“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის მთავრობის სხდომაზე გაჟღერებულ განცხადებებს ეხმაურება.
როგორ მელიამ აღნიშნა, კვირიკაშვილის განცხადებები კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ ქვეყანაში არის არაფორმალური მმართველობა.
– სრულიად გაუგებარია, ეს დილის ლოცვა რომ აღუვლინა ბატონ ივანიშვილს და აქო და ადიდა ადამიანი, რომელსაც მიაქვს ცენტრალური თბილისი საკუთრებაში. მინდა შევახსენო წლების წინ შევარდნაძის ხელისუფლების დროს, როდესაც აშენებდა ბიძინა ივანიშვილი სოლოლაკის ხეივანზე „ე.წ. ბიზნეს ცენტრს“. თბილისსა და მის ნაწილს ეგონა, რომ ბიზნეს ცენტრი შენდებოდა მაგრამ საბოლოო ჯამში შეგვრჩა მისი საცხოვრებელი სახლი. არა ბატონო კვირიკაშვილო, ვერ გაამართლებთ ივანიშვილის აღვირახსნილობას, საკმარისად წაიღო თბილისის, აჭარის და გურიის ტერიტორიები საკუთრებაში. უბრალოდ არ შეგატოვებთ პუშკინის სკვერს, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ნიუპოსტი

