„მეტრონომზე“ მერობის კანდიდატთა რეიტინგის დასადგენად გამოკითხვა დასრულდა. გამოკითხვაში – „თბილისის მერობის კანდიდატებიდან რომელს ანიჭებთ უპირატესობას“, თითქმის 50 დღის განმავლობაში 100 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა და გამოიკვეთა საბოლოო რეიტინგი. მართალია, ამ გამოკითხვას არ აქვს პრეტენზია, რომ სრულად ასახავს თბილისის მოსახლეობის განწყობას, მაგრამ თბილისელების ნაწილის პოზიცია ქმნის გარკვეულ სურათს, თუ რას ფიქრობენ დედაქალაქის მაცხოვრებლები. გვაქვს მცირე […]
კატეგორია: პოლიტიკა
უმრავლესობა ვეტოს დაძლევით იმუქრება – მამუკა მდინარაძე: ”ჩვენს 2 საკითხს არაფერი არ უნდა დაემატოს”
ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებს შეთავაზებული ორი საკითხის გარდა სხვა საკითხები დაემატება, უმრავლესობა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. როგორც მდინარაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ”ქართული ოცნების” პოზიცია უცვლელია. – ჩვენ ვაპირებთ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული საკითხების ვეტოში ასახვის შემთხვევაში, ვეტოს გაზიარებას. ეს არის ის ორი საკითხი, რომელზეც საყოველთაო კონსენსუსი შედგა. […]
პრეზიდენტმა და ოპოზიციამ უმრავლესობას კომპრომისი შესთავაზეს – ანა დოლიძე ვეტოს დეტალებზე
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის ანა დოლიძის თქმით ოპოზიციამ და პრეზიდენტმა დღევანდელ შეხვედრაზე ჩამოაყალიბა ახალი კომპრომისული შეთანხმება უმრავლესობის მიმართ. როგორც დოლიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა აღნიშნულ შეთანხმებაში გათვალისწინებულია ის მოთხოვნებიც, რომელიც უმრავლესობის მხრიდან იქნა გაჟღერებული პრეზიდენტთან შეხვედრის დროს: – აქამდე გვქონდა უპრეცედენტო თანხმობა ოპოზიციის სრულ სპექტრთან 6 პუნქტიან შეთანხმებაზე, ამას მოჰყვა უმრავლესობის თხოვნა 2 პუნქტზე. ეს არის ბონუსის […]
კახა კალაძე – ”თუ რეიტინგებით ვიმსჯელებთ, დებატებში ზაალ უდუმაშვილთან უნდა დავჯდე”
– თუ რეიტინგების მიხედვით ვიმსჯელებთ, მაშინ დებატებში ზაალ უდუმაშვილთან უნდა დავჯდე. ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის ალეკო ელისაშვილის უკვე მეორე გამოწვევას, დებატებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. – ფეხბურთს, პოლიტიკას, არჩევნებს და ზოგადად ყველაფერს აქვს წესი. შესაბამისად, როდესაც ის ამბობს, რომ მიწვევს დებატებში, დაახლოებითი რეიტინგები ხომ […]
“ბოკერიას კლანს კვირიკაშვილი მფარველობს”
რატომ ლანძღავენ რესპუბლიკელები დავით უსუფაშვილს, რატომ აღარ ახსოვთ სააკაშვილი, ვინ დგას ბოკერიას უკან, რა მიზანი აქვს “პატრიოტთა ალიანსს”, შეეშინდათ და თუ არა ქართული მარშის წევრებს შიმშილობის დაწყება? – ამ თემებზე “ახალ თაობას” ქართული მარშის ერთ-ერთი ლიდერი ლადო სადღობელაშვილი ესაუბრება. – ლადო, თქვენ სექტემბრის შუა რიცხვებში ჩვენთან საუბარში თქვით, რომ 22 ან 23 სექტემბერს დაიწყებდით […]
ბაღების დირექტორები “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა სიებს აგროვებენ – მესამე სექტორი პროკურატურას მიმართავს
