მიხეილმა ყველას მოკითხვა გადმოგცათ. მან თქვა, რომ ყოველ დღე სუსტდება, ჰქონდა ოთხი კრიზისი. ორი – ჰიპერტონიული და ორი სისხლთან დაკავშირებული, – ამის შესახებ უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომელმაც დღეს მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და საზოგადოებას ექსპრეზიდენტის სიტყვები გადასცა. „კოლონიის კართან მორიგეობს რეანიმაციის ბრიგადა იმისთვის, რომ სისხლის გადასხმა მოახდინონ, როდესაც აუცილებელი გახდება, ან გააკეთონ გულის მასაჟი იმ შემთხვევაში, […]
კატეგორია: პოლიტიკა
“მიშა “ოცნებასაც” უშლის ხელს და ნაციონალებსაც” – მამუკა გამყრელიძე
“ახალ თაობასთან” ინტერვიუში მამუკა გამყრელიძე ამბობს, რომ სააკაშვილის შიმშილობა გაუგებარი, უცნაური და თავზეხელაღებული გადაწყვეტილებაა: – ანუ მიშა მიდის ვაბანკზე. ამ ვაბანკზე წასვლით მან შეძლო საკუთარი თავის რეაბილიტაცია მისი ამომრჩევლის თვალში. ასევე საკუთარი თავის ძალიან სერიოზული აქტუალიზაცია. ღმერთმა დაიფაროს და მაგას რამე რომ დაემართოს, ამის გაფიქრებაც არ მინდა. – მის სიცოცხლეს რომ საფრთხე დაემუქროს, “ოცნება” აღმოჩნდება […]
“სამეგრელოში “ოცნება” არ მოსწონთ” – გიგა ბუკია
კონსერვატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბუკია “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” სამეგრელოში პრობლემები აქვს. – ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ მეორე ტურს ოცივე ადგილას მოიგებს. თქვენ სამეგრელოზე მეტი ინფორმაცია გაქვთ. ამ კუთხეში არსებულ განწყობებზე რას იტყვით? „ოცნებას“ თავი ქუდში აქვს? – „ოცნებას“, ხელისუფლებას აშკარად აკლია ანალიზი. უფრო უკეთესად რომ იყვნენ ინფორმირებული და შესაბამისი ანალიზი ჰქონდეთ […]
“6 წელი სააკაშვილი ციხეში რომ იჯდეს, იქიდან ნელსონ მანდელა გამოვა” – დავით ზურაბიშვილი
ექსპერტი დავით ზურაბიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ სააკაშვილს რამე რომ დაემართოს, ეს იქნება ივანიშვილისთვის პირდაპირი განაჩენი და არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. – ის ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს არ მოხდეს. დიდი ეჭვი მაქვს, რომ არჩევნების შემდეგ საერთოდ გადასცემენ უკრაინას რაღაც პერიოდის მერე. – ასე რატომ გგონიათ? – 6 და 7 წელი სააკაშვილი ციხეში რომ […]
ირინე ლომინაძე – “მე უარი ვთქვი პოლიტიკოს პაატა ბურჭულაძის გაცნობაზე, რადგან პატივს არ ვცემ იმ პარტიას, რომელსაც ის მხარს უჭერს”
ქუთაისის ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ირინე ლომინაძე იმ მიზეზს განმარტავს, რის გამოც საოპერო მომღერალ პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრაზე უარი თქვა. როგორც ირინე ლომინაძე განმარტავს, მას არ სურდა პოლიტიკოსი პაატა ბურჭულაძის გაცნობა. მისივე მტკიცებით, საუბარი არ ყოფილა შენობაში შესვლასა და დასის გაცნობაზე. „ჩემთან არავინ მოსულა თეატრში შემოშვებისთვის. დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პაატა ბურჭულაძეს სურდა ჩემი გაცნობა. მას არ უთქვამს, რომ სურდა […]
“ოცნების” 27 ოქტომბრის აქციაზე წასასვლელად ხალხს 50-50 ლარს ურიგებენ
