საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებასთან“ შეხვედრის კონკრეტულ თარიღს ასახელებს და მმართველ პარტიას პრეზიდენტთან შესახვედრად დღეს, 16:00 საათზე პრეზიდენტის სასახლეში იწვევს. – სამწუხაროდ, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხდება მარტივი სიტუაციების გართულება და ასეა ახლაც. თითქმის კვირაზე მეტია საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზად არის ასეთი შეხვედრისათვის. პრეზიდენტი ყოველთვის ღიაა უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ საკითხებზე […]
კატეგორია: პოლიტიკა
კახა კალაძე – “რატომ უნდა დავჯდე ელისაშვილთან დებატებზე და არა კუკავასთან ან თუნდაც გუგავასთან”
მმართველი პოლიტიკური პარტიის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ალეკო ელისაშვილის შეთავაზებას დებატებზე პოპულისტურს უწოდებს. მისი თქმით, ის ელისაშვილთან ინდივიდუალურად დებატებზე დაჯდომას არ აპირებს. ზოგადად დებატებს რაც შეეხება, კალაძის თქმით, არსებობს ფორმატები და კონკურენტებს ის სწორედ ამ ფორმატების გათვალისწინებით შეხვდება. – უცნაური და წმინდა წყლის პოპულისტური განცხადება. მაინტერესებს, მარტო ალეკო ელისაშვილთან რატომ უნდა დავჯდე დებატებში. არის შვიდი […]
უდუმაშვილი კვირიკაშვილს პასუხობს – ”ეტყობა, იმ ნევროზიანმა გუშინ დაურეკა…”
ნაციონალური მოძრაობის მიერ მერიასთან გამართულ აქციასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის დღევანდელ შეფასებას უპასუხა ნაციონალური მოძრაობის თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა. – დღეს რაც ჩვენ მოვისმინეთ პრემიერმინისტრისგან, ნევროზიანი პოლიტიკოსები, ალბათ იმ ხუთეულში მეც მოვიაზრებოდი და მე კითხვა მაქვს – ბოლოს როდის ნახეთ მოეწვიოთ სამშაბათს მთავრობის სხდომა ტურიზმის საკითხებზე და ტურიზმზე ელაპარაკოთ წუთნახევარი და დანარჩენი დრო დაეთმოთ გუშინდელი ჩვენი […]
მელია კვირიკაშვილის წინააღმდეგ – ”ვერ გაამართლებთ ივანიშვილის აღვირახსნილობას”
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ განცხადებებს ეხმაურება. როგორ მელიამ აღნიშნა, კვირიკაშვილის განცხადებები კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა. – სრულიად გაუგებარია, ეს დილის ლოცვა რომ აღუვლინა ბატონ ივანიშვილს და აქო და ადიდა ადამიანი, რომელსაც მიაქვს ცენტრალური თბილისი საკუთრებაში. მინდა შევახსენო წლების წინ შევარდნაძის […]
ლევან ხაბეიშვილი: „მერიის შენობაში “რაფაელოს” საჭმელად რომ არ შემიყვანდნენ, ცხადია, შენობაში შეყვანამდე დაიწყო ჩემი შეურაცხყოფა“
”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი მის საქმესთან დაკავშირებით სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვს. როგორც ლევან ხაბეიშვილმა თბილისის პროკურატურაში შესვლამდე განაცხადა, თბილისის მერიასთან გუშინდელ საპროტესტო აქციაზე მოხდა მისი გატაცება და ფიზიკური შეურაცხყოფა. ლევან ხაბეიშვილი თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ჩანაწერი არასრულია და მოითხოვს გაავრცელონ ის ჩანაწერები, თუ რატომ აღმოჩნდა ის თბილისის მერიაში. […]
კვირიკაშვილი – “5 ნევროზიანი პოლიტიკოსის გამო თბილისს ვერ გადავკეტავთ”
680 მილიონ დოლარზე მეტია მთლიანად ინვესტიცია და რა ვქნათ, გავაჩეროთ ინვესტიცია, გადავკეტოთ ქალაქი იმიტომ, რომ 5 ნევროზიანი პოლიტიკოსი გამოდის, აბრიალებს თვალებს და ყვირის, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ტურიზმის თემაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ის ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მთავრობის მეთაურმა გუნდის წევრებს მიმართა, რომ როდესაც მართალი […]
„უსუფაშვილს „ქართული ოცნება“ აფინანსებს“
,,რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია, პარტიის ყოფილ ლიდერს და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. კორძაია უსუფაშვილის იმ წერილს იხსენებს, რომელიც მან პარტიის სამდივნოს გაუგზავნა და რომლის შემდეგაც უსუფაშვილმა პარტია დატოვა. კორძაიას თქმით, უსუფაშვილს ამ თემაზე საუბარი აღარ სურდა. მისივე თქმით, ძალიან ბევრი ადამიანისთვის გაურკვეველი იყო რატომ რჩებოდა პარტია ხელისუფლებაში და ამავდროულად […]
“ნინო ბურჯანაძე დღესაც პოლიტიკური ნაგავია…ვაბშე ნაგავი ხარ, ბიჭო…!” – რა ხდებოდა რუსთავი 2-ზე
,,არჩევანის“ ეთერში ნაციონალური მოძრაობის წევრები ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობის წევრებს დაუპირისპირდნენ. ქართული ოცნების მაჟორიტარმა კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილს 2011 წლის 26 მაისის მოვლენები შეახსენა, როცა ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ,,პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიტიკური ნაგავი გაიტანეს“. ამის პასუხად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მისთვის ნინო ბურჯანაძე ,,დღესაც პოლიტიკური ნაგავია“. ხაბეიშვილს ამ სიტყვებს დაპირისპირება მოჰყვა ბურჯანაძის პარტიის წევრების მხრიდან. ნიუპოსტი
„ნაციონალ გიორგი რუხაიას ცემით მხარი ამოუგდეს და იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანეს”
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, მერიასთან გამართული საპროტესტო აქციაზე დაკავების დროს მათ მხარდამჭერ გიორგი რუხაიას ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს, რის გამოც მისი დაკავების იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. „გიორგი რუხაია ისე სცემეს დაკავების დროს, რომ სხვა დაზიანებებთან ერთად მხარი ამოუგდეს და იძულებულები გახდნენ დროებით დაკავების იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანონ პ.ს-ლაშა ჭიღლაძე ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს“- წერს […]
ნინო ლომჯარია აუდიტის სამსახურიდან გაუშვეს
ნინო ლომჯარია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ლომჯარია ამბობს, რომ გათავისუფლების მიზეზი მისთვის უცნობია. ცნობილი მხოლოდ ის, რომ ახალმა მთავარმა აუდიტორმა ძველი მოადგილეებიდან თანამდებობაზე მხოლოდ ნოდარ ჯავახიშვილი დატოვა: “მეგობრებო, დღეიდან ვასრულებ მუშაობას სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. მადლობელი ვარ იმ არაჩვეულებრივი გამოცდილებისთვის, რაც ამ სამსახურში შევიძინე, ყოფილი გენერალური აუდიტორის, რომელმაც საქმიანობაში სრული ნდობა და თავისუფლება […]










