოსულს კი ავტომობილის მინა ჩამსხვრეული დახვდა. მისი თქმით, უცნობია, ვინ დააზიანა მისი ავტომობილი, თუმცა მომხდარს პოლიტიკური საქმიანობას უკავშირებს. როგორც არჩაია აცხადებს, „ქართული ოცნებიდან” გახარიას გუნდში გადასვლის შემდეგ, ზეწოლა დაიწყო და საფრთხე მის […]
კატეგორია: პოლიტიკა
„თმებით გამოვათრევ კობახიძეს, ვურჩევ „ქართულ ოცნებას“, გონს მოვიდეს“ – ნონა მამულაშვილი
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნონა მამულაშვილის განაცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად გამოუცხადა ომი საქართველოს მოსახლეობას. „ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს წასვლას და უზურპაციას აპირებს ხელისუფლების, ამიტომ ჩვენ ყველანაირ მშვიდობიან მეთოდს გამოვიყენებთ, რომ ეს ხალხი მოვაცილოთ აქაურობას და დავუბრუნოთ პირველივე რეისით პუტინს. იქნება აბსოლუტურად ყველა მეთოდი აქციების ჩათვლით, რომ მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ ამ ხელისუფლებას, ვუთხრათ, რომ […]
მელია – “არჩევნები გაუქმებულია, ხვალ კონკრეტული გეგმით წარვსდგებით”
“არჩევნები არის გაუქმებული. ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოიპარა”, – ამის შესახებ თბილისის მერობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა და ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ხვალ ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმით წარვსდგებით თქვენს წინაშე. ბრძოლა იქნება უკომპრომისო. ბრძოლა იქნება ბოლომდე. პარტიული პოლიტიკა აღარ არსებობს და ჩვენი ამოცანაა, ეს კოალიცია კიდევ უფრო ფართო გახდეს… ბიძინა ივანიშვილს ჩვენ მივეცით შანსი […]
“ოცნება” თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში იგებს – იმედის ეგზიტპოლი
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები ცნობილია. ეგზიტპოლების თანახმად, ხმები, 4 ქალაქის მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდა: თბილისი: კახა კალაძე – „ქართული ოცნება“ – 57,2%; ნიკანორ მელია – „ნაციონალური მოძრაობა“ – 42.8% რუსთავი: ნინო ლაცაბიძე – „ქართული ოცნება“ – 53,8%; დავით კირკიტაძე – „ნაციონალური მოძრაობა“ – 46,2%. ქუთაისი: იოსებ ხახალეიშვილი – „ქართული ოცნება“ – 51,9%; […]
ოპოზიცია თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და რუსთავში ლიდერობს – მთავარის ეგზიტპოლი
დღევანდელ არჩევნებში მერობის რომელ კანდიდატს მიეცით ხმა? – “მთავარი არხის” დაკვეთით, კომპანია “ანოვას” მიერ საქართველოს 5 ქალაქში ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები ასეთია: თბილისი ნიკა მელია – 51% კახა კალაძე – 49% ზუგდიდი ანზორ მელია – 53% მამუკა წოწერია – 47% ბათუმი გიორგი კირთაძე – 51% არჩილ ჩიქოვანი – 49% რუსთავი დავით კირკიტაძე – 53% ნინო ლაცაბიძე – […]
„ხვალიდან სულ დაისვენებთ“ – ოდიშარია ჟურნალისტებს
ირაკლი კობახიძე – “ოცნება” არჩევნებს 20-ვე მუნიციპალიტეტში იგებს”
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტია არჩევნების მეორე ტურს 20-ვე მუნიციპალიტეტში იგებს. ამის შესახებ კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდა. „19:00 საათის მონაცემების თანახმად, ვიგებთ არჩევნებს 20-ვე მუნიციპალიტეტში, თუმცა დაახლოებით 45 წუთი რჩება და ყველა ამომრჩეველს მოვუწოდებთ, მაქსიმალური აქტიურობისკენ. საჭიროა გამარჯვების ბოლომდე მიყვანა, ამისთვის თითოეული ხმა არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ვაზისუბანში ნიკა მელია ბექა დავითულიანს დაუპირისპირდა – მელიას ხელი დაარტყეს
ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანთან, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიასა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს – ბექა დავითულიანსა და გიორგი ამილახვარს შორის სიტყვიერი დაპირისპირება და შეხლა-შემოხლა მოხდა. აღნიშნულ უბანზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც შუქი ჩაქრა და ადგილზე ნიკა მელია მივიდა. დაპირისპირება ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს შორის გრძელდება. ნიკა მელიას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ნიკა მელია ჟურნალისტებთან კომენტარს აკეთებდა, რა დროსაც მას მოქალაქემ […]
ფოთში პირველების ჟურნალისტი სოფო ნიაური “ოცნების” აგიტატორმა ცემა
ფოთში “პირველების” ჟურნალისტი სოფო ნიაური “ქართული ოცნების” კოორდინატორმა სცემა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები, რომლებიც დაზარალებულ ჟურნალისტს ჰკითხავენ. არსებული ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების შემსწრე კრიმინალური პოლიციაც გახდა, თუმცა მას მომხდარზე რეაგირება არ მოუხდენია. ტვ პირველი
ელენე ხოშტარია – “სააკაშვილის დაცინვა “ოცნების” დეგრადაციაზე მეტყველებს”
„ქართული ოცნების” განცხადებები, დამოკიდებულება, ქმედებები მიხეილ სააკაშვილის მიმართ აბსოლუტურად ყველა საზღვარს სცდება, ადამიანურს, მორალურს თუ პოლიტიკურს, – ამის შესახებ “დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მმართველი გუნდის წევრების დამცინავი და შეურაცხმყოფელი განცხადებები მათ ამორალურობაზე მიუთითებს. “არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვის მოსწონს მიხეილ სააკაშვილი და ვის არა. ასევე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ უნდა გასამართლდეს და ვინ არა იმიტომ, […]