50 ლარი კაცზე – “ტვ პირველის” მიერ მოპოვებული ექსკლუზიური აუდიო-ჩანაწერებით ირკვევა, რომ გურიასა და აჭარაში ფულს აქციაზე წასასვლელად მოქალაქეებს პირადად რწმუნებულები და მერები ურიგებენ. 50 ლარში მოქალაქეების ტრანსპორტირება და კვება არ შედის და მას “ქართული ოცნება” დამატებით უზრუნველყოფს. სოფლის რწმუნებულები “ტვ პირველთან” ადასტურებენ, მოქალაქეებისთვის აქციაზე წასვლის სანაცვლოდ ფულის დარიგება უწევთ. ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოქრუაშვილის რწმუნებული, […]
პაატა ბურჭულაძე ქუთაისის საოპერო თეატრში არ შეუშვეს
საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის ინფორმაციით, ქუთაისის თეატრში მუსიკოსებსა და მენეჯმენტთან დაგეგმილი შეხვედრა მოულოდნელად ჩაიშალა. როგორც ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს, მას სურდა თეატრის მენეჯმენტს ხატია დეკანოიძისთვის საკუთარი პრობლემები გაეცნო, თუმცა დაგეგმილი რეპეტიცია გაუქმდა და მოულოდნელად კარანტინი გამოცხადდა. „ქუთაისის საოპერო თეატრიდან ჩემი ძვირფასი მეგობრები მირეკავენ მომხადართან დაკავშირებით. დღეს მინდოდა თეატრის მუსიკოსებსა და მენეჯმენტს ხატია დეკანოიძისთვის გაეცნო საკუთარი პრობლემები, ამიტომ მივედით […]
„გახარიასა და ანა დოლიძის ამომრჩევლის ნაწილი ხმას კალაძეს მისცემს“ – ვახტანგ ძაბირაძე
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მელიას ჩრდილოვან კაბინეტში წარმოდგენილი უნდა ყოფილიყვნენ გიორგი გახარიასა და ანა დოლიძის კანდიდატები ან მათი წარმომადგენლები, რადგან ამ ორმა ახალმა პარტიამ მნიშვნელოვანი შედეგები დადო არჩევნებზე. გახარიამ მიიღო დაახლოებით 8 პროცენტი, დოლიძემ – 4 პროცენტი. – მეორე ტურის ბედს გახარიასა და დოლიძის ამომრჩეველი გადაწყვეტს? – დიახ. ეს ხალხი გადაწყვეტს. […]
მარგველაშვილი – “ზურაბიშვილი პატიმარი სააკაშვილის ბედით უნდა დაინტერესდეს”
პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში შესაძლოა, შუამავალი გიორგი მარგველაშვილი გახდეს. მეოთხე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს საგანგებო შეხვედრას სთავაზობს. მარგველაშვილი ფიქრობს, რომ ზურაბიშვილი სააკაშვილის მძიმე მდგომარეობით უნდა დაინტერესდეს. გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, იმაზე რაც ახლა ხდება, დიდი პასუხისმგებლობა სწორედ მოქმედ პრეზიდენტზეცაა. – პრეზიდენტოს საკითხი ავტომატურად პრეზიდენტის კომპეტენციის ქვეშაა, ისევე როგორც მისი კომპეტენციის ქვეშ არის ქვეყნის მთლიანობის საკითხი და ეს მხოლოდ ქვეყნის […]
ხატია დეკანოიძემ ქუთაისში ვიცე-მერობის 4 კანდიდატი წარადგინა
ქუთაისის მერობის ოპოზიციურმა კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ ქუთაისში საარჩევნო პროგრამა წარადგინა. პროგრამის გამოსვლამდე ხატია დეკანოიძემ ქუთაისის მოქალაქეებს მიმართა და უთხრა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, თვითმმართველობაში ყველა პოლიტიკური ძალა იქნება ჩართული. პროგრამის წარდგენამდე ხატია დეკანოიძემ კოალიციური მთავრობის წევრები წარადგინა: ვიცე-მერი – ანა ნაცვლიშვილი (ლელო-საქართველოსთვის) ვიცე-მერი – იმედა კლდიაშვილი (გირჩი მეტი თავისუფლება) ვიცე-მერი – რევაზ ჩომახიძე ვიცე-მერი – თემურ ცამციშვილი მთავარი