არასამთავრობო ორგანიზაციები ბაღების სააგენტოს მიერ სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომელთა შესაძლო იძულების საკითხზე, პროკურატურისგან გამოძიების დაწყებას ითხოვენ. – ბაღების სააგენტოს, რომელთა მიმართაც დაქვემდებარებაში არიან სხვადასხვა ბაღების დირექტორები და თანამშრომლები, მათი მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს იძულებას, საკუთარი თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და წინასაარჩევნო კამპანიაში ბაღების დირექტორების იძულებით ჩართვას. თუ დადასტურდება ეს ფაქტები, შესაბამის პირებს უნდა დაეკისროთ ადეკვატური პასუხისმგებლობა,- განაცხადა […]
ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს – დებატების მერე ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთში შეგეჯიბრები
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი კახა კალაძეს ტელედებატებში კიდევ ერთხელ იწვევს. როგორც ელისაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, კალაძე თუ დათანხმდება ტელედებატებს, ის მზად არის ამის შემდეგ ”ქართული ოცნების” კანდიდატს” ნებისმიერ სტადიონზე ფეხბურთი ეთამაშოს. ელისაშვილი ამ ვიდეომიმართვით ტელედებატებში მონაწილეობას პირველ შეთავაზებაზე კალაძის პასუხსაც პასუხობს. ვიდეომიმართვა სტადიონზეა ჩაწერილი, სადაც ელისაშვილი ფეხბურთის ბურთით თამაშობს. – ჩემს […]
”ახლა ჯერი პრეზიდენტზეა” – მარგველაშვილის და უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა
პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილისა და უმრავლესობის შეხვედრა დასრულდა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები პრეზიდენტთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე მოსალოდნელი ვეტოს დეტალებს განიხილავდნენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს ის პუნქტები გააცნეს, რომლის შეცვლასაც ისინი ვეტოს შემთხვევაში დათანხმდებიან. – ახლა ჯერი პრეზიდენტზეა. საკითხი დგას ასე – გადაწყვეტს თუ არა, რომ ეს ორი საკითხი ასახოს თავის შენიშვნებში. იმ შემთხვევაში, თუ ეს კონსენსუსი არ […]
მარიამ ვალიშვილმა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის პოსტი დატოვა
ენერგეტიკის სამინისტროში საკადრო ცვლილებებია, მარიამ ვალიშვილმა ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. იგი 2008-2012 წლებში მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2012 წლიდან კი რიგითი მოადგილეების სიაში გადაინაცვლა. შეგახსენებთ, რომ მინისტრის მოადგილის თანამდებობა ირაკლი ხმალაძემაც დატოვა, რომელიც ყოფილი მინისტრის კახა კალაძის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს, რაც შეეხება მარიამ ვალიშვილს, ის საქმიანობას სავარაუდოდ კერძო სექტორში გააგრძელებს. დღევანდელი მდგომარეობით ენერგეტიკის […]
“ნაციონალების მთავარი მფარველი ბიძინა ივანიშვილია”
“ახალი თაობის” კითხვებს უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი პასუხობს. – ოპოზიციის ერთი ნაწილი მწვავე აქციებს მართავს და ბიძინა ივანიშვილისთვის მიწის ნაკვეთების გადაცემის ფაქტს აპროტესტებს. ხელისუფლებისგან გვესმის განცხადებები, რომ ნაცმოძრაობა ივანიშვილს უსამართლოდ ლანძღავს. რას იტყვით თქვენ? – ჩვენ ამგვარი თავის მართლება გვსმენია სააკაშვილისგანაც, ზუსტად ისეთივე, როგორიც გვესმის ივანიშვილისა და მისი ხელის ბიჭებისგან. ამაში ახალი არაფერია. ჩემი შენ გითხარი, […]










